ბოჰუმილ ჰრაბალი (დ. 28 მარტი, 19143 თებერვალი, 1997) — ჩეხი მწერალი. ხშირად მეოცე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ჩეხ მწერლად მოიხსენიებენ.[15]

ბოჰუმილ ჰრაბალი
ჩეხ. Bohumil Hrabal
დაბადების თარიღი 28 მარტი, 1914(1914-03-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10]
დაბადების ადგილი Brno-Židenice[11] [12] ან Židenice[10]
გარდაცვალების თარიღი 3 თებერვალი, 1997(1997-02-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი პრაღა, ჩეხეთი[11] [4] [8] [10]
დასაფლავებულია Hradištko და Cemetery in Hradištko[13]
საქმიანობა მწერალი[11] [8] , რომანისტი, სცენარისტი[10] , პოეტი ადვოკატი, პოეტი[8] [10] და პროზაიკოსი[4] [10]
ენა ჩეხური ენა
მოქალაქეობა  ჩეხოსლოვაკია
 ჩეხეთი
ალმა-მატერი კარლის უნივერსიტეტი და კარლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი[12]
ჟანრი პოეზია და გამოგონილი ისტორია
Magnum opus მილოშ ჰრმა, მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს და Too Loud a Solitude
ჯილდოები ღისების მედალი, იაროსლავ სეიფერტის პრემია, პადუის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[14] , კლემენტ გოტვალდის სახელობის სახელმწიფო პრემია, Meritorious Artist და Q3910560?
მეუღლე Eliška Hrabalová
ნათესავ(ებ)ი Bohuslav Kilian და Eva Kilianová
ხელმოწერა

ადრეული წლები

რედაქტირება

ბოჰუმილ ჰრაბალი დაიბადა 1914 წლის28 მარტს ზიდენიცეში (დღევანდელი ბრნოს გარეუბანი), მორავიის მარკაში (იმდროინდელი ავსტრია-უნგრეთის იმპერია). 2009 წელს ბრნოში გამართულ გამოფენაზე განაცხადეს, რომ მისი ბიოლოგიური მამა ბოჰუმილ ბლეჩა (1893-1970) უნდა ყოფილიყო, რომელიც დედამისზე, მარი ბოჟენა კილიანოვაზე (1893-1970) ერთი წლით უფროსი იყო. მარის მშობლები ქალიშვილის ბლეჩაზე გათხოვებას ეწინააღმდეგებოდნენ, რადგანაც იგი ავსტრო-უნგრეთის არმიაში სამსახურს აპირებდა.[16] პირველი მსოფლიო ომი ავტორის დაბადებიდან 4 თვის შემდეგ დაიწყო. ბლეჩა იტალიის ფრონტზე იბრძოდა.[17] ჰრაბალის ნახევარდის შენიშვნით, ბოჰუმილი და მისი ბიოლოგიური მამა ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან.[17]

ჰრაბალის ბიძა, ბოჰუსლავ კილიანი (1892-1942) იურისტი, ჟურნალისტი და ჟურნალების Salon და Měsíc გამომცემელი იყო. მოგვიანებით იგი გერმანულ ჟურნალს Der Monat გამოსცემდა, რომელიც მთელ ევროპაში ვრცელდებოდა, გარდა ნაცისტური გერმანიისა.[18][19]

1920 წელს ჰრაბალი ნიმბურკის დაწყებით სკოლაში მიიყვანეს. 1925 წლის სექტემბერში მან 1 წელი ბრნოს გრამატიკის სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით, ნიმბურკის ტექნიკურ სკოლაში პირველ ჯერზე ვერ ჩააბარა და მხოლოდ მეორე წელს ჩაირიცხა.[16][20]

ომისდროინდელი და შემდგომი მოღვაწეობა

რედაქტირება

1934 წლის ივნისში ჰრაბალმა სკოლაა დაამთავრა და უნივერსიტეტის ტექნიკურ კურსებზე დაშვების ნებადამრთველი სერთიფიკატი მიიღო. 1 წლის განმავლობაში ლათინურს სწავლობდა. 1935 წლის 3 ოქტომბერს სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა. 4 დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს ის პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სამართლის მიმართულებაზე ჩაირიცხა. იმის გამო, რომ ჩეხეთის უნივერსიტეტები 1939 წლის ნოემბრიდან დაიხურა და ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში დახურული იყო, ჰრაბალმა უნივერსიტეტის დარსულება მხოლოდ 1946 წლის მარტისთვის შეძლო.[21][22] II მსოფლიო ომის დროს ჰრაბალი ნიუმბურკის მახლობლად რკინიგზის მუშად და დისპეტჩერად მუშაობდა. ამ პერიოდის გამოცდილება ავტორმა წიგნში „მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ (ჩეხ. Ostře sledované vlaky) აღწერა. სხვადასხვა დროს მუშაობდა სადაზღვევო აგენტად (1946-1947) და კომივოიაჟორად (1947-1949). 1949-1952 წლებში ვლადიმირ ბოუდნიკთან თანამშრომლობისას მიღებულმა გამოცდილებამ გავლენა იქონია მის „ჰიპერრეალისტურ“ ტექსტებზე.

