დიხაგუძბა
დიხაგუძბა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში (განახლების თემი).
მდებარეობს სამურზაყანოს დაბლობზე, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 4 მ სიმაღლეზე, ქალაქ გალიდან 30 კმ დაშორებით.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 455.