ბრაბანტის საჰერცოგო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბრაბანტის საჰერცოგოსაღვთო რომის იმპერიის სახელმწიფო, რომელიც დაარსდა 1183. იგი განვითარდა ბრაბანტის ლანდგრავიატისგან და ჩამოაყალიბა ისტორიული ნიდერლანდები, რომელიც 1430 წლიდან ბურგუნდიის ნიდერლანდების ნაწილი იყო, ხოლო 1482 წლიდან ჰაბსბურგების ნიდერლანდების შემადგენლობაში შედიოდა, სანამ ის ჰოლანდიის აჯანყების შემდეგ დაიშლებოდა.

დღევანდელი ჩრდილოეთ ბრაბანტი (სტაატ-ბრაბანტი) გადაეცა ჰოლანდიის რესპუბლიკის საერთო მიწებს 1648 წლის ვესტფალიის სამშვიდობო ზავის მიხედვით, ხოლო შემცირებული საჰერცოგო დარჩა სამხრეთ ნიდერლანდების ნაწილად, სანამ 1794 წელს იგი არ დაიპყრეს საფრანგეთის რევოლუციურმა ძალებმა. დღეს საჰერცოგოს ყველა ყოფილი ტერიტორია, ბელგიაშია,ჰოლანდიური პროვინციის ჩრდილოეთ ბრაბანტის და ექსკლეივების გარდა.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ბრაბანტის ტერიტორია 1477 წელს

ბრაბანტის საჰერცოგო (ზედსართავი სახელი:Brabantian ან Brabantine) ისტორიულად დაყოფილი იყო ოთხ ნაწილად, თითოეულს თავისი დედაქალაქი ჰქონდა. ოთხი დედაქალაქი იყო: ლევენი, ბრიუსელი, ანტვერპენი და ჰერტოგენბოსი.[1]ქალაქ ჰერტოგენბოსის დაარსებამდე, მეოთხე დედაქალაქი იყო ტიენენი. [2]

მისი ტერიტორია არსებითად შედგებოდა ბელგიის თანამედროვე დღევანდელი სამი პროვინციისგან — ფლამანდიის ბრაბანტი, ვალონიის ბრაბანტი და ანტვერპენის პროვინცია; ბრიუსელის რეგიონი და დღევანდელი ჰოლანდიის პროვინციის — ჩრდილოეთ ბრაბანტია ძირითადი ნაწილი. მისი უმთავრესი ქალაქები იყო ბრიუსელი, ანტვერპენი, ლეუვენი, ბრედა, ჰერტოგენბოსი, ლერი და მეხელენი.

ბრაბანტის ლომი

რედაქტირება
 
ბრაბანტის საჰერცოგოს გერბი ავსტრიის ერცჰერცოგის, ალბერტ VII ავსტრიელის საზეიმო დაკრძალვის დროს

დღევანდელი, თანამედროვე ბელგიის დროშა თავის ფერებს იღებს ბრაბანტის გერბიდან:შეიარაღებული სიასამურის მსგავსი ლომი (ოქროს ლომი შავ მინდორზე, წითელი კლანჭებითა და ენით). ლომის სიმბოლო სავარაუდოდ პირველად გამოიყენა ლოივეინის ძემ, ლამბერტ I-მა, რომლის მმართველობა გრძელდებოდა 1003-1015 წლებში. ლომი გამოსახულია ხელმწიფის 1306 წლის ქალაქ კერპენის ბეჭედზე ლიმბურგის წითელ ლომთან ერთად. დღემდე, ბრაბანტიული ლომი, წარმოადგენს პირველ ჰერალდიულ მუხტს, რომელიც გამოსუახული იყო როგორც ფლამანდიის, ვალონის ბრაბანტისა და ჰოლანდიის პროვინციის, ჩრდილოეთ ბრაბანტის გერბებზე.

