გაგრაფსტა
სოფელი აფხაზეთში, საქართველოში
გაგრაფსტა[2][3] (აფხ. Гаграԥсҭа[4] [გაგრაფსთა], ყოფილი გაგრის ხეობა[5]) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (კოლხიდის თემი), გაგრის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 100 მ, გაგრიდან 1,5 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირებაXX საუკუნის პირველ ნახევარში გაგრისხეობა ეწოდებოდა. 1955 წელს გაგრაფსტა დაერქვა. მოქმედებდა მეცისტრუსეობის საბჭოთა მეურნეობა.
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 147 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწ. | 147 | -- | -- |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 529.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 612.
- ცხადაია პ, ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 28.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 41.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949