განხილვა:გიორგი მოსიძე
Untitled
რედაქტირებამოგესალმებით ვიკიპედიას ყველა მონაწილეს, რომელთანაც მაქვს შეკითხვა: სტატიაში აღნიშნული დამსახურებების მიხედვით არის თუ არა მოსიძე, გიორგი შესატანი ვიკიპედიაში. ჩემი აზრით ალბათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ამისათვის ვუსურვებდი მას წარმატებებს სპორტსა და პირად ცხოვრებაში.
პატივისცემით ცანგალა
- პირველ რიგში, ანონიმ ავტორს ვთხოვ ყურადღება მიაქციოს სათაურების წერას. როდესაც პიროვნებაზე ვწერთ სტატიას, სათაურად უნდა იყოს ”მოსიძე, გიორგი” და არა ”მოსიძე” ან ”გიორგი მოსიძე”, ამას მოითხოვს ელემენტარული ლოგიკა და ქართული ვიკიპედიის წესები.
- მეორე - არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ბატონ გიორგის პიროვნების მიმართ, მახსოვს მისი ტელეგადაცემები და ვხედავ საკრებულოში მის მოღვაწეობას. მაგრამ ვეთანხმები ცანგალას შენიშვნას, რომ ენციკლოპედიაში შესატან პიროვნებებზე საკმარისი საფუძველი უნდა არსებობდეს. ვშიშობ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი შემთხვევა და შესაძლოა მალე ანონიმი ავტორების ნაცნობ-მეგობრების ბიოგრაფიებიც ვიხილოთ.
ავთანდილ 12:10, 14 ივნ 2005 (UTC)
მგონი სტატიას ესაჭიროება ენციკლოპედიის სახის მიცემა.... როგორც ეს რუსულ ვარიანტშია--ტრულალა (გ) 07:10, 7 აგვისტო 2006 (UTC)
- შეძლებისდაგვარად მივეცი. – BruTe (გ) 17:31, 5 აპრილი 2010 (UTC)
Mosik-ი გიორგი მოსიძეა?
რედაქტირებათუ ეს მომხმარებელი გიორგი მოსიძეა, მაშინ მისი წვლილი სტატიაში გიორგი მოსიძე მთლიანად გასაუქმებელია, რადგან ვიკიპედიის წესების მიხედვით აკრძალულია სტატიების შექმნა და რედაქტირება საკუტარ თავზე. გაიხსენეთ ამ სტატიის წაშლის და მერე ხელახლა შექმნის ისტორია. --ჯაბა ლაბაძე 12:11, 13 ივლისი 2012 (UTC)
- დიდი ალბათობით, თავად გიორგი მოსიძეა, თითქმის დარწმუნებული ვარ. ოფიციალურ პოლიტიკაში სადმე გვიწერია ამ აკრძალვის შესახებ? — მიხეილ მიწერა 12:15, 13 ივლისი 2012 (UTC)
ქართულ ვიკიპედიაში არსად არაფერი წერია ამის შესახებ, მაშინ ინგლისურ ვიკიპედიაში ვნახე, ახლა ვეღარ ვიხსენებ სად. :) --ჯაბა ლაბაძე 12:26, 13 ივლისი 2012 (UTC)
- კი მაგრამ რატომ არის აკრძალული? თუ ენციკლოპედიურად იქნება დაწერილი?--დათო1010 12:39, 13 ივლისი 2012 (UTC)
არ ვიცი დათო მე არ მიმიღია ეგ წესი და ნურც მეკიტხები. დამეხმარეთ და ნახეთ სად წერია. როდესაც ეგ ბმული მოვიყვანე ავტორმა აქ თავადვე აღიარა რომ წასაშლელი იყო. იმედია დამეხმარებით და მაგ ბმულს მაპოვნინებთ თუ სურვილი გაქვთ. --ჯაბა ლაბაძე 12:48, 13 ივლისი 2012 (UTC)
მე ჩემი მხრიდან იმას ვიტყვი, რომ გვაქვს ასეთი პრეცედენტები - მიხო მოსულიშვილი, მინდია ხითარიშვილი და გიორგი ლაცაბიძე ამის ნათელი მაგალითებია. საგულისხმოა ისიც, რომ სტატიის მთავარი გმირის ბიოგრაფია ავტორზე უკეთ მაინც არავის ეცოდინება. --H.McC. (მომწერეთ) 13:13, 13 ივლისი 2012 (UTC)
