ფლორიანუ პეიშოტუ
ფლორიანუ პეიშოტუ (პორტ. Floriano Vieira Peixoto; დ. 20 აპრილი, 1839, მასეიო, ალაგოასი — გ. 29 ივლისი, 1895, ბარა-მანსა, რიო-დე-ჟანეირო ) — ბრაზილიელი პოლიტიკოსი, ბრაზილიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და მეორე პრეზიდენტი.
ფლორიანუ პეიშოტუ | |
ბრაზილიის მე-2-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 ნოემბერი, 1891 – 15 ნოემბერი, 1894 | |
წინამორბედი | დეოდორუ და ფონსეკა |
მემკვიდრე | პრუდენტე დი მორაისი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ნოემბერი, 1889 – 23 ნოემბერი, 1891 | |
პრეზიდენტი | დეოდორუ და ფონსეკა |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | მანუელ ვიტორინუ |
დაბადებული | 20 აპრილი, 1839 მასეიო, ალაგოასი |
გარდაცვლილი | 29 ივლისი, 1895 ბარა-მანსა, რიო-დე-ჟანეირო |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ალაგოასის შტატში. მიიღო პროფესიული სამხედრო განათლება. 1864–1870 წლებში მონაწილეობდა პარაგვაის ომში. ვიცე-პრეზიდენტად არჩევის მომენტში ბრაზილიის არმიის მარშალი იყო.
დეოდორუ და ფონსეკას გადადგომის შემდეგ გახდა ბრაზილიის პირველი რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი. მისი ლეგიტიმურობა ამ თანამდებობაზე საეჭვო იყო, რადგან ბრაზილიის კონსტიტუციის 42 მუხლის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტი პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს მას შემდეგ თუ ეს უკანასკნელი ქვეყანას მართავდა კონსტიტუციით მინიჭებული ვადის ნახევარზე მეტი დროით მაინც.
მისი მმართველობის პერიოდში 1893–1894 მოხდა საზღვაო ოფიცრების ამბოხება. გარდა ამისა ფედერალისტების გამოსვლები დაიწყო რიუ-გრანდი-დუ-სულისა და სანტა-კატარინას შტატებში. მისი მმართველობა ზოგადად ხელისუფლების ცენტრალიზაციით და ნაციონალისტური ტენდენციებით ხასიათდება.
ფლორიანუ პეიშოტუმ თანამდებობა დატოვა დეოდორუ და ფონსეკას კონსტიტუციური ვადის გასვლის დროს (15 ნოემბერი, 1894). 1894 წელს მის პატივსაცემად სანტა-კატარინას დედაქალაქს დეშტერუს ეწოდა – ფლორიანოპოლისი.
იხილეთა ასევე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.presidencia.gov.br/info_historicas/galeria_pres/galfloriano/galfloriano/integrapresidente_view/
- http://brazil.crl.edu/bsd/bsd/u1280/index.html
- http://brazil.crl.edu/bsd/bsd/u1281/index.html
- http://brazil.crl.edu/bsd/bsd/u1282/index.html
- http://brazil.crl.edu/bsd/bsd/u1283/index.html
წინამორბედი: დეოდორუ და ფონსეკა |
ბრაზილიის პრეზიდენტი 1891 – 1894 |
შემდეგი: პრუდენტე დი მორაისი |