გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1150

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1150 მიიღეს ერთხმად 1998 წლის 30 იანვარს. საქართველოს შესახებ გაეროს ყველა რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, კერძოდ 1124 (1997) რეზოლუციის, საბჭომ გადაავადა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატი 1998 წლის 31 ივლისამდე.[1]

გაეროს უს
რეზოლუცია 1150

სოფელი კამანი საქართველოში, სადაც 1993 წელს ადგილი ჰქონდა კამანის ხოცვა-ჟლეტას.
თარიღი 30 იანვარი 1998
სხდომა № 3851
კოდი S/RES/1150 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

საქართველომ და აფხაზეთმა მიესალმა გენერალური მდივნის, კოფი ანანის წინადადებას, რაც გაეროს სამშვიდობო პროცესში ჩართულობისა და მისი განხორციელების გაძლიერებას გულისხმობდა. გარდა ამისა, ადამიანის უფლებები უნდა იყოს გარანტირებული ორივე მხარის მიერ. იმავდროულად, საბჭომ შეშფოთება გამოხატა გალის რაიონში არსებული მდგომარეობის გამო, სადაც მიწის დანაღმიანება, კრიმინალი, გატაცების ფაქტები, მკვლელობები და შეიარაღებული დაჯგუფებების დანაშაულებრივი მოქმედებები გრძელდებოდა, რაც ხელს უშლიდა სამშვიდობო პროცესს და ლტოლვილების დაბრუნებას.

უშიშროების საბჭომ კმაყოფილება გამოთქვა, რომ დასრულდა სამშვიდობო პროცესის საფუძველის მომზადება, მაგრამ აღინიშნა, რომ აფხაზეთში არსებული კონფლიქტის მნიშვნელოვანი ასპექტები ჯერ კიდევ არ მოგვარებულა.[2] ხაზგასმით აღინიშნა მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგი და კონფლიქტის შედეგად განვითარებული დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობა და ლტოლვილების უსაფრთხო დაბრუნება. საბჭომ დაგმო გალის რაიონში შეიარაღებული ჯგუფების საქმიანობა, რაც გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატს საფრთხეს უქმნიდა.[3]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Security Council unanimously adopts resolution extending mandate of observer mission in Georgia until 31 July“. United Nations. 30 January 1998.
  2. „Georgian conflict“. UN Chronicle. 1998. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-13.
  3. „Peacekeeping mission updates (January–March 1998)“. International Peacekeeping. 5 (3): 155–173. 1998. doi:10.1080/13533319808413736.