ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრენდი მარი კარლაილი (ინგლ. Brandi Marie Carlile; დ. 1 ივნისი, 1981 წელი, რავენსდეილი, ვაშინგტონი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი. მისი მუსიკა მოიცავს მრავალ ჟანრს, მათ შორის ფოლკ-როკს, ალტერნატიულ ქანთრს, ამერიკანასა და კლასიკურ როკს. კარლაილს გამოშვებული აქვს შვიდი სტუდიური ალბომი. მას მიღებული აქვს ცხრა გრემის ჯილდო და 25 ნომინაცია.[2][3][4]

ბრენდი კარლაილი
ინგლ. Brandi Marie Carlile

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ბრენდი მარი კარლაილი
დაბ. თარიღი 1 ივნისი, 1981 (1981-06-01) (43 წლის)
დაბ. ადგილი Ravensdale[1]
წარმოშობა რავენსდეილი, ვაშინგტონი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
  • Americana
  • alternative country
  • rock
  • folk rock
აქტიური 2004 - დღემდე
საიტი brandicarlile.com
ბრენდი კარლაილი ვიკისაწყობში

კარლაილი იყო ყველაზე ნომინირებული ქალი 61-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე, მათ შორის წლის ალბომის კატეგორიაში (By the Way, I Forgive You) და წლის სიმღერისა და ჩანაწერის კატეგორიებში (The Joke).

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ბრენდი კარლაილი დაიბადა 1981 წლის 1 ივნისს, რავენსდეილში, ვაშინგტონი. 4 წლის ასაკში მას დაემართა ბაქტერიული მენინგიტი, თუმცა სასწაულებრივად გადარჩა. მისი გული რამდენჯერმე გაჩერდა და ცოტა ხსნით ის კომაში იყო.[5] კარლაილმა თავისი ბავშვობა გაატარა ვაშინგტონის სამხრეთ ქალაქებში, ბლეკ დიამონდში, მეიპლ ველსა და ობერნში, სამნერში, ვაშინგტონში და მცირე ხნით ცხოვრობდა დასავლეთ სიეტლში.

კარლაილი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მუსიკით. რვა წლის ასაკში მან დედასთან, ტერეზა კარლაილთან,[6] ერთად კონცერტზე შეასრულა ჯონი კეშის „Tennessee Flat Top Box“ და დაიწყო გიტარაზე დაკვრა. მან სიმღერების წერა 15 წლის ასაკში დაიწყო. იგი სწავლობდა ტაჰომას საშუალო სკოლაში, მაგრამ მოგვიანებით მიატოვა სწავლა მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად. ელტონ ჯონის მოსმენის შემდეგ, მუსიკოსმა თავად ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა.[7]

კარლაილი კარიერის დასაწყისში მღეროდა სიეტლის მუსიკალურ კლუბებში ტყუპ ძმებთან ფილ და ტიმ ჰანსეროტებთან ერთად. 2004 წელს მან ლეიბლ Columbia Records-თან მოაწერა ხელი კონტრაქტს.

მუსიკოსის სადებიუტო ალბომი, Brandi Carlile, 2005 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. მიუხედავად ამისა, ალბომი არ იყო კომერციულად წარმატებული. კარლაილმა უფრო ფართო აღიარება მოიპოვა 2007 წლის სინგლით „The Story". 2017 წელს კომპოზიციას მიენიჭა RIAA-ის ოქროს სერტიფიკატი ქვეყანაში 500,000 ეგზემპლარის გაყიდვისთვის. იმავე წელს მუსიკოსმა გამოუშვა „Cover Stories“, რომელშიც 14 მუსიკოსთან ერთად ასრულებს კომპოზიციებს ალბომიდან The Story.[8] ალბომში კარლაილმა ჩაწერა კოლაბორაციები შემდეგ მუსიკოსებთან: Adele, Pearl Jam და Dolly Parton. ალბომი 30-ე ადგილზე გავიდა Billboard 200-ში. მუსიკოსმა ალბომიდან შემოსული თანხა გადასცა War Child UK-ს, რომელიც არის საქველმოქმედო ორგანიზაცია იმ ბავშვებისთვის, რომელთა ცხოვრებაზეც ომმა იმოქმედა.