- ხოდა ეგენიც ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს. :) ეგ სტატიები მაგ ისტორიით უნდა წაიშალოს და ხელახლა შეიიქმნას. იმედია სწორად გამიგებთ: მე არ ვარ წინააღმდეგი ამ სტატიების არსებობისა ქართულ ვიკიპედიაში. ძალიან მარტივად ვამბობ წესი უნდა დავიცვათ თორემ მერე პრეცედენტები მომრავლდება. --ჯაბა ლაბაძე 13:17, 13 ივლისი 2012 (UTC)
მე მაინც ვერ ვხვდები რატომ. თუ მე მწერალი ვარ ქართველი თანამედროვე და ჩემ წიგნებზე არაფერი წერია და სხვა არავინ წერს, რატომ უნდა ველოდო ვთქვათ, სანამ ვინმე სხვა მოვა და დაწერს? . --H.McC. (მომწერეთ) 13:20, 13 ივლისი 2012 (UTC)
- ეს წესი (თუ მართლა არსებობს), მეც ზედმეტად ბიუროკრატიული მგონია. თუ სტატიაში მაინც იგივე ტექსტი ჩაიწერება, რა მნიშვნელობა აქვს ისტორიაში ვინ დაფიქსირდება? ან ვირტუალურ პროექტში რა გარანტიაა, რა მექანიზმია იმის დასადგენად, რომ ესა თუ ის მომხმარებელი მართლაც თავის თავზე წერს? — მიხეილ მიწერა 13:26, 13 ივლისი 2012 (UTC)
- შალვა მჭედლიშვილი მაგის მაგალითია. თვითონ ლოგიკური მიზეზების გამო არ არის. --H.McC. (მომწერეთ) 13:29, 13 ივლისი 2012 (UTC)
მიშა თუ მართლა არსებობს რას ნიშნავს? უკვე ჩემი აღარ გჯერა? ეს წესი ვიკიპედიის საერთო პოლიტიკაა და იქნებ მსგავსი სიტყვების წერას დამეხმაროთ და მოძებნოთ, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ გსურთ. ეს წესი რომ არ არსებულიყო ასე მარტივად არ დათმობდა ზოლოკინი, მე მგონი ეს ისტორია კარგად გახსოვს, მაგრამ არ გინდა გაიხსენო. --ჯაბა ლაბაძე 13:37, 13 ივლისი 2012 (UTC)
- რა შუაშია არ მსურის, საიდან მოგაქვს? უბრალოდ მე მართლა ვერ მოვძებნი, ინტერნეტი არ მიწყობს ხელს. ამ განხილვაში კი მაგ წესზე ვერსად ვერაფერი ვნახე, არაფერი წერია, წერია ის, რომ სტატია წაიშალა საავტორო უფლებების დარჩვევის გამო (კოპივო იყო). --მიხეილ მიწერა 13:47, 13 ივლისი 2012 (UTC)
- იხილეთ ეს წესი იმედია ახლა დამიჯერებ მიხეილ. --ჯაბა ლაბაძე 13:47, 13 ივლისი 2012 (UTC)
მიშა შენ თუ ზოლოკინის ბოლო მინაწერიდან ეგ დასკვნა გამოიტანე ყოჩაღ შესაშური მიხვედრილობა გქონია :D --ჯაბა ლაბაძე 13:51, 13 ივლისი 2012 (UTC)
- ზოლოკინი პირდაპირ წერს: შექმნილია ჩემი ანგარიშიდან, რაც ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს. შენ კი მიწერ კოპივო იყო და მაგიტომ წაიშალაო? პირდაპირ გამაოგნებელი დასკვნაა. --ჯაბა ლაბაძე 13:53, 13 ივლისი 2012 (UTC)
- საინტერესოა, შენ საიდან გამოიტანე ის დასკვნა, რომ მაგ წესს გულისხმობდა? :D ინგლისური ტექსტი წავიკითხე და იგი ატარებს რეკომენდაციის ხასიათს და არა სავალდებულოს. მე მოვრჩი. --მიხეილ მიწერა 13:59, 13 ივლისი 2012 (UTC)
