ბჟედუხი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბაკყარეთში
ბჟედუხი — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე.[1] სიმაღლე ზღვის დონიდან 4373 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კოშკებად ასვეტილი, თოვლით დაფარული ციცაბო კლდეები მწვერვალს ძნელად ასავლელს ხდის. ბჟედუხზე ასვლა სჯობს ჩრდილოეთის მხრიდან — ადილსუს ხეობიდან კაშკატაშის მყინვარით, ხოლო სამხრეთიდან ჭალაათისა და ლეხზირის მყინვარებიდან.[2]
ბჟედუხი | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′20″ ჩ. გ. 42°41′43″ ა. გ. / 43.172417° ჩ. გ. 42.695528° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 4373 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 38.
- ↑ ჯავრიშვილი კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 477.