განხილვა:მითრიდატე IV

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიორგი ჩუბინიძე თემაში მოღვაწეობის თარიღი

412 - 429 წლები რანაირად არის „III საუკუნის დასარული ან IV საუკუნის დასაწყისი“??? --Zolokin განხილვაწვლილი 21:58, 22 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

მირდატი სტატია გაქვს გადატანილი. რატომ? მითრიდატე IV - ასეა ქსე-ში. გთხოვ იხ. მითრიდატე--ცანგალა () 11:51, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი
იმიტომ, რომ ეგ პატიოსანი ადამიანი ყველა ისტორიულ წყაროში იხსენიება მირდატ–ის სახელით და არა, როგორც მითრიდატე. წყაროში მოხსენიებული სახელის ფორმა უნდა იყოს პრიორიტეტული და არა მისი გადაკეტება რომელიმე მეცნიერის (ამ შემტხვევაში, თუ არ ვცდები მელიქიშვილი) მოსაზრების თანახმად. სხვა მეცნიერები (უმრავლესობა) მას მირდატად მოიხსენიებენ. მგონი შინაარსიც შევცვალე. თუ ახლანდელი შინაარსი არ ემტხვევა ქსე–ს, მაშინ ქსე–ს შეტანა ლიტერატურაში არ არის აუცილებელი, მაგრამ შესაძლოა ტექსტის ბოლოს შენიშვნის სახით მიეთითოს, რომ ქსე მირდატს ასე მოიხსენიებს და მაშინ ქსე ლიტერატურის სიაშიც თამამად შეგვიძლია შევიტანოთ.--Zolokin განხილვაწვლილი 11:59, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

მაგ მითრიდატეებშიც შესაცვლელია. პრინციპულად არაა სწორი მითრიდატე, იმათთვის, ვისაც წყარო მხოლოდ მირდატად მოიხსენიებენ. მირდატი კი მოდის სპარსული მითრიდატესგან, მაგრამ გაქართულდა და მიიღო მირდატ–ის ფორმა. ზურაბი თუ ერქვა ვინმეს სპარსულ ზოჰრაბ–ს ხომ არ დავარქმევთ? ზურაბი გაქართულებული ზოჰრაბია.--Zolokin განხილვაწვლილი 12:03, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

ქსე წერს მითრიდატე IV, მირდატი. კი ბატონო მელიქიშვილია ავტორი, რომელიც უთითებს წყაროდ ყაუხჩიშვილის ბერძნული წარწერები საქართველოში და ლიტერატურას საქართველოს ისტორიის ნარკვევები. მე ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმები მის შეცვლაზე. რადგან ეს მხოლოდ მელიქიშვილის გადაწყვეტილება არ არის. --ცანგალა () 17:17, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

შეგიძლიათ ზუსტად მითხრათ ყაუხჩიშვილის ბერძნული წარწერების რომელ გვერდს უთითებს? ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ყაუხჩიშვილი მითრიდატედ ახსენებდეს. ეგ მელიქიშვილის მოგონილია, რომ ნომრები დაესვა იმ მეფეებისთვის, რომლებიც მირდატებად, მიჰრდატებად და მითრიდატეებად იხსენიებიან – ნომრების დასმის მიზნით მან ეს ყველა ერთ სახელამდე დაიყვანა. გარდა ამისა, ქსე–ში კი წერს ამას მელიქიშვილი, მაგრამ უახლესი ლიტერატურა, რომელსაც მე ვუთიტებ ყველგან, არის "ქართველი მეფეები", რ. მეტრეველის და მ. ლორთქიფანიძის რედაქციით, თბ. 2000. უპირატესობა უნდა მიენიჭოსდ უახლეს ლიტერატურას. --Zolokin განხილვაწვლილი 17:54, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

  • სტატიასთან მითრიდატე I-თან საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • -"- მითრიდატე II-თან წერეთელი გ., არმაზის ბილინგვა, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13, მისივე მცხეთის ბერძნული წარწერა ვესპასიანეს ხანისა, თ., 1958;
  • -"- მითრიდატე III-თან ყაუხჩიშვილი თ., ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ., 1951;

გეთანხმები, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოსდ უახლეს ლიტერატურას. ცანგალა () 18:26, 29 სექტემბერი 2010 (UTC)პასუხი

???

რედაქტირება

სტატიებში მირდატ I და მირდატ II მსგავსი ტექსტი რატომაა?--Wiki - ჯაბა 17:47, 23 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

ქსე-ს მიხედვით შევიტანე, სინამდვილეში მითრიდატე I და მითრიდატე II უნდა იყოს. მაგალითად უცხოენოვანი ვიკიპედია მითრიდატე I-ად თვლის, ხოლო ქსე მითრიდატე II-ედ (!). მაგრამ იმის გამო რომ სხვადასხვა წყაროებით სარგებლობისას აღრევა გამოდის ინფოდაფებში, ამიტომ მხოლოდ მითრიდატე II-ეს ჯობია ინფოდაფა ჰქონდეს, ანუ რომელსაც ქსე თვლის რომ ვესპასიანეს არმაზის სტელაზეა მოხსენიებული.