- მიშა რაც გჭირს კარგად ვიცი და მაგას აქ არ გეტყვი, კახეთში რომ ჩამოვალ თუ ჩემი ნახვის სურვილი გექნა კარგად მიგახვედრებ რაც გჭირს. ახლა რაც შეეხება შენს ბავშვურ კითხვას (შენ საიდან გამოიტანე ის დასკვნა, რომ მაგ წესს გულისხმობდა?) მიშა დასკვნა კი არ გამოვიტანე, მე წამოვიწყე მაგ წესის დარღვევის შესახებ ოუზოსთან დავა და მერე ზოლოკინი (თუ ოუზო) მივიყვანეთ იმ დასკვნამდე რომ ეგ სტატია წაშლილიყო იმის გამო რომ შექმნილია როგორც ავტობიოგრაფია. ახლა კიდევ ერთი რამ რაც არ გეპატიება როგორც ადმინისტრატორს: შედი და ნახე ამ სტატიის წაშლილი ვერსია (მე მაგ გვერდს ვერ ვნახავ). როდისაა წაშლილი? კი ბატონო იმ დღეს წაიშალა როდესაც ცანგალამ ხელახლა შექმნა ეს სტატია (ანუ 2011 წლის 13 ოქტომბერს). ახლა რაც შეეხება რეკომენდაციას, როცა წერ: რეკომენდაციის ხასიათს და არა სავალდებულოს. საინტერესოა ვიკიპედიაში ვინ ვის ავალდებულებს? ან რაა სავალდებულო? რეკომენდაცია არის იმისათის, რომ უნდა გავითვალისწინოთ. მე ვაკეთებ საბოლოო დასკვნას: რადგან სტატია ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი წაიშალა იმის გამო, რომ ის იყო თვით ამ პიროვნების მიერ შექმნილი (იმედია დაიჯერებ და ტყუილში არ დამადანაშაულებ), მაშინ უნდა წაიშალოს ეს სტატიაც და კიდევ ჰენრის მიერ მითითებული სტატიებიც მიხო მოსულიშვილი, მინდია ხითარიშვილი და გიორგი ლაცაბიძე (ამისათვის მადლობა ჰენრის), თუმცა აქვე ვაცხადებ რომ ნებისმიერი მომხმარებლის მიერ (თუნდაც ჩემს მიერ) უნდა იქნეს ხელახლა შექმნილი. არ უნდა დაიკარგოს ეს სტატიები, უბრალოდ წესები უნდა დავიცვათ, ან თუნდაც რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ. მადლობა მეც დავამთავრე. --ჯაბა ლაბაძე 15:17, 13 ივლისი 2012 (UTC)
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შენ მიერ მოტანილი ბმული არ იძლევა მაგის თქმის საშუალებას, რომ ნიკოლოზიშვილის სტატია ამ მიზეზით წაიშალა. სხვაგან, ამ განხილვის გარეთ თუ მოხდა ეს შეთანხმება, სხვა საკითხია. წესებსა და რეკომენდაციას შორის ნამდვილად არის სხვაობა. მე აღარ ვაპირებ თითიდან გამოწოვილი განხილვის გაგრძელებას, თუ სურვილი ექნებათ, სხვა მომხმარებლებმა გამოთქვან აზრი. — მიხეილ მიწერა 16:20, 13 ივლისი 2012 (UTC)
აკი დავამთავრეო? უღრმესი მადლობა. --ჯაბა ლაბაძე 16:24, 13 ივლისი 2012 (UTC)
საინტერესო რაღაცას მივაგენი, ეს აუცილებლად უნდა დავწერო:აბა ეს განხილვა ნახეთ რას წერს ზოლოკინი ცანგალას. :) --ჯაბა ლაბაძე 16:33, 13 ივლისი 2012 (UTC)
- რა სისულელეზე მიდის კამათი ვერ გავიგე. ვთქვათ ეხლა მე რომ ვინმე ცნობილი ადამიანი ვიყო და ჩემ თავზე ენციკლოპედიური სტატიის დაწერა მომინდეს უფლება არ მექნება??? ეგ ხომ სრული უაზრობაა. მე მსგავსი წესის მიღებას ქართულ ვიკიში არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს. ჯაბა ეს ბოლო მიმოწერა რას ადასტურებს??? იმას, რომ ზოლოკინი ვიკიპედიის მესაკუთრეა და წესებსაც თვითონ ადგენს?--დათო1010 17:03, 13 ივლისი 2012 (UTC)
