ბრაზილიის პრეზიდენტების სია
ძველი რესპუბლიკა (1889-1930)
რედაქტირება1889 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, რომელსაც მარშალი დეოდორუ და ფონსეკა ხელმძღვანელობდა, საფუძველი ჩაეყარა ბრაზილიის რესპუბლიკას. ფონსეკამ გადააყენა ბრაზილიის იმპერატორი პედრუ II და ჩამოაყალიბა დროებითი მთავრობა. ორი წლის შემდეგ 1891 წელს მიიღეს ბრაზილიის კონსტიტუცია, ჩამოყალიბდა ფედერალური რესპუბლიკა და ქვეყანას უწოდეს ბრაზილიის შეერთებული შტატები. იმავე წელს კონსტიტუციურმა კონგრესმა დეოდორუ და ფონსეკა აირჩია ბრაზილიის პრეზიდენტად. 10 თვის შემდეგ ფონსეკა გადადგა თანამდებობიდან სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ხოლო კონგრესი დაიშალა. ფლორიანუ პეიშოტუმ ფონსეკას ვიცე-პრეზიდენტმა და გადატრიალების სულის ჩამდგმელმა დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა. პეიშოტუ კი ბრაზილიის პირველმა არჩეულმა პრეზიდენტმა პრუდენტე მორაისმა შეცვალა.
ძველი რესპუბლიკა არსებობდა მანამ, სანამ იგი ჟეტულიუ ვარგასმა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად 1930 წლის ოქტომბერში არ დაამხო.
- პარტიები
სამხედრო სან-პაულუს რესპუბლიკური პარტია მინას-ჟერაისის რესპუბლიკური პარტია რიო-დე-ჟანეიროს რესპუბლიკური პარტია ბრაზილიის რესპუბლიკურ-კონსერვატიული პარტია
აღნიშნულ პერიოდში პრეზიდენტები იყვნენ ასევე:
ვარგასის ერა (1930-1946)
რედაქტირება- პარტიების არსებობა იკრძალებოდა
ლიბერალური ალიანსი
# | პრეზიდენტი | სურათი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი | პოლიტიკური პარტია |
---|---|---|---|---|---|---|
– | აუგუსტუ ფრაგოსუ, ისაიას დე ნორონია, და მენა ბარეტუ |
24 ოქტომბერი 1930 | 3 ნოემბერი 1930 | ვაკანტური | სამხედრო ხუნტა | |
14 | ჟეტულიუ ვარგასი[4] | 3 ნოემბერი 1930 | 29 ოქტომბერი 1945 | ვაკანტური[5] | ლიბერალური ალიანსი | |
15[6] | ჟოზე ლინარესი | 29 ოქტომბერი 1945 | 31 იანვარი 1946 | ვაკანტური | უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე |
მეორე რესპუბლიკა (1946-1964)
რედაქტირება1945 წელს ვარგასის ერა დამთავრდა. იგი დაამხო ორმა ყოფილმა მომხრემ, მიუხედავად ამისა იგი არჩეულ იქნა პრეზიდენტად კიდევ ერთხელ და მისი გავლენა ბრაზილიის პოლიტიკაში მეორე რესპუბლიკაშიც დიდი იყო. ამ პერიოდში, ქვეყანაში სამი პარტია ნომინირებდა. აქედან ორი პრო-ვარგასული იყო – მემარცხენე ლეიბორისტული და მემარჯვენე-ცენტრისტული PSD. მესამე კი იყო ანტი-ვარგსული განწყობის მემარცხენე პარტია UDN.
ბრაზილიის ისტორიაში აღნიშნული პერიოდი ძალზედ არასტაბილურია. 1954 წელს ვარგასმა თავი მოიკლა, რასაც მოყვა მოკლე ვადით მმართველი პრეზიდენტების მთელი სერია.