რეგიონის სახელს კაროლინგიან შაირი პირველად მოიხსენიებს, როგორც pagus Bracbatensis, რომელიც მდებარეობს მდინარეების შელდას და დაილს შორის. 843 წლის ვერდენის ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ეს ტერიტორია იყო ლოთარინგიის ნაწილი იმ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, როცა შუა-ფრანკთა სამეფო არსებობდა. საბოლოოოდ, იგი გადავიდა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს შემადგენლობაში 880 წლის რიბემონის ხელშეკრულების მიხედვით.

ადრეულ რომაულ პერიოდში, ამავე მხარეში ცხოვრობდნენ ნერვიები, ბელგიური ტომი. ისინი გაერთიანდნენ რომის პროვინცია ბელგიკაში და ითვლებოდნენ, რომ როგორც კელტური, ასევე გერმანული კულტურულული თვისებების მატარებლად. რომის იმპერიის ხანის მიწურულს რეგიონი დაიპყრეს გერმანელმა ფრანკებმა .

959 წელს აღმოსავლეთ გერმანიის ფრანკთა მეფემ ოტო I-მა გოდფრის, იულიხის ძეს, აუმაღლა წოდება და ქვემო ლორეინის გრაფად დანიშნა. 962 წელს საჰერცოგო გახდა წმინდა რომის იმპერიის განუყოფელი ნაწილი, სადაც გოდფრის მემკვიდრეები, კერძოდ არდენ-ვერდუნების დინასტიის წარმომადგენლები (გრაფების გვარი) აგრეთვე მართავდნენ ბრაბანტის გაუს. აქ ლოივენის ძალაუფლება გაიზარდა, როდესაც ლამბერტ I-მა (წვეროსანმა) ცოლად შეირთო გერბერგა, ქვემო ლორენის გრაფის, ჩარლზის ქალიშვილი, და, შესაბამისად, მიიღო ბრიუსელის ოლქი. დაახლოებით 1024 წელს სამხრეთ ბრაბანტი დაეცა რეჯინარ V მონთან ბრძოლის (თავდაპირველად ბერგენი, მოგვიანებით ჰაინაუთი) შემდეგ. შედეგად, დასავლეთის საიმპერატორო მიწები მდინარე შელდეს სანაპირომდე გადავიდა ფრანგი ჰერცოგის — ბალდვინ V ფლანდერსის დაქვემდებარების ქვეშ 1059 წელს. 1085 წელს, ლოთარინგიის გრაფ პალატინ ჰერმან II-ის გარდაცვალების შემდეგ, საღვთო რომის იმპერატორმა ჰაინრიხ IV-მ მდინარეების — დანდრისა და ზენეს შორის არსებული ტერიტორიის, როგორც ბრაბანტის ერთ-ერთი ლანდგრავიატის, კონტროლი დააკისრა ლოივენისა და ბრიუსელის გრაფს, ჰენრი III-ს.

დაახლოებით ასი წლის შემდეგ, 1183/1184 წლებში, იმპერატორმა ფრიდრიხ I-მა ბარბაროსამ ფორმალურად ჩამოაყალიბა ბრაბანტის საჰერცოგო და შექმნა ბრაბანტის ჰერცოგის მემკვიდრეობითი წოდება ჰენრი I ბრაბანტელის სასარგებლოდ, რომელიც ლოივენის გრაფის, გოდფრი III-ის შვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი სახელმწიფო ჯერ კიდევ საკმაოდ მცირე იყო და შემოიფარგლებოდა მდინარეების დენდერსა და ზენეს შორის არსებული ტერიტორიით, რომელიც მდებარეობს ბრიუსელის დასავლეთით — XIII საუკუნიდან მოყოლებული, მისი სახელი ჰერცოგების კონტროლის ქვეშ მყოფ მთელ ტერიტორიას ეწოდებოდა.

1190 წელს, გოდფრი III-ის გარდაცვალების შემდეგ, ჰენრი I ასევე გახდა ქვედა ლოთარინგიის ჰერცოგი. ამ დროისთვის ტიტულს უკვე დაკარგული ჰქონდა ტერიტორიული ავტორიტეტის უმეტესი ნაწილი. პროტოკოლის თანახმად, ამის შემდეგ მის ყველა მემკვიდრეს უწოდეს ბრაბანტისა და ქვემო ლოთარინგის ჰერცპგი (რომელთაც ხშირად უწოდებდნენ ლოთიერს ჰერცოგებს).

