განხილვა:პარეხი

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik თემაში ტექნიკური გაფორმება
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (10 ნოემბერი, 2010).

განხილვა

რედაქტირება

გთხოვთ, გადახედოთ სტატიას და შეასწოროთ ხარვეზები. როგორც წესი, ავტორი ვერ ამჩნევს ხოლმე მათ. — დათო პასუხი 16:59, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ტექნიკური გაფორმება

რედაქტირება

დათო, ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ კარგი სტატიაა, გულდასმით წავიკითხავ. ტექნიკური საკითხი: ბევრი წიგნი მითითებულია რამდენიმეჯერ, არ შეიძლება რომ ref name="ჯობაძე" და ა. შ. ამგვარად გაფორმდეს, რომ სქოლიო კომპაქტური იყოს?--Zolokin განხილვაწვლილი 17:38, 22 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

კი, შეიძლება, მაგრამ ჩეთვის შრომატევადია მაგის გაკეთება ძალიან. ისე, დიდ პრობლემად არ მიმაჩნია ამგვარი მდგომარეობაც რადგან, სქოლიოში ჩასვლა ხელით არ ხდება, ერთი დაწკაპუნებაა საჭირო. სქოლიოში მე ძალიან დაკონკრეტებული მაქვს გვერდები (არ ვიცი, ეს რამდენადაა საჭირო), ერთ–ერთი მიზეზი ერთი და იმავე წიგნის გამეორებისა სწორედ ესაა. თუ ვინმეს შეუძლია, დამეხმაროს სქოლიოს გაუმჯობესებაში. — დათო პასუხი 11:38, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
გვერდების მითითება, ჩემი აზრით, ძალიან კარგია. დაინტერესებულ პიროვნებას საქმეს უადვილებს, მითუმეტეს, თუ დიდ წიგნზეა საუბარი. ტექნიკურად მეც არ ვიცი ეს როგორ ხდება ამ შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია და ვინმე გააკეთებს კარგი იქნება, თუ არა – ვერც ამაში ვხედავ განსაკუთრებულ პრობლემას.--Zolokin განხილვაწვლილი 12:07, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ერთ-ერთ უცხოურ ვიკიში ვნახე: ლიტერატურაში იყო წიგნი მითითებული და მხოლოდ "ავტრო(ებ)ი გვერდების მითითებით" შემოიფარგლებოდა სქოლიო. თავის მხრივ, ეს "ავტრო(ებ)ი გვერდების მითითებით" იყო სტატიის შიდა ბმული, რომელზედაც დაწკაპუნებისას ლიტერატურაში გვგზავნიდა აღნიშნულ წიგნზე. თუ ასეთი რამის გაკეთება დაგაინტერესებთ, მე შევეცდები გაკეთებას.— გიორგი განხილვაწვლილი 12:28, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ref name="ჯობაძე" — ამ სახით გაკეთების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება გვერდების კონკრეტულად მითითება (შესაძლებელი იქნება მხოლოდ ძალიან დიდი ნახტომით, მაგალითად: გვ. 16–50, რაც მე არ მომწონს). საინტერესოა გიორგის ვერსია, მგონი კარგი იქნება... მაგრამ, არ ვიცი, რამდენად მარტივი იქნება მკითხველისათვის ესეთი სისტემა :). სხვები რას იტყვით? მე მაქვს ერთი მარტივი ალტერნატივაც: დავტოვოთ როგორც არის :)). — დათო პასუხი 12:52, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
არც ეგ ვარიანტია პრობლემა. მე რასაც ვიძახი, მაგ საქმეს ამ თარგის გადმოქართულება სჭირდება, რაც დიდი პრობლემა არ უნდა ჩანდეს. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა გათვლილი. — გიორგი განხილვაწვლილი 13:20, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

სტატია უდავოდ კარგია, შინაარსს არავითარ შემთხვევაში არ ეხება, მაგრამ ერთი და იმავე წყაროს სქოლიოში სისტემატიური გამეორება ლამაზად არ გამოიყურება. თექნიკურად როგორც აჯობებს ისე გაკეთდეს, მაგრამ მგონი მაინც გასაკეთებელია:

