ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მარგო ლუის „მარგოქს“ ჰემინგუეი (დ. 16 თებერვალი, 1954 — გ. 1 ივლისი, 1996)[1] — ამერიკელი მოდელი და მსახიობი. მან წარმატებას მიაღწია სამოდელო კარიერით 1970-იანი წლების შუა ხანებში, როდესაც გამოჩნდა ჟურნალების Cosmopolitan, Elle, Harper's Bazaar, Vogue და TIME-ის ყდებზე.[2]

მარგო ჰემინგუეი 1976 წელს.

მარგომ ხელი მოაწერა მილიონ დოლარიან კონტრაქტს Fabergé-თან, რომლის მიხედვითაც მარგო გახდა spokesmodel-ი  Babe პარფიუმისთვის. მარგო ცნობილი მწერლის ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილი იყო. მარგო ბოლო წლებში იტანჯებოდა დეპრესიით და დამოკიდებული იყო ნარკოტიკზე, საბოლოოდ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით, ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით დაასრულა 42 წლის ასაკში, 1996 წლის 1 ივლისს.

ახალგაზრდობა

რედაქტირება

მარგო ლუის ჰემინგუეი დაიბადა პორტლენდში, ორეგონის შტატში. ის ბაირა ლუისა (née Whittlesey) და ჯეკ ჰემინგუეის (ერნესტ ჰემინგუეის უფროსი ვაჟი) შვილი იყო. როდესაც მარგომ გაიგო, რომ მას ღვინის სახელი დაარქვეს, Château Margaux, მან „Margot“-ის მართლწერა შეცვალა „Margaux“-ით. მარგოს ორი და ჰყავდა: მარიელ ჰემინგუეი და ჯოანი (მეტსახელად მაფეტი). ბავშვობის პერიოდში ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ორეგონიდან კუბაში, სადაც ცხოვრობდა მისი ცნობილი ბაბუა ერნესტი, შემდეგ გადავიდნენ სან – ფრანცისკოში, საბოლოოდ კი შეჩერდნენ აიდაჰოში, სადაც ისინი ბაბუის ფერმაში ქეთჩუმში ცხოვრობდნენ, Sun Valley–ის მიმდებარე ტერიტორიაზე.[3]

მარგო თინეიჯერობის ასაკში იტანჯებოდა სხვადასხვა სახის დაავადებით, მათ შორის ალკოჰოლიზმით, დეპრესიით, ბულიმიითა და ეპილეფსიით. მას ასევე ჰქონდა დისლექსია. მარგოს ნებართვით, გადაიღეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ასახავდა ბულიმიის თერაპიას. შემდგომ ეს ჩანაწერი გადაცემის სახით გაუშვეს ტელევიზორში.[4][5]

1.83 სანტიმეტრის მარგომ წარმატებას მიაღწია, როგორც მოდელმა, მათ შორის მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა Fabergé-თან.[6] აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი მილიონდოლარიანი კონტრაქტი, რომელიც ოდესმე გადაეცა მოდელს.[7] იგი ასევე გამოჩნდა Cosmopolitan, Elle, Harper's Bazaar, and Vogue-ის გარეკანებზე, ასევე 1975 წლის 16 ივნისს ჟურნალ TIME-ის ყდაზე, რომელიც მას ერთ-ერთ "ახალ ლამაზმანს" უწოდებდა.[8] 1975 წლის 1 სექტემბერს, ამერიკული Vogue–ს მიერ გაშუქებულ ნომერში, ჰემინგუეის „ნიუ – იორკის ახალი სუპერმოდელი“ უწოდეს. [9]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰემინგუეის პირველი ქორწინება, ერროლ ვეტანსონთან (Wetanson), განქორწინებით დასრულდა. ისინი 19 წლის ასაკში შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც მარგო მამამისთან ერთად ბიზნეს მოგზაურობაში გაემგზავრა ნიუ იორკში დებარე სასტუმრო პლაზაში. ოთხი თვის შემდეგ მარგო აიდაჰოდან ნიუ – იორკში გადავიდა ერროლთან ერთად საცხოვრებლად.

1979 წლის ბოლო დღეს, ჰემინგუეი ცოლად გაჰყვა ფრანგ კინორეჟისორ ბერნარდ ფაუხერს ქეთჩუმში და ისინი პარიზში ცხოვრობდნენ ერთი წლის განმავლობაში. მარგო და ბერნარდი 1985 წელს განქორწინდნენ.[10]

  1. https://www.nytimes.com/1996/07/03/arts/margaux-hemingway-is-dead-model-and-actress-was-41.html
  2. https://ew.com/article/2001/06/29/papas-little-girl/
  3. https://www.nytimes.com/1996/07/03/arts/margaux-hemingway-is-dead-model-and-actress-was-41.html
  4. https://books.google.ge/books?id=oAhC4mVpw6MC&pg=PA95&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
  5. https://people.com/archive/cover-story-a-life-eclipsed-vol-46-no-3/
  6. https://ew.com/article/2001/06/29/papas-little-girl/
  7. https://archive.today/20070501200441/http://psychologytoday.com/articles/pto-19961201-000030.html
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-31. ციტირების თარიღი: 2020-02-18.
  9. https://web.archive.org/web/20150906115609/http://www.vogue.co.uk/person/margaux-hemingway
  10. https://news.google.com/newspapers?id=ssBeAAAAIBAJ&sjid=fjEMAAAAIBAJ&pg=6038%2C504929