ბოჰოლის პროვინცია
ბოჰოლის პროვინცია — კუნძული-პროვინცია ფილიპინებში, ცენტრალური ვისაიასის რეგიონში. შედგება მთავარი კუნძულისა და 75 პატარა კუნძულისგან.[2] პროვინციის დედაქალაქია ტაგბილარანი. ბოჰოლის ფართობი 4 821 კმ², ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე 261 კმ-ია. ბოჰოლი ფილიპინების მეათე კუნძულია ფართობის მიხედვით.[3]
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
ბოჰოლის პროვინცია ინგლ. Bohol | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
ადმ. ცენტრი | Tagbilaran | ||
შიდა დაყოფა | ალბუკერკე, ალისია, ანდა, ანტეკერა, ბაკლაიონი, ბალილიანი, ბატუანი, ბიენ-უნიდო, ბილარი, ბუენავისტა, კალაპე, კანდიხაი, კარმენი, კატიგბიანი, კლარინი, კორელია, კორტესი, დაგოოი, დანაო, დაუისი, დიმიაო, დუერო, გარსია-ერნანდესი, ხეტაფე, გინდულმანი, ინაბანგა, ხაგნა, ლილა, ლოაი, ლობოკი, ლოონი, მაბინი (ბოჰოლი), მარიბოხოკი, პანგლაო, პილარი, პრესიდენტ-კარლოს-პ.-გარსია, საგბაიანი, სან-ისიდრო, სან-მიგელი, სევილია, სიერა-ბულიონესი, სიკატუნა, Tagbilaran, ტალიბონი, ტრინიდადი, ტუბიგონი, უბაი და ვალენსია | ||
კოორდინატები | 9°54′00″ ჩ. გ. 124°12′00″ ა. გ. / 9.90000° ჩ. გ. 124.20000° ა. გ. | ||
მმართველი | Erico Aristotle Aumentado | ||
დაარსდა | 25 მარტი, 1565 და 22 ივლისი, 1854 | ||
ფართობი | 4820.95 კვადრატული კილომეტრი | ||
მოსახლეობა | 1 394 329 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სატელეფონო კოდი | 38 | ||
საფოსტო ინდექსი | 6300–6346 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.bohol.gov.ph/ | ||
| |||
პირველი კლასის პროვინცია 3 საკონგრესო რაიონად იყოფა. პროვინციაში ერთი შემადგენელი ქალაქი, 47 მუნიციპალიტეტი და 1 109 ბარანგაი მდებარეობს.[4]
პლაჟებისა და კურორტების გამო პროვინცია ტურისტული დანიშნულების ადგილია.[5] ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა ყავისფერი შეფერილობის მქონე კირქვოვანი წარმონაქმნები, შოკოლადის ბორცვებია. მათი ნახვა უმაღლესი წერტილიდან და საჰაერო ტურების მეშვეობითაა შესაძლებელი. ტაგბილარანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პანგლაოს კუნძული წყალქვეშ ყვინთვის ცნობილი ცენტრია. სამხრეთ სანაპიროებზე არაერთი კურორტი და დაივინგ-ცენტრი მდებარეობს.
ბოჰოლი კარლოს გარსიას, ფილიპინების რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტის (1957-1961) მშობლიური პროვინციაა. პრეზიდენტი ტალიბონში დაიბადა.[6]
2013 წლის 15 ოქტომბერს ბოჰოლი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრამ გაანადგურა, რომლის ეპიცენტრიც საგბაიანიდან 6 კმ-ით სამხრეთით მდებარეობდა. მიწისძვრამ, რომელმაც სებუს სამხრეთ ნაწილსაც დიდი ზიანი მიაყენა, 156 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 374 ადამიანი დაშავდა. მიწისძვრის შედეგად ბოჰოლის კულტურული მემკვიდროების რამდენიმე ტაძარი დაზიანდა.[7][8]
2017 წლიდან პროვინციის მთავრობამ მთელი პროვინცია იუნესკოს გლობალური გეოპარკების ქსელის ნომინაციაზე წარადგინა.[9]
გეოგრაფია
რედაქტირებაბოჰოლის სამხრეთით სებუ მდებარეობს, ჩრდილო-აღმოსავლეთით — კუნძული ლეიტე, სამხრეთით, ბოჰოლის ზღვის გადაღმა — მინდანაო. ბოჰოლს სებუსგან სებუს სრუტე გამოყოფს. ორივე კუნძულს საერთო ენა აქვს, თუმცა ბოჰოლანური და სებუანური მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. ბოჰოლის კლიმატი ძირითადად მშრალია. ნალექების მაქსიმუმი ივნისიდან ოქტომბრამდე ფიქსირდება. კუნძულის შიდა ნაწილი უფრო გრილია, ვიდრე სანაპირო ზოლი.[10]
ფიზიკური
რედაქტირებაპროვინციის ფართობი 4 821 კმ², ხოლო სანაპირო ხაზის სიგრძე 261 კმ-ი. ბოჰოლის ფილიპინების მეათე კუნძულია ფართობის მიხედვით. მთავარი კუნძული 70-ზე მეთი პატარა კუნძულითაა გარშემორტყმული, რომელთაგანაც ყველაზე დიდი კუნძული პანგლაოა.
