შინ ფეინიირლანდიის პოლიტიკური ორგანიზაცია (ირლ. Sinn Fein სიტყვასიტყვით, „ჩვენ თვითონ“). ჩამოყალიბდა 1905 წელს პატრიოტულად განწყობილი წვრილი და საშუალო ბურჟუაზიისა და რადიკალური ინტელიგენციისგან. მოითხოვდა ირლანდიის გათავისუფლებას ინგლისის კოლონიური ბატონობისაგან. 1919 წელს შინ ფეინის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს ბრიტანეთის პარლამენტის არჩევნებში და დუბლინში მოიწვიეს ირლანდიის პარლამენტი, რომელმაც ირლანდიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ შინ ფეინის მემარჯვენე ლიდერებმა 1921 წელს დადეს კომპრომისული ინგლისურ-ირლანდიური ხელშეკრულება, რომელმაც ირლანდიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გათიშვა და 1922-23 წლების სამოქალაქო ომი გამოიწვია. ამ ომში ირლანდიის დამარცხების შემდეგ შინ ფეინის წევრების ნაწილმა არალეგალურად დაიწყო მოღვაწეობა. 1970-იან წლებში ისინი ორ ფრთად გაიყვნენ: ოფიციალურ ფრთად, რომელიც მოითხოვდა ირლანდიის გაერთიანებას პოლიტიკური საშუალებებით; და დროებით ფრთად, რომელიუც შეიარაღებული ტერორისტული ბრძოლის მომხრე იყო. 1977 წელს ოფიციალურმა ფრთამ მიიღო სახელწოდება: შინ ფეინი — მუშათა პარტია, ხოლო 1982 წლიდან — ირლანდიის მუშათა პარტია.

შინ ფეინი
Sinn Fein
ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდიის რესპუბლიკა
ხელმძღვანელობა
ლიდერი ჯერი ადამსი TD
გენერალური მდივანი დონ დოილი
პოზიციები
იდეოლოგია ირლანდიური რესპუბლიკელობა
დემოკრატიული სოციალიზმი[1]

შინ ფეინი დაარსებული იქნა 1905 წლის 28 ნოემბერს, როდესაც, ეროვნული საბჭოს პირველ წლიურ შეკრებაზე ართურ გრიფითმა ჩამოაყალიბა შინ ფეინის პოლიტიკა.[2] ამ პოლიტიკის შინაარსი იყო რომ „დაემყარებინათ ირლანდიის დედაქალაქში ეროვნული ხელისუფლება, რომელსაც ექნებოდა ირლანდიელი ერის მორალური მხარდაჭერა“.[3] შინ ფეინი ეჯიბრებოდა ლეიტრიმ ნორსს 1908 წლის არჩევნებით და მოიპოვა ხმების 27%.[4]

მას შემდეგ პარტიის მხარდაჭერაც და წევრობაც ჩავარდა გარკვეული ხნით. 1910 წლის „არდ ფეისზე“ (პარტიულ კონფერენციაზე) დასწრება ცუდი იყო და პრობლემა შეიქმნა იმ წევრების გამოძებნა, რომლებსაც აღმასრულებელი ორგანოს სკამების დაკავების სურვილი ექნებოდათ.[5]

პოლიტიკა და იდეოლოგია

რედაქტირება

ორგანიზაციული სტრუქტურა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ოფიციალური ვებგვერდები
სხვა ვებგვერდები
  1. "Nordsieck" Parties and Elections in Europe: The database about parliamentary elections and political parties in Europe, by Wolfram Nordsieck
  2. "MacDonncha 2005, p.12"
  3. Griffith, The Resurrection of Hungary, p. 161
  4. Brian Feeney, Sinn Féin: a hundred turbulent years, pp. 49–50
  5. Feeney, pp. 52–4