ადრეული სამწერლო კარიერა

რედაქტირება

ჰრაბალმა სამწერლო მოღვაწეობა 1948 წელს პოეტური კრებულით Ztracená ulička დაიწყო, თუმცა კომუნისტურმა რეჟიმმა ეს კრებული უარყო. 1950-იან წლებში ჰრაბალი იატაკქვეშა ლიტერატურული მოძრაობის წევრი იყო, რომელსაც ირჟი კოლარჟი მეთაურობდა.[23] ჰრაბალი ჯგუფისთვის მოთხრობებს წერდა, თუმცა მათ გამოქვეყნებას არ ცდილობდა.

1956 წელს ჩეხ ბიბლიოფილთა ასოციაციის ყოველწლიური მოხსენების დამატებაში ჰრაბალის ორი მოთხრობა გამოქვეყნდა. ჰრაბალის პირველი წიგნი ხრამის მარგალიტები 1963 წელს დაიბეჭდა, რასაც ცეკვის გაკვეთილები ხანდაზმული ასაკისთვის (Taneční hodiny pro starší a pokročilé) და მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ (Ostře sledované vlaky) მოჰყვა.

შემდგომი კარიერა

რედაქტირება

1968 წლის შემდეგ, ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის პაქტის 5 ქვეყნის შეჭრის შემდეგ ჰრაბალს წიგნების გამოცემა აუკრძალეს.[24] 1970 წელს მისი ორი წიგნი, Domácí úkoly და Poupata დაბეჭდვისა და აკინძვის შემდეგ გაანადგურეს. შემდეგ წლებში ჰრაბალის ნაწარმოებები სამიზდატმა გამოსცა, მათ შორის: პატარა ქალაქი, სადაც დრო გაჩერდა და ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს. სამიზდატის მეშვეობით იატაკქვეშ გამოიცა რომანი მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა. ავტორი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას ერიდებოდა და ამიტომაც არ მოუწერია ხელი „ქარტია 77-სთვის“. 1994 წლის 11 იანვარს ჰრაბალი ჩეხეთის პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველს, ამერიკის პერზიდენტ ბილ კლინტონსა და გაეროში აშშ-ის ელჩ მადლენ ოლბრაიტს შეხდა.[25][26][27]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1940-იანი წლებიდან 1973 წლამდე ჰრაბალი უმეტესწილად პრაღაში, ლიბენში ცხოვრობდა. მისი საცხოვრებელი სახლი 1988 წლის გაზაფხულზე განადგურდა. 1956 წელს ჰრაბალი ელიშკა პლევოვაზე დაქორწინდა.

ჰრაბალი 1997 წელს გარდაიცვალა. ის საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, როცა მტრედების გამოკვებას ცდილობდა. მისი ექიმის თქმით, ეს თვითმკვლელობა იყო.

ბოჰუმილ ჰრაბალის შესახებ მილან კუნდერამ თქვა: ბოჰუმილ ჰრაბალზე მეტად მომხიბლავ პრაღას ვერავინ განასახირებს. იგი ხალხის იუმორს ბაროკოს წარმოსახვასთან აერთიანებს.