მას შემდეგ, რაც მოხდა ვორინგენის ბრძოლა 1288 წელს, ბრაბანტის ჰერცოგებმა ასევე მოიპოვეს ლიმბურგის საჰერცოგოს და ოვერმაასის მიწები (მდინარე მაასის მიმდებარე ტერიტორია). 1354 წელს ბრაბანტის ჰერცოგმა ჯონ III-მ თავისუფლების ქართიის გამოქვეყნებით მოსახლეობას და თავის მსახურებს თავისუფლება მიანიჭა.

ბურგუნდიისა და ჰაბსბურგის ნიდერლანდები

რედაქტირება

1430 წელს ქვემო ლოთარინგიის, ბრაბანტისა და ლიმბურგის საჰერცოგოები მემკვიდრეობით მიიღო ფილიპ III ბურგუნდიელმა და ბურგუნდიის ნიდერლანდების ნაწილი გახადა.

1477 წელს ბრაბანტის საჰერცოგო ჰაბსბურგების სახლის ნაწილი გახდა, რაც მარია ბურგუნდიელის ქორწინების „მზითევი“ იყო. იმ დროს საჰერცოგოს ტერიტორია ვრცელდებოდა ლუტრედან, სამხრეთით ნიველედან ჰერტოგენბოსიმდე, ხოლო მისი დედაქალაქი იყო ლოივენი. ბრაბანტის შემდგომი ისტორია ჰაბსბურგის ჩვიდმეტი პროვინციის ისტორიის ნაწილია.

 
ბრაბანტის საჰერცოგო მე-15 საუკუნეში

ოთხმოცწლიანი ომი და ბრაბანტის დაყოფა

რედაქტირება
 
Novissima et Accuratissima Brabantiae Ducatus Tabula (ბრაბანტის საჰერცოგოს „ზუსტი“ რუკა; ჰედრიკ ჰონდიუსი (1629)

ოთხმოცდაათწლიანმა ომმა 1568–1648 წლებში ჩრდილოეთ აჯანყებულთა სამხედრო კონტროლის ქვეშ მოიყვანა ჩრდილოეთ ნაწილები (არსებითად ჰოლანდიის ამჟამინდელი პროვინცია ჩრდილოეთ ბრაბანტი). 1648 წელს ვესტფალიის ზავის მიღების შემდეგ გამოცხადდა გაერთიანებული პროვინციების დამოუკიდებლობა და ჩრდილოეთ ბრაბანტი ოფიციალურად შევიდა გაერთიანებული პროვინციების სახელმწიფოში, როგორც სტაატ-ბრაბანტი, ფედერაციულად მართული ტერიტორია და ჰოლანდიის რესპუბლიკის ნაწილი .

სამხრეთი ნაწილი ესპანეთის ჰაბსბურგების (ესპანეთის ნიდერლანდები) კონტროლის ქვეშ დარჩა, როგორც სამხრეთ ნიდერლანდების ნაწილი. ის 1714 წელს გადაეცა ჰაბსბურგის ავსტრიულ საგვარეულოს. ბრაბანტი შედიოდა ბელგიის არაღიარებულ შეერთებულ შტატებში, რომელიც არსებობდა 1790 წლის იანვრიდან დეკემბრამდე იმპერატორ იოზეფ II-ის წინააღმდეგ განხორციელებული ხანმოკლე აჯანყების დროს, სანამ იმპერიულმა ჯარებმა დაიბრუნეს ავსტრიული ნიდერლანდები ლეოპოლდ II-ისთვის, რომელიც თავისი ძმის შემდეგ ავიდა ტახტზე.

ტერიტორიას გადაუარეს 1794 წელს საფრანგეთის რევოლუციის დროს, ხოლო ოფიციალური ანექსია საფრანგეთმა 1795 წელს მოახდინა. ბრაბანტის საჰერცოგო დაიშალა და ტერიტორიის რეორგანიზაცია და დიო-ნეტეს და დაილის დეპარტამენტებადგადაქცევა მოჰყვა (დღევანდელი ანტვერპენის პროვინცია).

