ჟანიუ კუადროსი
ჟანიუ და სილვა კუადროსი (პორტ. Jânio da Silva Quadros; დ. 25 იანვარი, 1917, კამპუ-გრანდი, მატუ-გროსუ-დუ-სული — გ. 16 თებერვალი, 1992, სან-პაულუ) — ბრაზილიელი პოლიტიკური მოღვაწე. ბრაზილიის პრეზიდენტი 1961 წლის 31 იანვრიდან 25 აგვისტომდე.
ჟანიუ კუადროსი Jânio da Silva Quadros | |
ბრაზილიის 22-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 იანვარი – 25 აგვისტო, 1961 | |
წინამორბედი | ჟუსელინუ კუბიჩეკი |
მემკვიდრე | პასკოალ რანიერი |
დაბადებული | 25 იანვარი, 1917 კამპუ-გრანდი, მატუ-გროსუ-დუ-სული |
გარდაცვლილი | 16 თებერვალი, 1992 სან-პაულუ |
განათლებით იურისტი. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1950 წელს, როდესაც გახდა ქალაქ სან-პაულუს მუნიციპალიტეტის წევრი. 1954–1958 წლებში იყო სან-პაულუს შტატის გუბერნატორი, ხოლო შემდეგ კონგრესის დეპუტატი. 1961 წლის 31 იანვარს პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. ატარებდა აშშ-საგან დამოუკიდებელ პოლიტიკას და ურთიერთობა აღადგინა სსრკ-სთან და კომუნისტურ რეჟიმის მქონე სხვა ქვეყნებთან. 1961 წლის 25 აგვისტოს გადადგა ტანამდებობიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზის გამო. მისი პოლიტიკური მემკვიდრე გახდა პასკოალ რანიერი, რომლის ორკვირიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს ჟუან გულარტი (1961–1964). 1964 წელს გულარტის დამხობის შემდეგ კუადროსს 10 წლით აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა.
ჟანიუ კაუდროსი გარდაიცვალა 1992 წლის 16 თებერვალს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაწინამორბედი: ჟუსელინუ კუბიჩეკი |
ბრაზილიის პრეზიდენტი 1961 |
შემდეგი: პასკოალ რანიერი |