ბოჰოლის რელიეფი ძირითადად მთა-ბორცვიანია. კუნძულის ნახევარზე მეტი კირქვითაა დაფარული. კუნძულის შიდა ნაწილი ფართო პლატოა, პერიფერიებზე კი უფრო დაბალი მთებია.
კარმენის მახლობლად შოკოლადი ბორცვები მდებარეობს. კონუსური ფორმის ბორცვების რაოდენობა 1 200-ს აღემატება. ბორცვებზე გაზრდილი ბალახი ზაფხულში ყავისფერ შეფერილობას იღებს და ბორცვები შოკოლადის კონუსებს ემსგავსება. ბორცვები დიდი გამყინვარების დროს მარჯნის რიფებისგან დარჩენილი კირქვოვანი წარმონაქმნებია. შოკოლადის ბორცვები ფილიპინების ერთ-ერთ ბუნებრივ საოცრებად მიიჩნევა და ბოჰოლს ხშირად „ფილიპინების ძვირფას ქვას“ უწოდებენ. ბორცვები ბოჰოლის გერბზეა გამოსახული.
ბოჰოლში 114 წყარო, 172 ნაკადული და ოთხი მთავარი მდინარე მოედინება.[11] უდიდესი მდიანრე ინაბანგაა, რომელიც პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიედინება. კუნძულის ცენტრალურ და შუა-სამხრეთ ნაწილში მდინარე ლობოკი მიედინება; მდინარე აბატანი პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ხოლო მდინარე იპილი ჩრდილოეთ ნაწილში მიედინება. პროვინციაში ერთადერთი ბუნებრივი ტბა კუნძულ კაბილაოს ტბაა, რომელსაც დანაოს ან ლანაოსაც ეძახიან.[12]
კუნძულზე უამრავი ჩანჩქერი და გამოქვაბული მდებარეობს, მათ შორის მაგ-ასოს ჩანჩქერი ანტექერაში. მაგ-ასო ადგილობრივთა ენაზე „კვამლს“ ნიშნავს. წყალი ცივია და ხშირად დილაობით ისეთი ნისლი წარმოიქმნება, ჩანჩქერი იფარება.
ბოჰოლის უდიდესი დაბლობის ტყე, რომელიც კუნძულის სამხრეთ ნაწილში, ბილარის მახლობლად მდებარეობს, რაჯაჰ-სიკატუნის დაცული ლანდშაფტის შემადგენლობაში შედის.
კლიმატი
რედაქტირებანოემბრიდან აპრილამდე პროვინციაში ჩრდილო-აღმოსავლეთი მუსონები ქრის. იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს პერიოდი წელიწადის ყველაზე რბილი პერიოდია. საშუალო დღიური ტემპერატურა 28 °C-ია (82 °F), ხოლო ღამით 25 °C (77 °F). ზაფხულის სეზონი მაისიდან ივლისამდე გრძელდება და მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობაა დამახასიათებელი. აგვისტოდან ოქტომბრამდე პროვინციაში სამხრეთ-დასავლეთი მუსონები ჭარბობს. ეს სეზონი ცვალებადია და უნალექო კვირებს წვიმიანი დღეები ცვლის.ბოჰოლში წელიწადის ნებისმიერ დღეს შეიძლება გაწვიმდეს, თუმცა ძლიერი წვიმები ძირითადად ნოემბრიდან იანვრამდე გრძელდება.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაბოჰოლის პროვინცია მთავარ კუნძულსა და 75 პატარა კუნძულს მოიცავს. პროვინცია 47 მუნიციპალიტეტს,[13] 1 შემადგენელ ქალაქს და 1 109 ბარანგაის მოიცავს.[14]
ეკონომიკა
რედაქტირებაკუნძულის ეკონომიკაში წამყვან როლს ტურიზმი ასრულებს. ტურისტთა რაოდენობის ზრიდს კვალდაკვალ ტაგბილარანის აეროპორტი ბოჰოლი-პანგლაოს საერთაშორისო აეროპორტმა ჩაანაცვლა, რომლის ინაუგურაციაც 2018 წლის 27 ნოემბერს გაიმართა.[15]
გალერეა
რედაქტირება-
ალონის პლაჟი
-
შოკოლადის ბორცვები
-
მდინარე ლობოკი
-
მაჰოგანის ტყე ბოჰოლში
-
ბაკლაიონის ტაძარი
-
პანგლაოს საგუშაგო კოშკი
-
ტარსიერი
-
კალამაი
ლიტერატურა
რედაქტირება- (1906) The Philippine Islands, 1493–1898, Historical introduction and additional notes by Edward Gaylord Bourne, Cleveland, Ohio: Arthur H. Clark Company. „Explorations by early navigators, descriptions of the islands and their peoples, their history and records of the catholic missions, as related in contemporaneous books and manuscripts, showing the political, economic, commercial and religious conditions of those islands from their earliest relations with European nations to the close of the nineteenth century.“
- Bohol Chronicle Daily (12 აპრილი, 2017). „9 killed in PNP, AFP-Abu Sayaff clash“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
და|archivedate=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - Cebu Daily News, Victor Anthony V. Silva (29 აპრილი, 2017a). „ONE YEAR RECOVERY: ABU SAYYAF in Bohol, the aftermath“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
და|archivedate=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - Cebu Daily News, Cris Evert Lato-Ruffolo, Jose Santino S. Bunachita (25 მაისი, 2017b). „Martial law declaration to affect tourism in Cebu, Bohol“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მაისი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