მუსიკოსის მეხუთე ალბომმა, The Firewatcher's Daughter, კარლაილს პირველი გრემის ნომინაცია მოუტანა, საუკეთესო Americana ალბომისთვის 2016 წელს და ბილბორდი 200-ში მე-9 ადგილი დაიკავა. მისი მეექვსე ალბომი, By the Way, I Forgive You, 2018 წლის თებერვალში გამოვიდა. მან კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და კომერციული წარმატებაც ხვდა წილად. ალბომი ბილბორდ 200-ში მე-5 ადგილზე გავიდა, ხოლო ბილბორდის საუკეთესო როკ ალბომების ჩარტში პირველზე. მუსიკოსის მეშვიდე ალბომს, In This Silent Days, კრიტიკოსებისა და კომერციული წარმატება ხვდა წილად. ის გავიდა 11-ე ადგილზე ბილბორდ 200-ში და პირველ ადგილზე ბილბორდის საუკეთესო როკ ალბომებისა და ფოლკლორული ალბომების ჩარტებში.

2019 წელს კარლაილმა ჩამოაყალიბა კვარტეტი ამანდა შაირსთან, მარენ მორისთან და ნატალი ჰემბისთან ერთად, სახელწოდებით Highwomen. მათ გამოუშვეს სადებიუტო ალბომი, The Highwomen, 2019 წელს, რომელსაც კრიტიკოსების მოწონება და კომერციული წარმატება ხვდა წილად. მათ მოიგეს გრემის ჯილდო საუკეთესო ქანთრი სიმღერის კატეგორიაში, კომპოზიციისთვის „Crowded Table“.[9][10][11]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

2002 წლის ნოემბერში მიცემულ ინტერვიუში კარლაილმა თავი ლესბოსელად გამოაცხადა.

2012 წლის ივნისში მუსიკოსმა გამოაცხადა, რომ დაინიშნა კეტრინ შეფარდზე, რომელიც გაიცნო 2009 წელს. ისინი დაქორწინდნენ ურეჰემში, მასაჩუსეტსი, 2012 წლის 15 სექტემბერს. მათ ჰყავთ ორი ქალიშვილი. 2012 წლიდან შეფარდი არის კარლაილის არაკომერციული ორგანიზაცია Looking Out Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი. ის ადრე მუშაობდა პოლ მაკ-კარტნის საქველმოქმედო ორგანიზაციაში კოორდინატორად ათი წლის განმავლობაში.[12]

კარლაილს სახლში ჰყავს მრავალი ცხოველი, მათ შორის თხები, ქათმები, ცხენი, ძაღლი და კატა. ის არის ქრისტიანი და ცხოვრობს მეიპლ ველში, ვაშინგტონი.

დისკოგრაფია

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Seabrook, John (October 11, 2010). „The Talk of the Town: Dept. of Visitations: Peekers“. The New Yorker. 86 (31): 38.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Freebase Data DumpsGoogle.
  2. Brandi Carlile. The Recording Academy. ციტირების თარიღი: November 15, 2022
  3. Brandi Carlile Album Discography. allmusic.com (February 5, 2019). ციტირების თარიღი: February 5, 2019
  4. Brandi Carlile nominated for five Grammy Awards at 64th Annual Grammy Awards. gratefulweb.com (November 23, 2021). ციტირების თარიღი: November 23, 2021
  5. Carlile, Brandi (2021). Broken horses. New York, გვ. 10. ISBN 978-0-593-23724-3. OCLC 1235902377. 
  6. Aaron, Kace (June 2007). „Brandi Carlile“. Harp Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 1, 2008.
  7. Demming, Mark. Brandi Carlile – Biography | Billboard. Rovi. ციტირების თარიღი: April 2, 2015
  8. Brandi Carlile. ციტირების თარიღი: April 2, 2015
  9. „Top 200 Albums | Billboard 200 chart“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 30, 2019. ციტირების თარიღი: March 21, 2019.
  10. „Rock Albums“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 21, 2019. ციტირების თარიღი: March 21, 2019.
  11. „Folk Music: Top Folk Albums“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 20, 2019. ციტირების თარიღი: March 21, 2019.
  12. Dreyfuss, Anne. (2012-06-29) Young at Heart en-us. ციტირების თარიღი: 2021-06-03