ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრიჯიტ  ნილსენი (დან.Brigitte Nielsen დ. 15 ივლისი, 1963, როდოვრე, დანია) — დანიელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი. ყველაზე მეტად ცნობილია ფანტასტიკური ჟანრის ფილმში  „წითური სონია“ შესრულებული როლით და მსახიობ სილვესტერ სტალონესთან ქორწინებით. სიმაღლის (184 სმ )და შთამბეჭდავი გარეგნობის გამო, ნილსენმა ჟურნალისტებისაგან მიიღო მეტსახელი "ამორძალი“.

ბრიჯიტ ნილსენი

ბრიჯიტ ნილსენი 2010 წლის სექტემბერი
დაბადების სახელი გიტა ნილსენი
დაბადების თარიღი 15 ივლისი, 1963 (57 წლის)
რედოვრე, დანია
მოქალაქეობა დანიის დროშა დანია
საქმიანობა მოდელი, მსახიობი, მომღერალი, ტელეწამყვანი
ჯილდოები Golden Raspberry Award for Worst New Star-"ოქროს ჟოლო ქალის მეორეხარისხოვანი როლის ყველაზე ცუდი შესრულებისათვის"-1986 წ.

ადრეული წლები

რედაქტირება

ბრიჯიტ ნილსენი (დაბ. გიტა ნილსენი) დაიბადა ქალაქ რედოვრეში, კოპენჰაგენის მახლობლად. 16 წლის ასაკში მან მიატოვა სკოლა მშობლების თანხმობით, სამოდელო კარიერის დასაწყებად. 1979 წელს იგი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მონაწილეობდა ჩვენებებსა და მოდის ჟურნალების ფოტოსესიებში. მუშაობდა წამყვან დიზაინერებთან:  ჯორჯო არმანისთან, ჯანი ვერსაჩესათან და ჯანფრანკო ფერესთან. გამოდიოდა ნიუ-იორკის, პარიზის, მილანისა და ბერლინის მოდების ჩვენებებში.[1][2]

აღიარება

რედაქტირება
 

1984 წელს პროდიუსერმა დინო დე ლაურენტისმა ბრიჯიტი მოდის ჟურნალის გარეკანზე ნახა  და  მიიწვია მთავარ როლზე ფანტასტიკური ჟანრის ფილმში "წითური სონია", სადაც მისი პარტნიორი იყო არნოლდ შვარცენეგერი. ბრიჯიტისათვის სადებიუტო ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ის მაშინვე გახდა პოპულარული. სურათის სარეკლამო კამპანიის დროს  შეხვდა „ბოევიკების“ კიდევ ერთ ვარსკვლავს სილვესტერ სტალონეს. 1985 წლის 13 დეკემბერს ნილსენმა და სტალონემ იქორწინეს მალიბუში. 1986 წელს მათ კვლავ ითამაშეს მძაფრსიუჟეტიან ფილმში "კობრა". ნილსენმა ითამაშა მოწმის როლი, რომელსაც დევნიდა მკვლელი. მთელი რიგი სკანდალების შემდეგ, წყვილი განქორწინდა 1987 წლის 13 ივლისს.[3][4][5][6]

1987 წელს ბრიჯიტმა ითამაშა კომედიაში „პოლიციელი ბევერლი-ჰილზიდან-2“ , სადაც პარტნიორობას ედი მერფი უწევდა.  ბრიჯიტ ნილსენი ასრულებდა მკვლელის, კარლა ფრაის, როლს. შემდეგ მსახიობი  იტალიაში დაბრუნდა, სადაც მიიწვიეს მთავარ სატელევიზიო შოუში  სამუშაოდ. ევროპაში მან დაიწყო მომღერლის კარიერა, გამოუშვა  მუსიკალური ალბომი Every Body Tells A Story და პოპ სინგლი Body Next To Body დუეტში ცნობილ ავსტრიელ მუსიკოს ფალკოსთან (Johann Hölzel). ალბომმა დაიკავა 22-ე ადგილი გერმანიაში და 6-ე ადგილი ავსტრიაში.[7][8]

1987 წლის დეკემბერში ბრიჯიტ ნილსენი გამოჩნდა ჟურნალ Playboy- ს გარეკანზე, რისთვისაც მონაწილეობა მიიღო შიშველ ფოტოსესიაში.[9]

1992 წელს მან გამოუშვა თავისი მეორე ალბომი „ მე ვარ ერთი ... სხვა არავინ“, მაგრამ ალბომს არ მოჰყოლია დიდი  წარმატება.

