განახლება (გალის მუნიციპალიტეტი)
განახლება (ყოფილი მარჩხაფონი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე. თემის ცენტრი (სოფლები: გაგიდა, დიხაგუძბა, ოკვინორე). ზღვის დონიდან 10 მ, შავი ზღვიდან 7 კმ, გალიდან 21 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.
სოფელი | |
---|---|
განახლება | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გალის მუნიციპალიტეტი |
თემი | განახლება |
კოორდინატები | 42°31′22″ ჩ. გ. 41°39′10″ ა. გ. / 42.52278° ჩ. გ. 41.65278° ა. გ. |
ადრეული სახელები | მარჩხაფონი |
მოსახლეობა | 510 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 549.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 675.