გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1187
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1187 მიიღეს ერთხმად 1998 წლის 30 ივლისს. საქართველოს შესახებ გაეროს ყველა რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, კერძოდ 1150 (1998) რეზოლუციის, საბჭომ გადაავადა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატი 1999 წლის 31 იანვრამდე, ასევე განიხილა ბოლო დროს განვითარებული საომარი მოქმედებები ქვეყანაში.[1]
გაეროს უს რეზოლუცია 1187 | |
---|---|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი | |
თარიღი | 30 ივლისი 1998 |
სხდომა № | 3912 |
კოდი | S/RES/1187 (დოკუმენტი) |
თემა | სიტუაცია საქართველოში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა ზუგდიდისა და გალის რაიონებში დაძაბულ ვითარების და ბრძოლის განახლების რისკის გამო. არც აფხაზეთს და არც საქართველოს, არ სურთ ძალადობაზე უარის თქმა ან მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის სერიოზული გზის ძებნა.
1998 წლის მაისში, განახლებული საომარი მოქმედებების გამო, საბჭომ შეშფოთება გამოთქვა და ორივე მხარეს მოუწოდა დაიცვან ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორების შესახებ შეთანხმება (მოსკოვის შეთანხმება) და სხვა შეთანხმებები. მხარეებს მოუწოდეს შექმნან ერთობლივი მექანიზმი მოსკოვის შეთანხმებისა და ტერორისტული აქტების გამო გამოწვეული დარღვევის გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით.[2] საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლება თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების შესახებ, როგორც მას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს. ამგვარად, საბჭომ დაგმო სახლების განზრახ განადგურება და აფხაზების მხრიდან ხალხის გაძევება, აღინიშნა დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობა კონფლიქტის შედეგად.
მხარეებს დაუყოვნებლივ მოუწოდეს მოლაპარაკებებში შედეგების მიღწევას ძირითად საკითხებზე. გარდა ამისა, რეზოლუციამ დაგმო გაეროს დამკვირვებელთა ორგანიზაციის დამკვირვებლების წინააღმდეგ, გალის რაიონის შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ნაღმების ხელახლა მონტაჟი და თავდასხმები. ასევე გამოითქვა შეშფოთება, აფხაზეთში დაწყებულ მასობრივ საინფორმაციო კამპანიებში ანტიპიარი და გაეროს დამკვირვებელთა მისიების შევიწროების პროცესი, სადაც აფხაზურ მხარეს მოუწოდეს შეწყვიტოს ასეთი ქმედებები. გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი გაფართოვდა, რომელიც განიხილა დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატის ცვლილება, რომელიც ასევე იმყოფებოდა საქართველოში.[3]
საბოლოოდ, გენერალურ მდივანს, კოფი ანანს უნდა უზრუნველყო, საბჭოს ინფორმირება რეგიონში განვითარებულ მოვლენებსა და UNOMIG-ის მანდატით დაკავშირებულ საკითხებზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Security Council extends mandate of UNOMIG until 31 January 1999“. United Nations. 30 July 1998.
- ↑ Nesi, Giuseppe (2006). International cooperation in counter-terrorism: the United Nations and regional organizations in the fight against terrorism. Ashgate Publishing, Ltd, გვ. 95. ISBN 978-0-7546-4755-3.
- ↑ Potier, Tim (2001). Conflict in Nagorno-Karabakh, Abkhazia and South Ossetia: a legal appraisal. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 130. ISBN 978-90-411-1477-8.