მინდანაოს ზღვა
მინდანაოს, იგივე ბოჰოლის ზღვა — მდებარეობს ფილიპინების კუნძულ მინდანაოსა და ვისაიასს შორის. გადაჭიმულია კუნძულ ბოჰოლის სამხრეთით და მინდანაოს ჩრდილოეთით. ზღვაში მდებარეობს ორი მნიშვნელოვანი კუნძული — სიქიჯორი და კამიგუინი. მაქსიმალური სიღრმეა 1975 მ.
ზღვაზე მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქებია: ილიგანი, ბუტუანი, დუმაგუეტე, ოზამისი და ტაგბილარანი.