განდის მშვიდობის პრემია
განდის მშვიდობის პრემია (ინგლ. Gandhi Peace Prize) — სამშვიდობო პრემია, რომელსაც სახელი ეწოდა მაჰათმა განდის პატივსაცემად. გასცემს ინდოეთის მთავრობა.
1995 წელს, ინდოეთის მთავრობამ, განდის იდეების პატივისცემის ნიშნად, მისი დაბადების 125-ე წლისთავთან დაკავშირებით დააწესა აღნიშნული პრემია. ეს არის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც გადაეცემა პიროვნებებსა და და ინსტიტუტებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში აქტიურად იყენებენ განდის მეთოდებს. ჯილდოს ტანხა შეადგენს 140 000 დოლარს ნაღდი ანგარიშსწორებით. იგი გადაეცემა ნებისმიერ პირს, ეროვნების, რასის, სარწმუნოების ან სქესის მიუხედავად.
ჟიურის შემადგენლობაში შედის ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციის ლიდერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ლოკ-საბჰას ლიდერი და კიდევ ერთი ცნობილი ადამიანი. ჟიური განუხილავს შემოსულ განცხადებებს. თუ ჟიური მიიჩნევს, რომ არცერთი წინადადება არაა საკმარისი პრემიის გასაცემად, უფლებამოსილია იმ წლისათის არ გასცეს პრემია. 2016-2012 წლებში პრემია არ გაცემულა. ჟიური კონკრეტული პიროვნების თი ინსტიტუტის მიღწევას განიხილავს უკანასკნელი 10 წლის პერიოდში. თუკი განსახილველია წერილობითი ნაშრომი, იგი აუცილებლად გამოქვეყნებული უნდა იყოს.[1]
ლაურეატები
რედაქტირებააღნიშნავს თანამფლობელებს |
№ | წელი | ლაურეატი | ფოტო | დ. / გ. | ქვეყანა | აღწერა |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 1995 | ჯულიუს ნიერერე[2] | 1922–1999 | ტანზანია | ჯულიუს კამბარაჯე ნიერერე იყო ტანზანიელი პოლიტიკოსი, ჯერ ტანგანიიკისა და შემდეგ ტანზანიის ლიდერი 1960-1985 წლებში. | |
2 | 1996 | აჰანგამაჯე ტუდორ არიარატნე[2] | დ. 1931 | შრი-ლანკა | სარვოდაია შრამადანას მოძრაობის დამფუძნებელი | |
3 | 1997 | გერჰარდ ფიშერი[3][4] | 1921–2006 | გერმანია | გერმანელი დიპლომატი, კეთრისა და პოლიომიელიტის წინააღმდეგ ბრძოლისათვის | |
4 | 1998 | რამაკრიშნას საზოგადოება[2] | დაახლ. 1897 | ინდოეთი | დაარსდა ვივეკანანდას მიერ სოციალურად დაუცველი ჯგუფების სოციალური კეთილდღეობის, შემწყნარებლობისა და არაძალადობის ხელშეწყობის მიზნით. | |
5 | 1999 | ბაბა ამტე[5][2] | 1914–2008 | ინდოეთი | სოციალური მუშაკი, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია თავისი საქმიანობით კეთრით დაავადებული ღარიბი ადამიანების რეაბილიტაციისა და გაძლიერების საქმეში | |
6 | 2000 | ნელსონ მანდელა[2] | 1918-2013 | სამხრეთი აფრიკა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი[2] | |
გრამინ ბანკი | დაახლ. 1983 | ბანგლადეში | დააარსა მუჰამედ იუნუსმა | |||
7 | 2001 | ჯონ ჰიუმი[1][2] | 1937–2020 | ირლანდია | ჩრდილოეთ ირლანდიელი პოლიტიკოსი, ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესის ხელმძღვანელი ფიგურა | |
8 | 2002 | ბჰარატია ვიდია ბჰავანი[2] | დაახლ. 1938 | ინდოეთი | საგანმანათლებლო საზოგადოება, რომელიც წინა პლანზე აყენებს ინდურ კულტურას | |
9 | 2003 | ვაცლავ ჰაველი[6][7] | 1936–2011 | ჩეხეთი | ჩეხოსლოვაკიის ბოლო და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი | |
10 | 2004 | კორეტა სკოტ კინგი[2] | 1927–2006 | აშშ | ადამიანის უფლებათა აქტივისტი. | |
11 | 2005 | დეზმონდ ტუტუ[8] | დ. 1931 | სამხრეთი აფრიკა | სამხრეთ-აფრიკელი სასულიერო მოღვაწე და აქტივისტი, რომელმაც სახელი გაითქვა 1980-იან წლებში, როგორც აპართეიდის ოპონენტმა. | |
12 | 2013 | ჩანდი პრასად ბჰატი[9][10] | დ. 1934 | ინდოეთი | გარემოსდამცველი, სოციალური აქტივისტი და ჩიპკოს მოძრაობის პიონერი | |
