ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დონატელა ვერსაჩე (იტალ. Donatella Versace; დ. 2 მაისი, 1955, რეჯო -დი-კალაბრია, კალაბრია, იტალია)იტალიელი მოდის დიზაინერი და მეწარმე. ვერსაჩეს მოდის სახლის დამფუძნებლის ჯანი ვერსაჩეს და, რომლის ნაწილი მემკვიდრეობით მიიღო ძმის გარდაცვალების შემდეგ, 1997 წელს. მან  2018 წელს კომპანია Capri Holdings, (მაიკლ კორსს) მიჰყიდა, მაგრამ დარჩა მის მთავარ კრეატიულ დირექტორად.[1]

დონატელა ვერსაჩე
დაბადების თარიღი 2 მაისი, 1955 (65 წლის)
რეჯო-დი-კალაბრია, კალაბრია, იტალია
მოქალაქეობა იტალიის დროშა იტალია
განათლება ფლორენციის უნივერსიტეტი
პროფესია მოდელიორი
მეუღლე(ები) პოლ ბეკი (2000-მდე)
შვილ(ებ)ი

ალეგრა ვერსაჩე (1986);

დენიელ ვერსაჩე (1988)
საიტი [[1]]

ადრეული წლები და ოჯახი

რედაქტირება

დონატელა დაიბადა რეჯო- დი- კალაბრიაში, იტალიაში. ოჯახში  ოთხი შვილიდან უმცროსი იყო. მამა  ფინანსისტი იყო, დედა კი მოდური მკერავი. ატელიის და მაღაზიის მფლობელი. უფროსი და თინა 12 წლის ასაკში გარდაიცვალა ტეტანუსის ინფექციით, ვინაიდან სწორად ვერ უმკურნალეს[2].

1970-იანი წლების შუა პერიოდში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დონატელა თავის უფროს ძმას ჯოვანის (ჯანი) გაჰყვა ფლორენციაში ტრიკოტაჟის შესასწავლად.[3] შემდგომში მან გახსნა მოდის სახლი Versace და დონატელა პიარ დირექტორად დანიშნა. იგი პასუხისმგებელი იყო ფოტოსესიებსა და სარეკლამო კამპანიებზე. როგორც ამბობდნენ,  ვერსაჩე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე თავის ახლობლებს ნიშნავდა, რადგან უცხოებს არ ენდობოდა. 1995 წელს ჯანი ვერსაჩემ გამოუშვა სუნამო  Blonde (ქერა), რომელიც დას-დონატელას მიუძღვნა.  ასევე მას მისცა Versus- ის სუნამოების გავრცელების უფლება.[4][5][6]

ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა

რედაქტირება

1997 წლის 15 ივლისს ჯანი ვერსაჩე ჩაცხრილეს საკუთარ სახლთან (რომელიც ასევე ცნობილია Casa Casuarina -ს სახელით) მაიამში, ფლორიდაში. პოლიციამ რამდენიმე დღეში მიაგნო მკვლელის -ენფრიუ კინენენის კვალს, თუმცა მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა  სამართალდამცავების მიერ გარშემორტყმულ მცურავ სახლში.

მკვლელობის შემდეგ ოჯახის წევრების უმეტესობა, მათ შორის დონატელა, დროებით დასახლდნენ კარიბის ზღვის კერძო კურორტზე. გააუქმეს 1999 წლის გაზაფხული-ზაფხულის Versace-ს შოუ.[7][8]

 

ძმის გარდაცვალებიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ დონატელამ გამოუშვა  ვერსაჩეს მთავარი ხაზის  პირველი კოლექცია, რომელიც საზოგადოებამ თავშეკავებით მიიღო. თუმცა ენერგიული იტალიელი  ქალბატონი უკან დახევას არ აპირებდა: თავდაუზოგავად შრომობდა და ამავე დროს ეძებდა საკუთარ სტილს.

