ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯონ ჰიუმი (დ. 18 იანვარი, 1937 — გ. 3 აგვისტო, 2020) — ჩრდილოეთ ირლანდიელი პოლიტიკოსი. სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი წევრი და 1998 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში დევიდ ტრიმბლთან ერთად.

ჯონ ჰიუმი
ინგლ. John Hume
დაბადების თარიღი 18 იანვარი, 1937(1937-01-18)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი Derry[5]
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 2020(2020-08-03)[6] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი Derry[6]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
განათლება St Columb's College
ჯილდოები ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[7] [8] , Seán MacBride Peace Prize, წმინდა გრიგორი დიდის ორდენის კომანდორი, განდის მშვიდობის პრემია, Four Freedoms Award – Freedom of Speech, რენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[9] , Peace Prize of Hesse, ჯეიმზ ჯოისის ჯილდო, honorary citizen of Palermo, honorary doctorate of Trinity College, Dublin[10] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, honorary doctorate from the University of Nice-Sophia Antipolis[11] და Ellis Island Medal of Honor

იყო სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის მეორე ლიდერი 1979 წლიდან 2001 წლამდე. მსახურობდა ევროპარლამენტის წევრად და იყო დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ასევე ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეის წევრი.

იგი ითვლება ირლანდიის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად და ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესის ერთ – ერთ არქიტექტორად. ნობელის პრემიასთან ერთად ის ასევე არის განდის მშვიდობის პრემიის და მარტინ ლუთერ კინგის პრემიის, სამი ძირითადი სამშვიდობო ჯილდოს ერთადერთი მფლობელი. 2010 წელს ირლანდიის ნაციონალურმა მაუწყებლმა ჩაატარა გამოკითხვა „უდიდეს ირლანდიელის“ გამოსავლენად და შედეგების მიხედვით, ჯონ ჰიუმი დასახელდა უდიდეს ირლანდიელად ირლანდიის ისტორიაში.[12] 2012 წელს პაპმა ბენედიქტე XVI -მ ჰიუმს წმინდა გრიგოლ დიდის პაპის ორდენის რაინდი სარდალის წოდება მიანიჭა.[13]

დასაწყისი

რედაქტირება

ჯონ ჰიუმი დაიბადა დერიში, ირლანდიელი კათოლიკეთა ოჯახში. მისი პაპა იყო პრესვიტერიიანელი ემიგრანტი შოტლანდიიდან დონეგალის საგრაფოდან.[14] ჰიუმი იყო სტუდენტი სენტ-კოლუმსის კოლეჯში და სენტ პატრიკის კოლეჯში, მაინუთში, ირლანდიის წამყვან კათოლიკურ სემინარიასა და ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტის აღიარებულ კოლეჯში, სადაც ის აპირებდა სწავლის გაგრძელებას მღვდელმსახურებისთვის.

მან არ დაასრულა სამღვდელოების შესწავლა, მაგრამ მიიღო მაგისტრის ხარისხი კოლეჯში, შემდეგ კი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და გახდა მასწავლებელი. იგი იყო საკრედიტო კავშირის მოძრაობის დამფუძნებელი წევრი ქალაქში და 1965 წელს დერის კომიტეტის უნივერსიტეტის თავმჯდომარე.[15]

ჰიუმი 1960-იანი წლების ბოლოს სამოქალაქო უფლებების მოძრაობის წამყვანი ფიგურა გახდა ჰიუ ლოჯთან ერთად. ჰიუმი ცდილობდა 1960-იანი წლების შუა პერიოდში დაეარსებინა მეორე უნივერსიტეტი დერიში, თუმცა ბრძოლა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ კამპანიის შემდეგ, ჯონ ჰიუმი გახდა დერის მოქალაქეთა სამოქმედო კომიტეტის თვალსაჩინო ფიგურა. დერის მოქალაქეთა სამოქმედო კომიტეტი შეიქმნა 5 ოქტომბრის მარშის შემდეგ, დერის გავლით. ამ მოვლენებმა საზოგადოების ყურადღება ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული ვითარებისკენ მიაპყრო. დერის მოქალაქეთა სამოქმედო კომიტეტის მიზანი იყო გამოეყენებინა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გარშემო არსებული პუბლიცისტიკა, რათა დერიში მსუბუქი წყენა დაეძლია, რომელსაც წლების განმავლობაში თრგუნავდა საკავშირო მთავრობა. დერის მოქალაქეთა სამოქმედო კომიტეტი, ჩრდილოეთ ირლანდიის სამოქალაქო უფლებების ასოციაციისგან განსხვავებით, მიზნად ისახავდა კონკრეტულად ადგილობრივ კამპანიას, დერიში მდგომარეობის გაუმჯობესებას ყველასთვის და მშვიდობიანი პოზიციის შენარჩუნებას. კომიტეტს ასევე ჰყავდა სტიუარდთა ასოციაცია, რომელიც იქმნებოდა ყოველგვარი ძალადობის თავიდან ასაცილებლად მარშებსა და შეკრებებზე.