13 | 2014 | ISRO[11] | est. 1969 | ინდოეთი | ინდოეთის მთავრობის კოსმოსური სააგენტო. | |
14 | 2015 | ვივეკანანდა კენდრა[12] | დაახლ. 1972 | ინდოეთი | ინდუისტური სასულიერო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია სვამი ვივეკანანდას მიერ ქადაგებულ პრინციპებზე. | |
15 | 2016 | Akshaya Patra Foundation | დაახლ.2000 | ინდოეთი | არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს სასკოლო სადილის პროგრამას ინდოეთში | |
Sulabh International | დაახლ. 1970 | ინდოეთი | სოციალური მომსახურების ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვის, ენერგიის არატრადიციული წყაროების, ნარჩენების მართვისა და სოციალური რეფორმების ხელშეწყობაზე განათლების გზით. | |||
16 | 2017 | Ekal Vidyalaya | ინდოეთი | ორგანიზაცია, რომელსაც წვლილი შეაქვს შორეულ რეგიონებში მცხოვრები სოფლის და ტომების ბავშვების განათლების უზრუნველყოფაში. | ||
17 | 2018 | იოჰეი სასაკავა | დ. 1939 | იაპონია | კეთრის აღმოფხვრაში შეტანილი წვლილისთვის როგორც ინდოეთში, ისე მთელს მსოფლიოში.[13] | |
18 | 2019 | ქაბუს ბინ საიდ ალ საიდი | 1940-2020 | ომანი | სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტრანსფორმაცაში წვლილის შეტანისთვის არაძალადობრივი და განდის სხვა მეთოდებით.[14] | |
19 | 2020 | მუჯიბურ რაჰმანი | 1920-1975 | ბანგლადეში | სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ტრანსფორმაცაში წვლილის შეტანისთვის არაძალადობრივი და განდის სხვა მეთოდებით.[15] |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Press Information Bureau Website Retrieved 4 November 2006.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 International Gandhi Peace Prize. ციტირების თარიღი: 15 November 2010
- ↑ President Confers Gandhi Peace Prize 1997 on Dr.Gerhard Fischer of Germany. Press Information Bureau, Government of India (5 January 1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი 2021.
- ↑ Radhakrishnan, R.K. (5 July 2006). „Gerhard Fischer passes away“. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 24 February 2009.
- ↑ Narmada.org დაარქივებული 11 January 2011 საიტზე Wayback Machine. Retrieved 4 November 2006.
- ↑ PIB Press Release – President to confer the Gandhi Peace Prize to Mr. Vaclav Havel. pib.mic.in. Government of India Press Information Bureau (2 January 2004). ციტირების თარიღი: 15 November 2010
- ↑ PIB Press Release – Gandhi Peace Prize conferred on Mr. Vaclav Havel. pib.mic.in. Government of India Press Information Bureau (5 January 2004). ციტირების თარიღი: 15 November 2010
- ↑ Tutu to be honoured with Gandhi Peace Award Retrieved 11 November 2008.
- ↑ Joshua, Anita (1 March 2014). „Gandhi Peace Prize for Chipko pioneer, founded Dasholi Swarajya Gram Sangh“. The Hindu. ციტირების თარიღი: 3 March 2014.
- ↑ Singh, Kautilya (1 March 2014). „Gandhi Peace Prize for Chandi Prasad Bhatt“. The Times of India. ციტირების თარიღი: 3 March 2014.
- ↑ ISRO gets Gandhi Peace Prize for 2014. ციტირების თარიღი: 22 April 2015
- ↑ „Centre Announces Winners Of Gandhi Peace Prize For 2015-2018“. ndtv. 17 January 2019. ციტირების თარიღი: 17 January 2019.
- ↑ Japan’s Sasakawa Yōhei Wins International Gandhi Peace Prize for Hansen’s Disease Work (25 January 2019).
- ↑ Gandhi Peace Prize for the Year 2019 announced. PIB (22 March 2021).
- ↑ Gandhi Peace Prize for the Year 2020 announced. PIB (22 March 2021).