ნაშრომები

რედაქტირება
  • Ztracená ulička (დაკარგული ხეივანი), Nymburk: Hrádek, 1948
  • Perlička na dne (ხრამის მარგალიტები), Prague: CS, 1963.
  • Pábitelé (მოლაყბეები), Prague: MF, 1964.
  • Taneční hodiny pro starší a pokročilé (ცეკვის გაკვეთილები ხანდაზმული ასაკისთვის) Prague: CS, 1964.
  • Ostře sledované vlaky (მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ), Prague: CS, 1965.
  • Inzerát na dům, ve kterém už nechci bydlet (რეკლამა სახლისთვის, სადაც აღარასდროს ვიცხოვრებ), Prague: MF, 1965.
  • Automat svět (მსოფლიო კაფეტერია/ მისტერ ბალთისბერგერის სიკვდილი), 1966.
  • Toto město je ve společné péči obyvatel (ეს ქალაქი ერთობლივად იმართება მისი მკვიდრების მიერ), Prague: CS, 1967.
  • Morytáty a legendy (მკვლელობის ბალადები და სხვა ლეგენდები), Prague: CS, 1968.
  • Domácí úkoly (საშინაო დავალება), Úvahy a rozhovory. Prague: MF, 1970.
  • Poupata (კვირტები), Prague: MF, 1970, confiscated and burnt by the Communist regime
  • Obsluhoval jsem anglického krále ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს , Prague: Petlice, 1971 (samizdat)
  • Něžný barbar (ნაზი ბარბაროსი), Prague: Petlice, 1973 (secret anti-Communist publishing house); Exile edition: Index, Koeln, 1981.
  • Postřižiny (მოკლედ დაჭრა), Prague: Petlice, 1974 (secret anti-Communist publishing house)
  • Městečko, kde se zastavil čas (პატარა ქალაქი, სადაც დრო გაჩერდა), Prague: Petlice, 1974 (secret anti-Communist publishing house); Exile Edition: Comenius, Innsbruck, 1978.
  • Příliš hlučná samota (მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა), Prague: Ceska expedice 1977 (secret anti-Communist publishing house); Exile edition: Index, Koeln, 1980.
  • Slavnosti sněženek (Snowdrop-ის ფესტივალი), Prague: CS, 1978.
  • Krasosmutnění (მხიარული ბლუზი/მშვენიერი მწუხარება), Prague: CS, 1979.
  • Harlekýnovy milióny (არლეკინის მილიონები), Prague: CS, 1981.
  • Kluby poezie (პოეზიის კლუბები), Prague: MF, 1981.
  • Domácí úkoly z pilnosti, Prague: CS, 1982.
  • Život bez smokingu (ცხოვრება ტუქსედოს გარეშე), Prague: CS, 1986.
  • Svatby v domě (ქორწილი სახლში), Prague: Pražská imaginace, 1986 (secret anti-Communist publishing house); Exile edition: 68 Publishers, Toronto, 1987.
  • Vita nuova, Prague: Pražská imaginace, 1986 (secret anti-Communist publishing house); Exile edition: 68 Publishers, Toronto, 1987.
  • Kličky na kapesníku – Kdo jsem (ცხვირსახოცის კვანძები – ვინ ვარ მე: ინტერვიუები), Prague: Pražská imaginace, 1987 (secret anti-Communist publishing house)
 
Pražská imaginace-ის მიერ გამოცემული 19 ტომიანი კრებული
  • Totální strachy (შიშები: წერილები დუბენკიდან), 1990
  • Listopadový uragán (ნოემბრის ქარიშხალი), Prague: Tvorba, 1990.
  • Ponorné říčky (მიწისქვეშა მდინარეები), Prague: Pražská imaginace, 1991.
  • Růžový kavalír (ვარდისფერი კავალერი), Prague: Pražská imaginace, 1991.
  • Aurora na mělčině (ქვიშიანი ნაპირის ავრორა), Prague: Pražská imaginace, 1992.
  • Večerníčky pro Cassia (კასიუსის ღამის ზღაპრები), Prague: Pražská imaginace, 1993.
  • Atomová mašina značky Perkeo, sc, Prace, 1991
  • Bambino di Praga; Barvotisky; Krásná Poldi, Prague: Československý spisovatel, 1990
  • Básnění, Prague: Pražská imaginace, 1991
  • Bibliografie dodatky rejstříky, Prague: Pražská imaginace, 1997
  • Buďte tak hodná, vytáhněte rolety: výbor z milostné korespondence, Prague: Triton, 1999
  • Chcete vidět Zlatou Prahu?: výbor z povídek, Prague: Mladá fronta, 1989
  • Já si vzpomínám jen a jen na slunečné dny, Nymburk: S Klos, 1998

