გაგიკ I არწრუნი (სომხ. Գագիկ Ա Արծրունի; დ. 879/880 — გ. 943) — არწრუნთა დინასტიის წარმომადგენელი. ვასპურაკანის მთავარი 904-908 წლებში და ვასპურაკანის პირველი მეფე 908 წლიდან გარდაცვალებამდე. გარდაცვალებამდე აცხადებდა თავს ერთიანი სომხეთის მეფედ.

გაგიკ I არწრუნი
ვასპურაკანის მეფე
მმართ. წლები: 908-943
წინამორბედი: აშოტ-სარგის არწრუნი
მემკვიდრე: დენერიქ-აშოტ არწრუნი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 879/880
გარდ. თარიღი: 943
მეუღლე: გრიგორადუხტი
მლქე
შვილები: დენერიქ-აშოტი
აბუსაალ-ამაზასპი
ხედენიქი
დინასტია: არწრუნები
მამა: გრიგოლ-დენერიქ არწრუნი
დედა: სოფია ბაგრატუნი

წინა პერიოდი

რედაქტირება

VII საუკუნიდან მოყოლებული სომხეთი არაბთა სახალიფოს დაქვემდებარებაში იყო შესული და ეწოდებოდა არმინია. აქ უკვე გაუქმებული იყო სომხური სამეფო ხელისუფლება და მის ნაცვლად ქვეყანას არაბთა ამირა მართავდა. ეს სისტემა შენარჩუნდა როგორც ომაიანების, ისე აბასიდების ხალიფატის დროს. IX საუკუნიდან მოყოლებული გახშირდა ბრძოლები ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ. არაბთა ავტორიტეტის გასაძლიერებლად ხალიფები სომხურ რეგიონებში ახალ-ახალ ამირებს ნიშნავდნენ. ამაში გამონაკლისი არც ვასპურაკანის პროვინცია იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თავად სომეხი დიდებულები ქვეყანაში მეორეხარისხოვან პოზიციაზე გადავიდნენ, რის აღსაქვეთადაც მათ ჩამოაყალიბეს იშხანთა (მთავრების) საზოგადოება, რათა თანდათან გაეფართოვებინათ თავიანთი ავტორიტეტი რეგიონში და ძალაუფლებაც ხელში ჩაეგდოთ. ამ დროს დაწინაურდა რამდენიმე სომხური საგვარეულო, მათ შორის ბაგრატუნები, არწრუნები, ჰასან-ჯალალიანები და ა.შ.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ახალგაზრდობა და რეგენტობა

რედაქტირება

გაგიკი დაიბადა 879, ან 880 წელს. იგი იყო ვასპურაკანის მთავარ გრიგოლ-დენერიქ არწრუნისა და მისი ცოლის, სომხეთის მეფე აშოტ I-ის ქალიშვილის, პრინცესა სოფია ბაგრატუნის ძე. 887 წელს მამამისის, გრიგოლ-დანერიქის გარდაცვალების შემდეგ, ვასპურაკანის სამთავროს რეგენტი გაგიკ აბუმურვან არწრუნი გახდა. სწორედ მან იკისრა გრიგოლ-დანერიქის სამ ვაჟზე: გაგიკზე, აშოტ-სარგისსა და გურგენზე მეურვეობა. მოგვიანებით, სომხეთის მეფე სმბატ I-ის ბრძანებით ბრძოლისას გაგიკ I არწრუნმა მოკლა გაგიკ აბუმურვანი და რეგენტობა მის ნაცვლად აშოტ-სარგის არწრუნს გადაულოცა. ამ ერთგული სამსახურისათვის მეფე სმბატმა გაგიკს მხედართმთავრობა მისცა, ხოლო მის ძმას, გურგენს — მარზპანობა.

