მიქელ პარეხელი
მიქელ პარეხელი — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 27 მაისი, ახალი სტილით — 9 ივნისი. პარეხის მონასტრის ამშენებელი და მისი პირველი წინამძღვარი.
ცხოვრება
რედაქტირებაღირსი მიქელ პარეხელი წარმოშობით შავშელი იყო, სოფელ ნორგიალიდან. გავრცელებული შეხედულებით, მიქელ პარეხელი ცხოვრობდა IX საუკუნეში. ზოგიერთი მკვლევარის აზრით - VI-VII საუკუნეებში. იგი მიძნაძორს აღიკვეცა მონაზვნად და იქ მოღვაწეობდა. ცნობილია რომ ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი და ამასთანავე მისი ქვეყნის აღორძინებისთვის მებრძოლი მამა. ერთხანს ოპიზის მონასტერში მოღვაწეობდა. როცა ხანძთაში მოღვაწე ბერთა შესახებ გაიგო, იქ ჩავიდა, პარეხს დაემკვიდრა და, ღვთის მოწოდებით, კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას თავის მოწაფესთან ერთად აუშენებია მცირე ეგვტერი და ძმათა საცხოვრისი მოუწყია.
თვითონ მარტომყოფობას ეძიებდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მას მრავალი მოწაფე ჰყავდა, მიქელ პარეხელის მოწაფეთა შორის ცნობილი ყოფილან ბასილი და მარკელაოზი, აგრეთვე ზარზმის მონასტრის დამაარსებელი სერაპიონ ზარზმელი (ხს. 18 ოქტომბერს).
ღირსი მიქელი დიდხანს მოღვაწეობდა პარეხში, აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში, დამარხეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ინგოროყვა პ., გიოპრგი მერჩულე, თბ., 1954
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960
- ბოგვერაძე ა., ქსე, ტ.7 , გვ. 28-29, თბ., 1984
- „ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.