დათო შენი კითხვის აზრი ვერ გავიგე. მართლა ვერ გაგიგია რაზე ვკამათობთ. --ჯაბა ლაბაძე 17:05, 13 ივლისი 2012 (UTC)
- ყველაფერი ძალიან კარგად გავიგე. ინგლისურ ვიკიში ყოფილა სარეკომენდაციო ხასიათის წესი, ხოლო შენ მაგალითად მოგყავს ზოლოკინის სიტყვები (ზოლოკინი პირდაპირ წერს: შექმნილია ჩემი ანგარიშიდან, რაც ეწინააღმდეგება ვიკიპედიის წესებს.), როგორც სავალდებულო წესი--დათო1010 17:18, 13 ივლისი 2012 (UTC)
ახლა გაგიგია. საქმე ისაა რომ ერთ-ერთმა ადმინმა (ცანგალამ) ეს სტატია წაშალა (მაგ ინგლისური წესის ოუზო/ზოლოკინისთვის მითითების შემდეგ). მე აქედან გამომდინარე დავწერე კითხვა (დააკვირდი სექციის სათაურშიც კითხვის ნიშანი მაქვს დასმული): თუ ესეც გიორგი მოსიძეა ხომ არ უნდა წაიშალოს მეთქი. მაგრამ მერე მართლა სისულელეები დაიწერა მავანთა ჩემდამი სუბიექტურობის გამო. თუ ეს უნდა დარჩეს მაშინ ეს სტატიაც აღდგეს. თუ ის არ აღდგება მაშინ ესეც წაიშალოს. ესაა და ეს სულ. მოდი დაველოდოთ ცანგალას და გვითხრას რატომ წაიშალა სტატია მის მიერ და რად შეიქმნა ხელახლა. --ჯაბა ლაბაძე 17:29, 13 ივლისი 2012 (UTC)
- ჯაბა, როგორც მახსოვს მე და შენ ამაზე გვქონდა საუბარი და მაშინ დავასკვენით, რომ საკუთარ თავზე სტატიის დაწერა აკრძალული იყო. არ ვიცი, ან მაშინ სხვა წესი იყო ან სხვანაირად გავიგეთ, ყოველ შემთხვევაში ახლა აქ წერია, რომ სტატიის შექმნა საკუთარ თავზე არაა მისასალმებელი, თუმცა არც აკრძალული, თუკი გადამოწმდება სხვა მომხმარებლების მიერ და იქნება ნეიტრალური, გადამოწმებადი და ორიგინალური კვლევისგან თავისუფალი. წაიკითხეთ პირველივე წინადადება: „Writing an autobiography on Wikipedia is strongly discouraged, unless your writing has been approved by other editors in the community.“ იმავეს ვკითხულობთ რუსულ ვერსიაშიც: „В Википедии категорически не приветствуется написание автобиографий, за исключением случаев, когда их текст прошёл проверку других участников и был одобрен ими.“ – BruTe (გ) 18:20, 13 ივლისი 2012 (UTC)
- სანდრო კარგია, რომ შენ გაგახსენდა მსგავსი საუბარი (ზოგს კარგად ახსოვს, მაგრამ ჯიქურ არ აღიარებენ). მე უბრალოდ ეგ ვერ მივაგენი. გთხოვ სიტყვასიტყვით თარგმნო: В Википедии категорически не приветствуется написание автобиографий და Writing an autobiography on Wikipedia is strongly discouraged. --ჯაბა ლაბაძე 18:38, 13 ივლისი 2012 (UTC)
- „В Википедии категорически не приветствуется написание автобиографий, за исключением случаев, когда их текст прошёл проверку других участников и был одобрен ими.“ — „ვიკიპედიაში კატეგორიულად არ მიესალმებიან ავტობიოგრაფიის დაწერას, იმ გამონაკლისით, თუ ტექსტმა გაიარა სხვა მომხმარებლების შემოწმება და დამოწმდა მათ მიერ“.