- პარტიები
ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ბრაზილიის ლეიბორისტული პარტია (ისტორიული) ბრაზილიის ეროვნული ლეიბორისტული პარტია
# | პრეზიდენტი | სურათი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი | პოლიტიკური პარტია |
---|---|---|---|---|---|---|
16 | ეურიკუ გასპარ დუტრა | 31 იანვარი 1946 | 31 იანვარი 1951 | ნერეუ რამოსი | ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია | |
17 | ჟეტულიუ ვარგასი | 31 იანვარი 1951 | 24 აგვისტო 1954[7] | ჟუან კაფე ფილიუ | ბრაზილიის ლეიბორისტული პარტია | |
18 | ჟუან კაფე ფილიუ | 24 აგვისტო 1954 | 9 ნოემბერი 1955[8] | ვაკანტური | ბრაზილიის ლეიბორისტული პარტია | |
19 | კარლოს ლუსი | 9 ნოემბერი 1955 | 11 ნოემბერი 1955[9] | ვაკანტური | ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია | |
20 | ნერეუ რამოსი | 11 ნოემბერი 1955[10] | 31 იანვარი 1956 | ვაკანტური | ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია | |
21 | ჟუსელინუ კუბიჩეკი | 31 იანვარი 1956 | 31 იანვარი 1961 | ჟუან გულარტი | ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია | |
22 | ჟანიუ კუადროსი | 31 იანვარი 1961 | 25 აგვისტო 1961[8] | ჟუან გულარტი | ბრაზილიის ეროვნული ლეიბორისტული პარტია | |
23 | პასკოალ რანიერი | 25 აგვისტო 1961[11] | 7 სექტემბერი 1961 | ვაკანტური | ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია | |
24 | ჟუან გულარტი | 7 სექტემბერი 1961 | 1 აპრილი 1964 | ვაკანტური | ბრაზილიის ლეიბორისტული პარტია |
სამხედრო დიქტატურა (1964-1985)
რედაქტირება- პარტიები გაუქმდა გარდა
ეროვნული აღორძინების ალიანსი (მოგვიანებით ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია) ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობა
# | პრეზიდენტი | სურათი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი | პოლიტიკური პარტია |
---|---|---|---|---|---|---|
25 | პასკოალ რანიერი | 2 აპრილი 1964[12] | 15 აპრილი 1964 | ვაკანტური | დემოკრატიული სოციალისტური პარტია | |
26 | უმბერტუ კასტელუ ბრანკუ | 15 აპრილი 1964 | 15 მარტი 1967 | ჟოზე მარია ალკმინი | ეროვნული აღორძინების ალიანსი, სამხედრო | |
27 | არტურ და კოსტა ი სილვა | 15 მარტი 1967 | 31 აგვისტო 1969[13] | პედრუ ალეიშუ | ეროვნული აღორძინების ალიანსი, სამხედრო | |
– | აუგუსტუ რადემაკერი, აურელიუ ტაბარესი, და მარსიუ მელუ |
31 აგვისტო 1969 | 30 ოქტომბერი 1969 | ვაკანტური | ეროვნული აღორძინების ალიანსი, სამხედრო ხუნტა | |
28 | ემილიუ გარასტაზუ მედისი | 30 ოქტომბერი 1969 | 15 მარტი 1974 | აუგუსტუ რადემაკერი | ეროვნული აღორძინების ალიანსი, სამხედრო | |
29 | ერნესტუ გეიზელი | 15 მარტი 1974 | 15 მარტი 1979 | ადალბერტუ პერეირა დოს სანტოსი | ეროვნული აღორძინების ალიანსი, სამხედრო | |
30 | ჟოანუ ფიგეირედუ | 15 მარტი 1979 | 15 მარტი 1985 | აურელიანუ ჩავესი | დემოკრატიული სოციალისტური პარტია სამხედრო |
ახალი რესპუბლიკა (1985-დან)
რედაქტირება80-იანი წლების შუა პერიოდში სამხედრო ხელისუფლება შეიცვალა სამოქალაქო მთავრობით და დაიწყო ბრაზილიის ისტორიის ახალი პერიოდი, რომელიც მესამე რესპუბლიკის სახელითაა ცნობილი.