  1. ხოშტარია, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები - 6
  2. ვ. ჯობაძე, ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში - 13
  3. თაყაიშვილი. კოლა–ოლთისი - 3
  4. Чубинашвили, „Архитектурные памятники VIII и IX веков в Ксанском ущелье – 2
  5. Марр, Дневник – 3
  6. ბუბა კუდავა, უცნობი ნუსხური წარწერა პარეხის მონასტრიდან - 5

--Zolokin განხილვაწვლილი 13:27, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

გიორგი, შენ შეგიძლია მაგ თარგის გადმოქართულება? მგონი კარგი იქნება... — დათო პასუხი 14:12, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

"გადმოვაქართულე" (ანუ ქართულ ვიკიში გავუშვი) და მუშაობს. იხ. მომხმარებელი:ITshnik/სავარჯიშო 7. ერთი შეკითხვა მხოლოდ: "გვერდი" რომ მოკლდება ქართულად "გვ." გამოდის და "გვერდები" - "გგ." ხომ?— გიორგი განხილვაწვლილი 14:29, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ქართულად გგ. არ შემხვედრია, ორივე შემთხვევაში გვ. არის ძირითადად, თუ სადმე ვინმემ სხვანაირად იხმარა არ ვიცი, მაგრამ ძირთადად გვ. არის მხ. და მრ. შემთხვევებშიც. ინგლისურშია p. და pp. ალბათ მაგედან გახსოვთ.--Zolokin განხილვაწვლილი 14:32, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
გვ. 45 და გვ. 45–50. ორივე შემთხვევაში გვ. არის მიღებული. — დათო პასუხი 14:36, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

აბა ახლანდელი ვარიანტი როგორ მოგწონთ? რათქმაუნდა, გამოყენების ინფოს ქართულად დავდებ.— გიორგი განხილვაწვლილი 14:50, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ტექნიკური გაფორმება შეიძლება დამთავრებულად ჩაითვალოს, თუმცა არის კიდევ რამდენიმე მომენტი:

  • ე. თაყაიშვილი. კოლა–ოლთისი: გამოცემის წელი არ უწერია, თუმცა, იმდენად მოკლეა, რომ მნიშვნელოვნად არ შემცირდება ზომებში, ასე რომ, ჯობს ასე დარჩეს;
  • Н. Марр, Дневник: იგივე რაც ზემოთ, ეს უფრო მოკლეცაა;
  • რჩება Г. Чубинашвили, „Архитектурные памятники VIII и IX веков в Ксанском ущелье“, AG 1, 1942, მაგრამ ეს სულ ორჯერ არის გამოყენებული და, ჩემი აზრით, არ ღირს ლიტერატურაში გატანა. პ.ს. ესაა პირველი სტატია, რომელშიც ასეთი პრაქტიკა იქნება გამოყენებული :)— გიორგი განხილვაწვლილი 19:30, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
მშვენიერია. მარის დღიურს რატომღაც წელი არსად არა აქვს მითითებული... ასე რომ, მგონი მოთავდა ეს საქმე :). მადლობა გიორგი. მეორე სტატია, ამგვარ პრინციპზე აგებული სქოლიოთი, იქნება კონსტიტუცია. — დათო პასუხი 05:16, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
შეგიძლიათ შეიტანოთ მარის დღიური ასე: Н. Марр. Дневник поездки в Шавшетию и Кларджию. С.‐ПБ. 1911

--Zolokin განხილვაწვლილი 11:37, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

დანამდვილებით იცით? ასე ქვია?— გიორგი განხილვაწვლილი 11:50, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი თუ არ გჯერათ შეგიძლიათ "დაგუგლოთ".--Zolokin განხილვაწვლილი 12:01, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
ესეც შეგიძლიათ შეასწოროთ:თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს.-პარიზი,1938— Zolokin განხილვაწვლილი 12:07, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

ასე კარგია?— გიორგი განხილვაწვლილი 12:35, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