 
ნენსი რეიგანი, რონალდ რეიგანი, ბრიჯიტ ნილსენი, სილვესტერ სტალონე

ბრიჯიტი დაუბრუნდა კინოში გადაღებას, თუმცა ამჟამად ფილმების დონე უკვე გაცილებით დაბალი იყო 1980-იანი წლების შუა პერიოდში მის ნამუშევრებთან შედარებით.  გასული საუკუნის 90-იან წლებში ბრიჯიტ ნილსენი თოქ-შოუს წამყვანი გახდა, რომელიც ინგლისურ ენაზე მიჰყავდა და  რომლის ტრანსლირებაც ევროპის ბევრ ქვეყანაში ხდებოდა. თოქ-შოუს საშუალებით მსახიობმა დემონსტრირება მოახდინა, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ქალბატონი.

იტალიის ტელევიზიამ ის მიიწვია რამდენიმე პოპულარული გადაცემის წამყვანად, მათ შორის იყო სან-რემოს 1992 წლის მუსიკალური ფესტივალი.

მომდევნო წლებში კვლავ  განაგრძობდა ფილმებში თამაშს, მონაწილეობდა სატელევიზიო გადაცემებში და რეალითი შოუებში.[10]

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის თანახმად, ბრიჯიტი ჰოლივუდის ყველაზე მაღალი მსახიობია, რომელიც მთავარ როლს ასრულებს.. იგი ამ რეკორდს  იზიარებს სიგურნი უივერთან, მარგო ჰემინგუეიმსა და ჯინა დევისთან ერთად.

მსახიობი ხუთჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. ჰყავს ხუთი შვილი.[11]

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. "Brigitte Nielsen Biography".
  2. "Brigitte Nielsen by Greg Gorman". Danskmagazine.com. 10 February 2010. Archived from the original on 8 July 2011. Retrieved 18 June 2011.
  3. Brigitte Nielsen by Helmut Newton". Danskmagazine.com. 8 February 2010. Archived from the original on 11 February 2010. Retrieved 18 June 2011.
  4. "A Rocky Marriage". დაარქივებული 2014-10-29 საიტზე Wayback Machine. Entertainment Weekly. 12 December 1997. Retrieved 24 December 2011.
  5. Kaufman, Joanne; Salomonsen, Jorgen; Richman, Alan (4 April 1988). "Gitte Finds Her Mark". People. Retrieved 25 February 2019.
  6. Susan Zannos, Male Fitness Stars of TV and the Movies: Featuring Profiles of Sylvester Stallone, John Travolta, Bruce Willis and Wesley Snipes, Mitchell Lane Publishers, 2000, page 27
  7. Steffen Hung. "Body Next to Body – Austrian Chart Archive". Austriancharts.at. Retrieved 18 June 2011.
  8. "GITTA Official Charts". officialcharts.com. Retrieved 6 August 2015.
  9. "Playboy magazine December 1987 Gore Vidal Brigitte Nielsen Sex Stars". Dtmagazine.com. Retrieved 26 October 2011.
  10. "Dschungelcamp 2012: Brigitte Nielsen". RTL.de. Retrieved 6 January 2012.
  11. "Baby at 54! Brigitte Nielsen Welcomes Fifth Child, Daughter Frida: 'We Are Overjoyed'". People. 23 June 2018.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბრიჯიტ_ნილსენი“-დან