ბრაზილიის სამხედრო გადატრიელება (1964)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

1964 წლის ბრაზილიის სამხედრო გადატრიალება - ბრაზილიის პრეზიდენტის ჟუან გულარტის წინააღმდეგ, ბრაზილიის სამხედროების მიერ 1964 წლის 31 მარტს მოწყობილი პუტჩი.[1]1961 წლის 25 აგვისტოს ვიცე-პრეზიდენტი ჟუან გულარტი (ცნობილი როგორც ზომიერი ნაციონალისტი "Jango"), დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს ჟანიუ კუადროსის აიძულებს ჯანმრთლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოტივით გადადგომას.

ბრაზილიის ისტორია
ბრაზილიის გერბი
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
პრეისტორიული ბრაზილია
ბრაზილიის კოლონიზაცია
პორტუგალია, ბრაზილია, ალგარვი
დამოუკიდებლობის დეკლარაცია
ბრაზილიის იმპერია
ბრაზილიის ძველი რესპუბლიკა
ვარგასის ერა
მეორე რესპუბლიკა (1945-1964)
სამხედრო გადატრიალება
სამხედრო დიქტატურა (1964-1985)
  •  •  

ამ დროს ბრაზილიის ჯარი ჟუან გულარტის აიძულებს წავიდეს კომპრომისზე კონგრესთან და დაამტკიცოს საკონსტიტუციო ცვლილება, რითიც ქვეყანაში ხდება საპარლამენტო დემოკრატიის დამყარება, ხოლო ჟუან გულარტი ქვეყნის სუსტი ხელმძღვანელი.

ამის მიუხედავად ჟუან გულარტიმ 1963 წელს რეფერენდუმის საშუალებით მაინც შეძლო საპრეზიდენტო სისტემის აღდგენა. ცივი ომით გაყოფილ სამყაროში მისი რეფორმები ფასდებოდა როგორც სოციალისტური, რაც ჯარის და საზოგადოების მემარჯვენედ განწყობილი ნაწილის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა. [2]

პუტჩმა უბიძგა ბრაზილიას სამხედრო დიქტატურისკენ, რომელიც 1985 წელს ტანკრედუ ნევესის არჩევამდე გრძელდეოდა. 1964 წლის სამხედრო გადატრიელება აღიქმება როგორც ცივი ომის გამოძახილი და პასუხი კომუნიზმის საშიშროებაზე.

  1. კინგსტოუნი, სტივი. (2004-04-01) ბრაზილიას ახსოვს 1964 წლის პუტჩი. BBC News. ციტირების თარიღი: 2007-05-08.
  2. ბრაზილიის ეროვნული არქივი: ჟუან გულარტი დაარქივებული 2008-06-14 საიტზე Wayback Machine. .