ინტერვიუში დონატელამ თქვა: ”ჩემს კოლექციებზე ცუდად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ უბრალოდ ვერ გავაგრძელებდი იმას, რასაც ჯანი აკეთებდა. ტალღის მწვერვალზე დარჩენისთვის, თქვენ უნდა ეძებოთ რაიმე ახალი ”. დონატელამ ახალი სამოსი უფრო ქალური, კომფორტული და ნაკლებად სექსუალურად აგრესიული გახადა, ამავე დროს დარჩა ჯანის მიერ ერთხელ შექმნილი სტილის ჩარჩოებში - ეროტიკა და ფუფუნება  ვერსაჩეს სტილის უცვლელი კომპონენტებია.

ვინაიდან დონატელა ვერსაჩე სარეკლამო კამპანიებისა და სტილის სპეციალისტია, მოკლე დროში აღადგინა სახლის ურყევი პოზიცია მოდის სამყაროში. მან პირველმა გამოიყვანა სხვადასხვა ცნობილი სახეები პოდიუმებზე, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა თავისი სტილი.

 
ჯენიფერ ლოპესი და დონატელა ვერსაჩე

ჯანის სარეკლამო ტრადიციების მკაცრად დაცვით, დონატელამ ჩვენებაზე მოიწვია ცნობილი სახეები, რომელთა გარეშე Versace-ს არცერთი ჩვენება არ მიდიოდა. მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: სერ ელტონ ჯონი, ელიზაბეტ ჰარლი, კეტრინ ზეტა-ჯონსი და კეიტ მოსი. ეს ვარსკვლავები ვერსაჩეს შოუს მუდმივი სტუმრები იყვნენ. ერთ-ერთ შოუს პრინცი ჩარლზიც დაესწრო. დონატელა სარეკლამო სახეებად  მიიწვია მისი კარგი მეგობრები ჯენიფერ ლოპესი, მადონა[9], კრისტინა აგილერა, ჯონათან რიზ-მაიერსი და დემი მური. მისი პოპულარობა განსაკუთრებით მაშინ  გაიზარდა, როდესაც  შექმნა ცნობილი Versace-ს  მწვანე კაბა,  ასევე ცნობილია როგორც "ჯუნგლების კაბა", რომელიც ჯენიფერ ლოპესს 2000 გრემის დაჯილდოებაზე ეცვა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

დონატელას და მის ყოფილ მეუღლეს პოლ ბეკს ორი შვილი ჰყავთ: ქალიშვილი ალეგრა (1986 წლის 30 ივნისი) და ვაჟი დენიელ ვერსაჩე (1989).[10]

დონატელას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, ის ხშირად გადადის ერთი ქალაქიდან მეორეში.

გარე ბმულები

რედაქტირება
  1. "Capri Holdings Limited Completes Acquisition of Versace" (Press release). Business Wire. 31 December 2018.
  2. Collins, Lauren (24 September 2007). "Mondo Donatella". The New Yorker. p. 158.
  3. Cathy Horyn,"La Bella Donatella"[მკვდარი ბმული]Vanityfair.com, 1 June 1997
  4. King, Carol (15 April 2013). "Italian Families: Versace". Italy Magazine.
  5. "Donatella Versace pressured to dye hair blond at age 11 by brother Gianni".[მკვდარი ბმული] Toronto Sun. 2 November 2016.
  6. Jess Cartner-Morley, Donatella Versace: "My brother was the king, and my whole world had crashed around me”[მკვდარი ბმული], Theguardian.com, 14 September 2017
  7. PEARSON, MURIEL; DUBREUIL, JIM; VALIENTE, ALEXA (7 July 2017). "Inside the mind of the serial killer who murdered Gianni Versace". ABC News.
  8. Askinasi, Rachel (23 April 2019). "Inside the iconic Versace family's journey through fame, tragedy, and resilience".[მკვდარი ბმული] Business Insider.
  9. Today in Madonna History: April 7, 2005, Todayinmadonnahistory.com, 7 April 2005
  10. Jess Cartner-Morley, Donatella Versace: "My brother was the king, and my whole world had crashed around me”,[მკვდარი ბმული] Theguardian.com, 14 September 2017