ადაპტირებული ფილმები

რედაქტირება
  • Fádní odpoledne (მოსაწყენი შუადღე) (1964, 14 წუთი), რეჟ. ივან პასერი (დაფუძნებულია მოთხრობაზე „მოსაწყენი შუადღე“)
  • Smrt pana Baltazara (მისტერ ბალთაზარის სიკვდილი) (1966), რეჟ. ირჟი მენცელი (დაფუძნებულია მოთხრობაზე „მისტერ ბალთისბერგერის სიკვდილი“), ფილმის ხრამის მარგალიტები ნაწილი.
  • Podvodníci (ყალთაბანდები) (1966), რეჟ. იან ნემეცი (დაფუძნებულია მოთხრობაზე „თაღლითები“), ფილმის ხრამის მარგალიტები ნაწილი.
  • Dům radosti (ჯოის სახლი) (1966, 22 წუთი), რეჟ. ევალდ შორმი (დაფუძნებულია რომანის Bambini di Praga V თავის მოტივებზე, 1947) ფილმის ხრამის მარგალიტები ნაწილი.
  • Automat Svět (მსოფლიო კაფეტერიაში) (1966), რეჟ. ვერა ჩიტილოვა (დაფუძნებულია მოთხრობაზე „მსოფლიო ბარი“) ფილმის ხრამის მარგალიტები ნაწილი.]
  • Romance (სასიყვარულო რომანი) (1966), რეჟ. იარომილ ჟირეზი (დაფუძნებულია მოთხრობაზე „ბოშის სასიყვარულო რომანი“) ფილმის ხრამის მარგალიტები ნაწილი.
  • Sběrné surovosti / Makabratura (უსარგებლო მაღაიაზია) (1965, 31 წუთი), რეჟ. იურაჟ ჰერცი (დაფუძნებულია მოთხრობაზე „ბარონი მიუნჰაუზენი“)
  • Ostře sledované vlaky (მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობისს ქვეშ) (1966, 79 წუთი), რეჟ. ირჟი მენზელი(დაფუძნებულია რომანის „მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ მოტივებზე)
  • Skřivánci na niti (1969, 90 წუთი), რეჟ. ირჟი მენცელი (დაფუძნებულია მოთხრობების „რეკლამა სახლისთვის, სადაც აღარასდროს ვიცხოვრებ“ მოტივებზე)
  • Postřižiny (1980, 94 წუთი), რეჟ. ირჟი მენცელი (დაფუძნებულია რომანზე „Postřižiny“)
  • Mořská Miss (რეჟ. მაგდალენა პრიჰოდოვა) (1981) (დაფუძნებულია რომანის „სირინოზი“ ერთ-ერთ თავზე „ასეთი მშვენიერი დილა“)
  • Slavnosti sněženek (1983, 87 წუთი), რეჟ. ირჟი მენცელი
  • Něžný barbar (ნაზი ბარბაროსი) (1989, 88 წუთი), რეჟ. პეტრ კოლიჰა (დაფუძნებულია რომანზე „რბილი ბარბაროსი“)
  • Andělské oči (ანგელოზის თვალები) (1994, 90 წუთი), რეჟ. დუშან კლეინი
  • Une trop bruyante solitude (მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა) (1995, 110 წუთი), რეჟ. ვერა კაისი (დაფუძნებულია რომანზე მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა)
  • Obsluhoval jsem anglického krále (ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს) (2006, 120 წუთი), რეჟ. ირჟი მენცელი (დაფუძნებულია რომანზე ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Czech National Authority Database
  5. 5.0 5.1 Encyklopedie dějin města Brna — 2004.
  6. 6.0 6.1 Babelio — 2007.
  7. 7.0 7.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 The Fine Art Archive — 2003.
  9. 9.0 9.1 Munzinger Personen
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 Vědecká knihovna v Olomouci REGO
  11. 11.0 11.1 11.2 Deutsche Nationalbibliothek Record #11882192X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  12. 12.0 12.1 Studenti pražských univerzit 1882–1945
  13. BillionGraves — 2011.
  14. https://www.unipd.it/en/university/history/honorary-degrees
  15. "Bohumil Hrabal", by James Wood (London Review of Books, Vol. 23 No. 1, 2001)
  16. 16.0 16.1 “Vítová: Hrabal dostal šest pětek, a v Brně skončil”, Brněnský deník, 29 March 2009
  17. 17.0 17.1 Novinky.cz, 31.10.2004, reprinted from Právo
  18. Časopis Matice moravská (Matice moravská, 2001)
  19. “Bohuslav Kilian”, by Miroslav Jeřábek, Reflex, 2007, no. 5, pp. 60–63.
  20. http://brnensky.denik.cz/rozhovor/hrabal-dostal-sest-petek-a-v-brne-skoncil20090328.html
  21. A handbook of Czech prose writing, 1940-2005, by B. R. Bradbrook (Sussex Academic Press, 2007)
  22. The Oxford companion to World War II, by Ian Dear, Michael Richard, Daniel Foot
  23. “Očitý svědek (Eye-witness)”, Jiří Kolář (K. Jadrný, 1983)
  24. Buchar, Robert (2003-10-24) Czech New Wave Filmmakers in Interviews. ISBN 9780786417209. 
  25. Kotyk, Petr; Kotyková, Světlana; Pavlíček, Tomáš (2014) Hlučná samota : sto let Bohumila Hrabala : 1914-2014, Kotyk, Petr, 1963-, Kotyková, Světlana, 1963-, Pavlíček, Tomáš, 1972-, Vydání první. Praha. ISBN 9788020432797. OCLC 885931402. 
  26. 100 Years Of Bohumil Hrabal en. ციტირების თარიღი: 2018-05-10
  27. Mazal, Tomáš (2004). Spisovatel Bohumil Hrabal, Vyd. 1, Praha: Torst. ISBN 8072152262. OCLC 56880551.