კაშკატაშის მყინვარი
კაშკატაშის მყინვარი (რუს. Кашкаташ) — ხეობის ტიპის მყინვარი რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში. მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ადილსუს ხეობაში.[1]
კაშკატაშის მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 43°11′35″ ჩ. გ. 42°41′30″ ა. გ. / 43.19306° ჩ. გ. 42.69167° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ყაბარდო-ბალყარეთი |
ქედი | კავკასიონი |
ფართობი | 2.5 კმ² |
სიგრძე | 4.6 კმ |
ტიპი | ხეობური |
იწყება კაშკატაშის უღელტეხილიდან. ფართობი 2.5 კმ², სიგრძე 4.6 კმ, უმდაბლესი წერტილის სიმაღლე 2600 მ.[2] საზრდოობს ფირნული ველითა და ულუყარის, ბჟედუხისა და თავისუფალი ესპანეთის პიკიდან ჩამომავალი ზვავით. აღმოსავლეთით ერთვის მწვერვალ ულუყარიდან ჩამოცოცებულ მნიშვნელოვან ყინულოვან ნაკადს. მყინვარის ბოლო მოქცეულია მაღალ რიგელზე.[1]
ზედაპირზე აქვს მყინვარის კალაპოტის საფეხურებით განპირობებული ორი მნიშვნელოვანი ვარდნილი. 1966 წლის მდგომარეობით ფირნის ხაზი გადიოდა 3200 მ-ზე. 1887 წლიდან 1967 წლამდე მყინვარმა უკან დაიხია 670 მ-ით. უკან დახევის საშუალო სიჩქარეა ~8.5 მ წელიწადში.[1]
სხვადასხვა წყაროებში კაშკატაში განსხვავებული სახელწოდებით მოიხსენიება. პოდოზერსკის მიერ შედგენილ კავკასიის მყინვართა პირველ კატალოგში იგი აღნიშნულია როგორც კაშკათაუ.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Реферативный журнал. Геодезия и аэросъемка, Выпуск 1, 1970
- ↑ И.С. Бушуева, О.Н. Соломина. Колебания ледника Кашкаташ в XVII–XXI вв. по картографическим, дендрохронологическим и лихенометрическим данным. Лёд и Снег, 2012, № 2 (118)
- ↑ Подозерский К.И. Ледники Кавказского хребта // Зап. Кавказского отделения Императорского Русского геогра-фического общества. 1911. Кн. 29. Вып. 1. 200 с.