ბრაზილიის პირველი რესპუბლიკა
ბრაზილიის ძველი რესპუბლიკა (პორტ. República Velha) ან პირველი რესპუბლიკა (პორტ. Primeira República Brasileira) — ბრაზილიის ისტორიის პერიოდი რესპუბლიკის გამოცხადებიდან, 1889 წლიდან, 1930 წლის სახელმწიფო გადატრიალებამდე. სახელი ეწოდა იმის გამო, რომ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ჟეტულიუ ვარგასის მიერ დამყარებულ სამხედრო რეჟიმს „ახალი რესპუბლიკა“ ეწოდა.
ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში კონსტიტუციური დემოკრატია არსებობდა. ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას ახდენდა ორი შტატი, სან-პაულუ და მინას-ჟერაისი, ხოლო პრეზიდენტების უმრავლესობა მასონთა ლოჟის წევრები იყვნენ. მასონთა ლოჟა დააარსეს სან-პაულუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა.
ძველი რესპუბლიკის პერიოდი პირობითად იყოფა ორ პერიოდად: „ხმლის რესპუბლიკა“ და „ოლიგარქიული რესპუბლიკა“. პირველი პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებაში დომინირებდნენ სამხედროები, ხოლო მეორე პერიოდის განმავლობაში, ხელისუფლებაში ძირითადად მთავარი შტატების წარმომადგენლები დომინირებდნენ (ე. წ. "გუბერნატორების პოლიტიკა") მოყოლებული პრეზიდენტ მანუელ კამპუს სალისიდან.
ძველი რესპუბლიკა სახელმწიფო გადატრიელების შედეგად დაემხო 1930 წლის ოქტომბერში. ჟეტულიუ ვარგასმა ხელისუფლება 3 ნოემბერს ჩაიგდო ხელში და გახდა დიქტატორი, რომელიც ქვეყანას 1945 წლამდე მართავდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- site of GrandesGuerras (WorldWars) Magazine დაარქივებული 2008-01-03 საიტზე Wayback Machine.
- Official Site of Brazilian Army დაარქივებული 2007-10-24 საიტზე Wayback Machine.