იხილე:

  • მითრიდატე I – იბერიის მეფე; ვიკიში ამ მითრიდატს ქსე-ში დაწერილი მითრიდატე II-ის ტექსტი უწერია... (ეწერა).
  • მირდატი – ქართლის ცხოვრების და ქართლის მოქცევის მიხედვით ექვივალენტია მირდატ I მცხეთელის, ამიტომ ეს სახელები უნდა შეერწყას.
  • მითრიდატე II (უნდა ჩამოშორდეს მირდატ II-ის სახელწოდება და უნდა მიებას მითრიდატე IV-ეს (იხ. ქვემოთ).) – იბერიის მეფე; ეს მითრიდატე როგორც ვთქვი ქსე-ს მიხედვით უნდა დაიწეროს, ამ მითრიდატეში უნდა გადავიდეს მითრიდატე I-ის ტექსტი.
  • მითრიდატე III – იბერიის მეფე; ეს მითრიდატე ცალკე უნდა გამოეყოს მითრიდატე კომაგენელის უცხოენოვან ვიკიპედიის გვერდებს.
  • მითრიდატე IV – იბერიის მეფე; ბაკურ მეფის ძე და მამა ასფაგურისა. ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ II.
  • მითრიდატე V – იბერიის მეფე; მირიანის შვილიშვილი, მირდატი (ბაქარის ძე), ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ III.
  • მითრიდატე VI – იბერიის მეფე; მეფე ფარსმან IV-ის ძმა, ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ IV
  • მითრიდატე VII – იბერიის მეფე; მამა ვახტანგ გორგასლისა. ამ მითრიდატს უნდა შეერწყას ქართლის ცხოვრების მირდატ V (მირდატ IV და მირდატ V, მირდატ I-ზე გადადის.--გოგოლაური განხილვაწვლილი 06:01, 24 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

ასევე იხ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეების 24-ე, 25-ე და 26-ე გვერდები. უცხოური ვერსიისგან განსხვავებით, სადაც მითრიდატე I-ა არმაზის სტელაშია მოხსენიებული, ქართულში მითრიდატე II-ა, რომელიც ვერპასიანეს არმაზის სტელაში მოიხსენიება. მე ვფიქრობ რ. მეტრეველის აღნიშნული მეფეების მიხედვით უნდა ჩამოყალიბდეს რიგითობა, ხოლო სტატიებში ყველა ავტორისეული ვერსია ჩაიწეროს ვერსიების სახით, როგორც ვთქვათ ეგიალის შემთხვევაშია, ანუ გამოიყოს ქვესტატია, "ვერსიები" და იქ მიეთითოს კონკრეტული მეფის შესახებ სხვადასხვა ავტორის ვერსია, მაგრამ ბუნებრივია, ტექსტი რომ დალაგებული იყოს, წიგნისმიერი სტატია ცალკე, მთავარ ქვეტექსტად უნდა დაიწეროს. რაც შეეხება მითრიდატეს და მირდატს, მრავალმნიშვნელოვანის სახით ცალ-ცალკე გვერდები უნდა შეიქმნას.--გოგოლაური განხილვაწვლილი 07:41, 26 აგვისტო 2020 (UTC)პასუხი

მოღვაწეობის თარიღი

რედაქტირება

პიროვნების მოღვაწეობის თარიღის დაზუსტების პრეტენზია არ აქვს ვიკიპედიას. რადგან ერთ პერსონაზე 4-5 მოღვაწეობის ჩარჩო არსებობს, ე.ი. ესაა სამეცნიერო კვლევის, დავის საგანი. სქოლიო, რომლებსაც უთითებთ არ გამოდგება ვიკიპედიისთვის, რადგან ვიკიპედია არაა სამეცნიერო მსჯელობის ასპარეზი, ესაა ენციკლოპედია და აქ კონკრეტულად არასადაო, არამედ შეჯერებული ფაქტები უნდა იყოს დაფიქსირებული. მითუმეტეს სტატიში, რომელიც ასეთი მცირეა. ამიტომ იყო ამ სტატიაში ასე - ,,დაახლ. III საუკუნის დასასრული - დაახ. IV საუკუნის დასაწყისი”. არსებული ცვლილებები შეუფერებელია ვიკიპედიისთვის.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:59, 22 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი

გვერდ „მითრიდატე IV“-ზე დაბრუნება.