904 წელს გაგიკმა თავისი ძმა აშოტ-სარგისი იშხანთა კავშირში ჩაანაცვლა, რაც ნიშნავდა, რომ თავად გახდა ვასპურაკანის მთავარი, ხოლო არწრუნთა პროვინციების სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეში მიმდინარე პროცესების მართვა მთლიანად გურგენს მიანდო. გაგიკი და გურგენი ერთად გუნდურად და ეფექტურად მუშაობდნენ მანამ, სანამ 923 წელს გურგენი არ გარდაიცვალა. არაერთი შეთქმულთა და ამბოხებულთა თავდასხმის მოგერიების შედეგად, გაგიკმა სამხედრო და პოლიტიკური სტრატეგიების შედგენის უნარი გამოიმუშავა. შემდგომში ამ უნარს წარმატებით იყენებდა ვასპურაკანში მუსლიმთა გავლენების აღსაკვეთად.

გაგიკი აზერბაიჯანის ემირად მყოფი საჯიდების დინასტიის მოკავშირე იყო. მის წარმომადგენელ აბუ ლ-კასიმს ასევე სურდა თავის სამფლობელოში არაბთა გავლენის შემცირება, ამიტომაც ისინი ერთად მოქმედებდნენ. 908 წელს ლ-კასიმმა გაგიკ I ვასპურაკანის მეფედ აღიარა, რასაც გმობდა სომხეთის მეფე სმბატ I, რამეთუ ეს სამეფოს დაშლის მაუწყებელი იყო. ვასპურაკანის მეფედ იგი აღიარა ბიზანტიის იმპერიამაც. მისი ლეგიტიმაციის უკანასკნელი საფეხური კი თავად სომეხთა კათალიკოს-პატრიარქ იოანე V-ის მხრიდან აღიარება იყო. 924 წელს მოახერხა, და ვასპურაკანის სამეფოს ქალაქი დვინიც მოუერთა. საბოლოოდ გაგიკმა პოზიცია შეიცვალა და სმბატის ძის, აშოტ II-ის მხარეს გადავიდა. ასევე გაგიკის სახელს მიეწერება სომხური წმინდა ჯვრის სახელობის კათედრალის აგება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Adalian, Rouben Paul (2010). Historical Dictionary of Armenia.
  • Cawley, Charles (2006) [Updated to 4th edition April 2017 – February 2019]. "B. Kings of Vaspurakan". Armenia. Medieval Lands. Retrieved 2021-06-10 – via Foundation of Medieval Genealogy.
  • Khach'atryan, Hayk; Sekhpossian, Nouné; Merguerian, Barbara J. (2001). Queens of the Armenians: 150 biographies based on history and legend.
  • Martin-Hisard, Bernadette (1982). Arab Domination and Armenian Freedoms (seventh-ninth century). Toulouse: Privat. ISBN 978-2-7089-6874-5.
  • Toumanoff, Cyrille (1990). The dynasties of Christian antiquity to the Caucasus of xixth century. Rome.
  • Thierry, Jean-Michel (1982). Northern Kingdom and Southern Kingdom. Privat. ISBN 978-2-7089-6874-5.
  • Jones, Lynn (2007). Between Islam and Byzantium: Aght'amar and the Visual Construction of Medieval Armenian Rulership. ISBN 978-0754638520.
  • Grousset, René (1947). History of Armenia from its origins to 1071. Payot. ISBN 978-2-228-88912-4.
  • Kazhdan, Alexander, ed. (1991). The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. pp. 161, 2154. ISBN 0-19-504652-8.
  • Jones, Lynn. The Church of the Holy Cross and the Iconography of Kingship. 33. Gesta.
  • Garsoïan, Nina G. (1997). "The independent kingdoms of medieval Armenia". In Hovhannisian, Richard G. (ed.). The Armenian People from Ancient to Modern Times. Volume 1, The Dynastic Periods: From Antiquity to the Fourteenth Century. New York: St. Martin's Press. pp. 143–185. ISBN 0-312-10169-4.