- „Writing an autobiography on Wikipedia is strongly discouraged, unless your writing has been approved by other editors in the community.“ — ვიკიპედიაში ავტობიოგრაფიის დაწერა კატეგორიულად არაა რეკომენდებული, თუკი თქვენი ტექსტი არ დამოწმდა საზოგადოების სხვა მომხმარებლების მიერ. – BruTe (გ) 18:52, 13 ივლისი 2012 (UTC)
- გმადლობ სანდრო. დანარჩენებზე რაც მაგ გვერდებზე ქვემოთ წერია იმედია თავად წაიკითხავენ. --ჯაბა ლაბაძე 19:10, 13 ივლისი 2012 (UTC)
- ვიკიპედიაში არსებობს წესი და არსბეობს რეკომენდაცია. რეკომენდაციის შესრულება მიზანშეწონილია, მაგრამ გამონაკლისებიც დასაშვებია. ჩემი მოსაზრება ასეთია - ავტობიოგრაფიის დაწერა მართლაც არ არის მიზანშეწონილი. მაგრამ. იმ შემთხვევაში, თუ არ ირღვევა საბაზისო წესები - ნეიტრალურობა, ავტორიტეტული წყაროები და მისთ. - მაშინ ეს დასაშვებია. --Melberg; 19:28, 13 ივლისი 2012 (UTC)
რა თქმა უნდა რეკომენდაცია იმისათვისაა უნდა შესრულდეს, ავტობიოგრაფიის წერა ჯკონკრეტული ადამიანის ღირებულებებზე მიგვითითებს (რომელ ღირებულებებზე შეგნებულად არ ვასახელებ). მე ვერანაირად ვერ ვენდობი თუნდაც ამ სტატიაში მითითებულ რესურსებს, რადგან ეგ საიტიც მაგათი შექმნილია და ფაქტიურად ეგეც „ავტობიოგრაფიულია“. ასე რომ გადამოწმებადიაო მაგ რესურსით ვერ ვიტყვით. კიდევ ერთი ნაკლი ამ სტატიის არის ის რომ პირველი ინტერნეტ რესურსიდან პირდაპირაა გადმოწერილი მოსიძის ბიოგრფაია. --ჯაბა ლაბაძე 04:04, 14 ივლისი 2012 (UTC)
- საკუთარ თავზე არ არის მისასალმებელი, მაგრამ ქართულ ვიკიპედიაში მგონი ნელ-ნელა მრავლდება ასეთი სტატიები.--ცანგალა (გ) 05:53, 14 ივლისი 2012 (UTC)
სამწუხაროდ მართლა მრავლდება მასეთი სტატიები. მე მგონი დროა ითარგმნოს ეს გვერდი და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამაზე საუბარი. მთელი ტექსტი რომ გადმოითარგმნება მერე გასაგები იქნება რა პრობლემებს ქმნის ავტობიოგრაფიის დაწერა ვიკიპედიაში. --ჯაბა ლაბაძე 06:05, 14 ივლისი 2012 (UTC)