ბუჩაანის ეკლესია
ბუჩაანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუჩაანის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე, მთის ციცაბო კალთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია და აღმოსავლეთ ნაწილით ფერდობშია შეჭრილი. ნაგებია სხვადასხვა ზომის კლდის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით, დუღაბზე. ძლიერ დაზიანებულია: თითქმის მთლიანადაა ჩამოშლილი დარბაზის კამაროვანი გადახურვა, დანგრეულია დასავლეთ კედელი, მონგრეულია გრძივი კედლების მნიშვნელოვანი ნაწილები. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. ეკლესიის კვადრატული ფორმის დარბაზი აღმოსავლეთით შებრტყელებული, ბოლოებთან ნალისებრად მორკალული უსარკმელო აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის ჩრდილოეთის გვერდში, ერთი მეორის ზემოთ, ორი პატარა ნიშია. დარბაზი ფიქლით ნაწყობი კამარით ყოფილა გადახურული, რომლის ჩრდილოეთის გვერდის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. ინტერიერში შეინიშნება შელესილობის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი კ., ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 235-236.