და|archivedate=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - Cebu Daily News, Victor Anthony V. Silva (7 მაისი, 2017c). „Bohol to offer 'fiesta package' to tourists“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მაისი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
და|archivedate=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - EERI, Jes B. Tirol (1990). „Philippine Earthquake“ (PDF). EERI Newsletter. EERI. 24 (6). დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 8 მარტი, 2004. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archivedate=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - Foreman, John (1906). The Philippine Islands. A political, geographical, ethnographical, social and commercial history of the Philippine Archipelago and its political dependencies, embracing the whole period of Spanish rule, 3rd, New York: Charles Scribner's Sons. OCLC 3567688.
- Gardner, Robert. Readings From Bohol's History. Bountiful Bohol (1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი, 2001.
- Hellingman, Jeroen. Provincial Symbols of Bohol. Bohol.ph (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო, 2015.
- Hellingman, Jeroen. A Short History of Bohol (Part I). Bohol.ph (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი, 2016.
- Hellingman, Jeroen. A Short History of Bohol (Part II). Bohol.ph (2002). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი, 2016.
- NEDA. (2000)Region VII. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 სექტემბერი, 2000.
- New York Times, Floyd Whaley (14 ოქტომბერი, 2013). „Major Earthquake Strikes Central Philippines“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-18. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Cajes, Alan S.. A Brief History of Bohol (2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი, 2004.
- Tirol, Jes Belarmino. TOPONYMS OF BOHOL AND ITS TOWNS Part 1 (9 იანვარი, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 იანვარი, 2011.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ Bohol Island Philippines. Bohol Philippines Travel Guide. ციტირების თარიღი: 20 თებერვალი, 2009.
- ↑ The Island-Province of Bohol bohol.gov.ph Retrieved 15 November 2006.
- ↑ Bohol Profile Executive Brief. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-10.
- ↑ Socio-economic Profile დაარქივებული 2015-11-19 საიტზე Wayback Machine. bohol.gov.ph
- ↑ Bountiful Bohol დაარქივებული 2017-03-12 საიტზე Wayback Machine. aenet.org Retrieved 15 November 2006.
- ↑ Philippines quake hits Cebu and Bohol BBC News. Retrieved on 15 October 2013
- ↑ Powerful quake kills 74 people, destroys heritage churches in Bohol, Cebu GMA News Online. Retrieved on 15 October 2013
- ↑ http://www.boholchronicle.com.ph/2017/10/18/chocolate-hills-positioned-to-be-phs-1st-unesco-global-geopark/
- ↑ Bohol: Growth Rate Made a Sudden Leap to 2.95 Percent (Results from the 2000 Census of Population and Housing, NSO). Philippine Statistics Authority (September 10, 2002). ციტირების თარიღი: December 14, 2018.
- ↑ (2003) Tubod : the heart of Bohol. Manila: National Commission for Culture and the Arts. ISBN 9718140360.
- ↑ A Glimpse of Loon. Municipality of Loon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 7 May 2019.
- ↑ City and Municipalities of Bohol. Bohol Philippines (August 10, 2018). ციტირების თარიღი: October 18, 2018.
- ↑ Province: BOHOL. Philippine Standard Geographic Code (PSGC). Philippine Statistics Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2018. ციტირების თარიღი: 14 February 2017.
- ↑ Rey, Aika (November 27, 2018). „Duterte inaugurates Bohol-Panglao International Airport“. Rappler. ციტირების თარიღი: October 4, 2019.