- პარტიები
ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის პარტია
ბრაზილიის ქრისტიან-ლეიბორისტული პარტია
ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
ბრაზილიის მუშათა პარტია
# | პრეზიდენტი | სურათი | მმართველობის დასაწყისი | მმართველობის დასასრული | ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი | პოლიტიკური პარტია |
---|---|---|---|---|---|---|
–[14] | ტანკრედუ ნევესი | – | – | ჟოზე სარნეი | ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის პარტია | |
31 | ჟოზე სარნეი | 15 მარტი 1985[15] | 15 მარტი 1990 | ვაკანტური | ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის პარტია | |
32 | ფერნანდუ კოლორ დე მელუ | 15 მარტი 1990 | 29 დეკემბერი 1992[16] | იტამარ ფრანკუ | ბრაზილიის ქრისტიან-ლეიბორისტული პარტია | |
33 | იტამარ ფრანკუ | 29 დეკემბერი 1992 (დროებით 2 ოქტომბრიდან) | 1 იანვარი 1995 | ვაკანტური | ბრაზილიის დემოკრატიული მოძრაობის პარტია | |
34 | ფერნანდუ კარდოზუ | 1 იანვარი 1995 | 1 იანვარი 2003 | მარკუ მასიელი | ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტია | |
35 | ლუის ინასიუ ლულა და სილვა | 1 იანვარი 2003 | 1 იანვარი 2011 | ჟოზე ალენსარი | ბრაზილიის მუშათა პარტია | |
36 | დილმა რუსეფი | 1 იანვარი 2011 | დღემდე | მიშელ ტემერი | ბრაზილიის მუშათა პარტია |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გარდაიცვალა თანამდებობაზე
- ↑ გარდაიცვალა არჩევიდან ინაუგურაციამდე პერიოდში.
- ↑ ჟეტულიუ ვარგასის მიერ მოწყობილი გადატრიალების შედეგად ვერ მიაღწია ინაუგურაციამდე.
- ↑ ჟეტულიუ ვარგასი ბრაზილიის დე ფაქტო პრეზიდენტი იყო 1930 წლის 3 ნოემბრიდან 1934 წლის 20 ივლისამდე. 1934 წლის 17 ივლისს იგი ეროვნულმა საკონსტიტუციო ასამბლეამ აირჩია პრეზიდენტად. 1937 10 ნოემბერს, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაამყარა დიქტატურა, რომელიც გაგრძელდა 1945 წლის 25 ოქტომბრამდე.
- ↑ ვარგასის ეპოქაში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გაუქმებული იყო.
- ↑ ჟოზე ლინარესი იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პრეზიდენტის პოსტზე მოხვდა მას შემდეგ, რაც დამხობილ იქნა ვარგასის დიქტატურა.
- ↑ თავი მოიკლა
- ↑ 8.0 8.1 გადადგა თანამდებობიდან სამედიცინო მიზეზით.
- ↑ გადააყენეს.
- ↑ სენატის პრეზიდენტი. თანამდებობა დაიკავა ლუსის გადაყენების შემდეგ.
- ↑ დროებითი პრეზიდენტი კუადროსის გადადგომის შემდეგ. ვიცე-პრეზიდენტი ჟუან გულარტი ამ დროს ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში.
- ↑ დროებითი პრეზიდენტი 13 დღით, 1964 წლის გადატრიალების დროს.
- ↑ სამხედრო ხუნტამ ჩამოაშორა თანამდებობას, აწუხებდა ცერემბრალური თრომბოზი.
- ↑ გარდაიცვალა თანამდებობის დაკავებამდე.
- ↑ დროებითი პრეზიდენტი 1985 წლის 22 აპრილიდან.
- ↑ გადააყენეს იმპიჩმენტის საფუძველზე.