მონაწილეობა საკრედიტო კავშირის მოძრაობაში

რედაქტირება

ჰიუმი იყო დერის საკრედიტო კავშირის დამფუძნებელი წევრი. 27 წლის ასაკში ის გახდა ირლანდიის საკრედიტო კავშირების ლიგის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი. იგი მუშაობდა პრეზიდენტად 1964 წლიდან 1968 წლამდე. მან ერთხელ თქვა, რომ „ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ, ეს არის ის, რითაც მე ვამაყობ, რადგან არც ერთ მოძრაობას არ გაუკეთებია ირლანდიის, ჩრდილოეთ და სამხრეთის ხალხებისთვის უფრო მეტი სიკეთე, ვიდრე საკრედიტო კავშირის მოძრაობას“.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ჰიუმი ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტის დამოუკიდებელი ნაციონალისტი წევრი გახდა 1969 წელს, სამოქალაქო უფლებების შესახებ კამპანიის შემდეგ. იგი აირჩეს ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში 1973 წელს, ხოლო 1974 წელს ვაჭრობის მინისტრად მუშაობდა მოკლევადიან მთავრობაში.

1971 წლის ოქტომბერში იგი შეუერთდა ვესტმინსტერის ოთხი დეპუტატის 48-საათიან შიმშილობას. ისინი გამოხატავდნენ პროტესტს ეჭვმიტანილი ირლანდიელი რესპუბლიკელების სასამართლოს გარეშე დაპატიმრების გამო.[16]

ის იყო სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის დამფუძნებელი წევრი.

ჰიუმი უშუალოდ მონაწილეობდა ბრიტანეთის მთავრობასა და შინ ფეინთან საიდუმლო მოლაპარაკებებში, რათა შინ ფეინი ღიად მიეყვანა დისკუსიის მაგიდასთან. ვარაუდობენ რომ, აღნიშნული მოლაპარაკებები [17] 1985 წლის ინგლის-ირლანდიის შეთანხმების წინაპირობა აღმოჩნდა.

ამასთან, პროფკავშირების უმრავლესობამ უარი თქვა შეთანხმებაზე და ბელფასტის საქალაქო ცენტრში მოაწყო მასიური და მშვიდობიანი საზოგადოებრივი მიტინგი მათი სისუსტის გამოვლენის მიზნით. პარალელურად, ჰიუმმა განაგრძო დიალოგი როგორც მთავრობასთან, ისე შინ ფეინთან. „ჰიუმ-ადამსის პროცესმა“ საბოლოოდ მოიტანა 1994 წლის ირლანდიის რესპუბლიკური არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტა, რამაც უზრუნველყო შედარებით მშვიდობიანი ფონი და დიდი პარასკევის შეთანხმება.

რეპუტაცია

რედაქტირება

ჰიუმი ჩრდილოეთ ირლანდიაში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების მოაზროვნეა, მას დიდი წვლილი მიუძღვის სანინგდეილის ხელშეკრულებიდან დაწყებული, ინგლის-ირლანდიის შეთანხმებისა და ბელფასტის შეთანხმების მიღწევაში. მან მოიპოვა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1998 წელს ულსტერის გაერთიანების პარტიის მაშინდელ ლიდერთან, დევიდ ტრიმბლთან ერთად.[18]

როდესაც დევიდ ტრიმბლი გახდა პირველი მინისტრი, მოსალოდნელი იყო, რომ ჰიუმი დაიკავებდა პირველი მინისტრის მოადგილის პოზიციას, როგორც პარტიის მეორე უდიდესი ლიდერი. ამის ნაცვლად, მან ეს როლი გადასცა სემუს მალონს, ასევე სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის წევრს. ზოგიერთმა პოლიტიკურმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ჰიუმსა და ტრიბლს შორის ცუდი სამუშაო ურთიერთობა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნობელის პრემია ერთ წელს გადაეცათ.