1815 წელს, ნაპოლეონ ბონაპარტის დამარცხების შემდეგ, ვენის კონგრესზე შეიქმნა ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფო. ნიდერლანდებს დაუბრუნდა სამი ძველი პროვინცია, როგორც ჩრდილოეთ ბრაბანტი, ანტვერპენი და სამხრეთი ბრაბანტი. ეს ორი უკანასკნელი თანამედროვე ბელგიის ნაწილი გახდა, როდესაც იგი შეიქმნა 1830 წელს. სამხრეთ ბრაბანტი გახდა უბრალოდ ბრაბანტის პროვინცია.

ბრაბანტის ქალაქები

რედაქტირება

ბრაბანტს ჰქონდა როგორც გალავნით გამაგრებული, ისე უგალავნო ქალაქები. უგალავნო ქალაქებს არ ჰქონდათ კედლების აშენების უფლება. ვაჭრობა დაიშვებოდა გალავნებიან რაიონებში და, როგორც წესი, ამ უფლების დაშვების შედეგად მოხდა მოსახლეობის ბევრად უფრო დიდი ზრდა და ძირითადი სოფლების და შემდგომ ქალაქების განვითარება. უკედლო ქალაქებს ასევე ჰქონდათ ბაზრების გამართვის უფლება, რომლებსაც მართავდნენ ქალაქის დიდ მოედნებზე. ეს მათ განასხვავებს მათი მიმდებარე სოფლებისგან, რომლებსაც არ ჰქონდათ ბაზრების გამართვის უფლება და არ ფლობდნენ საბაზრო მოედნებს. უგალავნოდ გაყოფნა იმას ნიშნავდა, რომ ამ ადგილების ზოგიერთი ნაწილი ჰოლანდიური რევოლუციისა და სხვავ ომებისგან მძიმედ დაზიანდა.

გალავნიანი

რედაქტირება
  • ლოივენი: ბრაბანტის მთავარი ქალაქი, საიდანაც დაიწყო საჰერცოგოს გაფართოება. 1425 წლიდან საუნივერსიტეტო ქალაქია.
  • ტიენენი: ლოივენის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი.

უგალავნო

რედაქტირება

ბრიუსელი

რედაქტირება

გალავნიანი

რედაქტირება

უგალავნო

რედაქტირება
  • გენაპე: პატარა ქალაქი ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი ბაზრით.
  • ლა-ჰულპე: მცირე ზომის ქალაქი, ზოგი თვლის სოფლად.

ანტვერპენი

რედაქტირება

გალავნიანი

რედაქტირება
  • ანტვერპენი: ბელგიის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო ქალაქი
  • ბრედა: ანტვერპენის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო დანიშნულების მქონე ქალაქი.

უგალავნო

რედაქტირება
  • გეელი: ცნობილია სამედიცინო ცენტრებით.

ჰერტოგენბოსი

რედაქტირება

გალავნიანი

რედაქტირება
  • ჰოისდენი: მდებარეობს ჰერტოგენბოსის ჩრდილოეთით და უწოდებენ „აუღებელ ქალაქს“ (სამხედრო გაგებით).
  • ჰელმოდი: განსაკუთრებული თავდაცვითი ქალაქი.

უგალავნო

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brabant // Encyclopedic Dictionary of Brockhaus and Efron  : in 86 volumes (82 volumes and 4 additional). - SPb. , 1890-1907.
  • André Uyttebrouck, Le gouvernement du duché de Brabant au bas Moyen Age : 1355-1430, Université libre de Bruxelles, 1975, (ISBN 2-8004-0603-8), 552 p.
  • Mina Martens, La politique de Clément VI, 1342-1352, dans les principautés belges d'après les registres aux lettres secrètes, 1947, 47 p.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Alfabetisch overzicht van de stadsrechten in Nederland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-24. ციტირების თარიღი: 2016-07-24.
  2. Salmon, Thomas (1745). Modern History Or the Present State of All Nations. https://books.google.com/books?id=wLI-AAAAcAAJ, გვ. 222.