კოინობიური მონასტერი

რედაქტირება

აუცილებლად საჭიროა განმარტება. მკითხველის 99% ვერ მიხვდება რას ნიშნავს, ან შესაბამისი ქართული შესატყვისის დაძებნა.--Zolokin განხილვაწვლილი 13:10, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

კარგი იქნება რომელიმე ვიკიპედიიდან თუ თარგმნის ვინმე სტატიას და ბარემ ბმულს გავაკეთებდით მაგ სიტყვაზე. — დათო პასუხი 14:24, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
მე როგორც ვიცი, კოინობიური მონასტერი "განდეგილური მონასტრის" საწინააღმდეგო ტერმინია. ანუ, მონასტერი, სადაც ერთად მოღვაწეოობს მრავალი ბერი. — დათო პასუხი 14:27, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

მასეა და სანამ ვინმე მაგ სტატიას თარგმნიდეს, ტექსტში მცირე განმარტება მაინც გაკეთდეს, რადგან გუგლში ქართულად ეგ სიტყვა არ არსებობს და მკითხველი ვერ მიხვდება რაზეა საუბარი.--Zolokin განხილვაწვლილი 14:29, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

კოინობიური განვმარტე სქოლიოს საშუალებით. — დათო პასუხი 07:40, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

პარეხელი მამები

რედაქტირება

სტატიაში, თუ არ ვცდები, დასახელებულია მხოლოდ ორი პარეხელი მამა – მიქაელი (სულ თავში "მიქელია", შემდეგ ყველგან "მიქაელი") და ილარიონი. ორივე წითელი ბმულითაა. სასურველია ორივე პარეხელ მამაზე შეიქმნას სტატია, დიდი არ გამოვა, მაგრამ რის საშუალებასაც წყაროები იძლევიან ის მაინც დავწეროთ. ორი ბმულიც გალურჯდება ამ სტატიაში. --Zolokin განხილვაწვლილი 14:24, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

არსებობს სტატია მიქელ პარეხელი, რომელსაც განვავრცობ მალევე — ჯაბა ლაბაძე () 14:32, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

მიქელ პარეხელი – სტატია გვქონია. პირველი აბზაცი ქსე–ს ეყრდნობა, ეს პატარა სტატიაც ალბათ ქსე–დანაა. ჩემს წყაროებში ყველგან მიქაელია (ჯობაძე, ხოშტარია, კუდავა). რა ვქნათ? ძველ ქართულ წყაროებში მოიხსენიება, როგორც მიქელ (ნეტარი მიქელ პარეხთა შინა მრავალთა...). ალბათ ეს სახელი უფრო გამართლებულია. — დათო პასუხი 14:33, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
მე ვფიქრობ, ქსე–ს უნდა ვენდოთ და სტატიაში მიქაელი ყველგან მიქელით შევცვალოთ. ასევე, მიქაელ პარეხელიდან გადამისამართებაა საჭირო. — დათო პასუხი 14:34, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
პირველწყაროები თუ მიქელს უწოდებენ და ქსე–შიც ასეა, მაშინ მიქელი უნდა იყოს, მაგრამ თუ ციტატა მოგაქვთ ჯობაძე–ხოშტარია–კუდავადან, მაშინ ციტატაში დატოვეთ მიქაელი, მაგრამ თუ თქვენი სიტყვებით გადმოსცემთ მათ აზრს, მაშინ მიქელი დაწერეთ. ალბათ ასე უფრო გამართლებული იქნება. მთავარ სტატიაში კი ალბათ საჭიროა მიეთითოს, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიება მიქაელის სახელითაც.--Zolokin განხილვაწვლილი 14:39, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

დათო გეთანხმები გავრცელებული ფორმაა და გადამისამართება საჭიროა. — ჯაბა ლაბაძე () 14:42, 23 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი

  გაკეთდა, გადამისამართება. სტატიაში მივუთითე, რომ თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდა "მიქაელი". — დათო პასუხი 07:46, 24 ოქტომბერი 2010 (UTC)პასუხი
გვერდ „პარეხი“-ზე დაბრუნება.