2001 წელს სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელობის პენსიაზე გასვლისას, ჰიუმმა შეაქო მისი დიდი ხნის მოწინააღმდეგე, დეპუტატი და ევროპარლამენტის წევრი იან პისლი.

გადადგომა

რედაქტირება

2004 წლის 4 თებერვალს ჰიუმმა გამოაცხადა სრული განდგომა პოლიტიკისგან და მემკვიდრედ მარკ დურკანი დაასახელა.

ჰიუმმა და მისმა მეუღლემ, პატმა, აქტიურად განაგრძეს ევროპული ინტეგრაციის განვითარების საკითხებზე მუშაობა, გლობალური სიღარიბის და საკრედიტო კავშირის მოძრაობის საკითხებში. იგი ასევე არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის კამპანიის მხარდამჭერი, ორგანიზაცია, რომელიც კამპანიას უწევს გაეროს დემოკრატიული რეფორმას.[19] პენსიაზე გასვლის შემდეგ, მან განაგრძო საჯარო გამოსვლები სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ირლანდიის ეროვნულ უნივერსიტეტში ბოლოდროინდელ კორპუსს მისი სახელი დაარქვეს. ჰიუმი კლუბის პრეზიდენტის პოზიციას იკავებს ადგილობრივ საფეხბურთო გუნდში, დერი სითიში, რომელსაც იგი მთელი ცხოვრება გულშემატკივრობს.[20] ის არის ირლანდიის ბავშვთა საქველმოქმედო გეგმის საერთაშორისო მფარველი.[21][22]

მას აქვს დემენცია, რომელიც პირველად გამოიხატა 90-იანი წლების ბოლოს.[23]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hume, John. 'Personal views, politics, peace and reconciliation in Ireland,' Town House, Dublin, 1996.
  • Hume, John. ‘Derry beyond the walls: social and economic aspects of the growth of Derry,' Ulster Historical foundation, Belfast, 2002.
  • White, Barry.'John Hume: a statesman of the troubles,' Blackstaff, Belfast, 1984
  • Drower, George. 'John Hume: peacemaker,' Gollancz, 1995

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. SNAC — 2010.
  2. Cowell-Meyers K., Arthur P. Encyclopædia Britannica
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Munzinger Personen
  5. Bell A. Encyclopædia BritannicaEncyclopædia Britannica, Inc., 1768.
  6. 6.0 6.1 John Hume: Nobel Peace Prize winner dies aged 83 // BBC News Online — 2020.
  7. The Nobel Peace Prize 1998Nobel Foundation.
  8. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  9. https://www.bladi.net/abdellatif-laabi-distinction.html
  10. Robert Redford and John Hume awarded Honorary Degrees at Trinity College Dublinდუბლინის ტრინიტის კოლეჯი, 2008.
  11. Journal officiel de la République française, Journal officiel de la République française. Document administratif — 1868. — ISSN 0242-6773
  12. „John Hume proud of 'Ireland's Greatest' award“. RTÉ News. 26 October 2010.
  13. „John Hume knighted by Pope Benedict“. BBC News. 6 July 2012.
  14. McCrystal, Cal. (4 September 1994) Ceasefire: It's all just coming together for the fixer: John Hume risked all when he met Sinn Fein. Now there's talk of a Nobel Peace Prize. Cal McCrystal reports.
  15. Gerald McSheffrey, Planning Derry: Planning and Politics in Northern Ireland, p. 110.
  16. „Top diplomat thought Hume wanted return of internment“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-20. ციტირების თარიღი: 2020-06-15.
  17. „It was John Hume, not Sinn Féin, who steered Northern Ireland to peace“.
  18. The Nobel Peace Prize 1998.
  19. „Supporters“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-09-26.
  20. Who's Who?. Derry City FC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-16. ციტირების თარიღი: 2016-05-13.
  21. Girls offer key to achieving Millennium Goals. Plan Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 24 September 2010.
  22. Our Supporters. Plan Ireland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 24 September 2010.
  23. Wife speaks about John Hume's struggle with dementia. RTÉ News (2015-11-23). ციტირების თარიღი: 2016-05-30.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_ჰიუმი“-დან