ჯანი ვერსაჩე
ჯოვანი მარია "ჯანი" ვერსაჩე (დ. 2 დეკემბერი, 1946 – გ. 15 ივლისი, 1997) – იტალიელი მოდის დიზაინერი, ბიზნესმენი. დააფუძნა ვერსაჩე — საერთაშორისო მოდის სახლი, რომელიც აწარმოებს აქსესუარებს, სუნამოებს, მაკიაჟს, სახლის ავეჯს და ტანსაცმელს.
ჯანი ვერსაჩე | |
---|---|
ჯანი ვერსაჩე 1990 წელს | |
დაბადების თარიღი |
2 დეკემბერი, 1946 რეჯო-დი-კალაბრიაში, იტალია |
გარდაცვალების თარიღი |
15 ივლისი, 1997 (50 წლის) მაიამი, ფლორიდა, ამერიკა |
მოქალაქეობა | იტალია |
საქმიანობა | დიზაინერი, ბიზნესმენი |
მეუღლე(ები) | ანტონიო დ'ამიკო |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 2 დეკემბერს, 1946 წელს, რეჯო-დი-კალაბრიაში, იტალია. გაიზარდა მის უფროს ძმასთან, სანტო ვერსაჩესთან და უმცროს დასთან, დონატელა ვერსაჩესთან ერთად. ყავდა ასევე უფროსი და თინა, რომელიც 12 წლის ასაკში არასწორად დამუშავებული ინფექციის გამო გარდაიცვალა. მამა ფინანსისტი, დედა კი მკერავი. ვერსაჩემ მოდის დიზაინზე მუშაობა ადრეული ასაკიდან დაიწყო, დედის სამკერვალოში. იგი არქიტექტურით იყო დაინტერესებული მანამ, სანამ 26 წლის ასაკში იგი მილანში გადავიდა მოდის დიზაინზე სამუშაოდ. 1973 წელს კი იგი გახდა "Byblos" წარმატებული დიზაინერი. რამდენიმე წლის შემდეგ, თავისი წარმატებით წახალისებულმა ვერსაჩემ წარმოადგინა თავისი პირველი ხელმოწერის კოლექცია ქალებისთვის, მილანის Palazzo Della Permanente ხელოვნების მუზეუმში. მისი პირველი ჩვენება მოხდა იმავე წლის სექტემბერში. მისი პირველი ბუტიკი კი გაიხსნა მილანის Via della Spiga-ში 1978 წელს. გარდაიცვალა 15 ივლისს, 1997 წელს, მაიამიში, ამერიკა.
მოდის იმპერია
რედაქტირება1978 წელს მილანის ბუტიკის გახსნის შემდეგ, ვერსაჩე სწრაფად გახდა სენსაცია საერთაშორისო მოდის სცენაზე. მის დიზაინში გამოიყენებოდა ნათელი ფერები, თამამი პრინტები და სექსუალური ჭრილები. 1978 წელს ვერსაჩემ ააშენა კომპანია მისი ოჯახის მხარდაჭერით, დასაქმებული იყო მისი და დონატელა ვიცე-პრეზიდენტად და მისი ძმა სანტო კომპანიის პრეზიდენტად. 1989 წელს ფირმა გაფართოვდა მაღალ მოდაში Atelier Versace-ს გამოშვებით. ვერსაჩე ცნობილი გახდა იმით, რომ ცნობილ სახეებს ასაქმებდა თავის მარკეტინგულ კამპანიებში და მათი მოდის ჩვენების პირველ რიგებში ათავსებდა. მისი გარდაცვალებისას ვერსაჩეს კომპანია 807 მილიონ დოლარად იყო შეფასებული და მოიცავდა 130 ბუტიკს მთელ მსოფლიოში.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებავერსაჩემ თავისი პარტნიორი ანტონიო დ'ამიკო, მოდელი, 1982 წელს გაიცნო. მათი ურთიერთობა ვერსაჩეს გარდაცვალებამდე გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში კი ვერსაჩეს ყურის კიბო დაუდგინეს.[1] [2]