ბორჯომ-ბაკურიანის კურორტების ჯგუფი

მთის კლიმატური და კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტები აღმოსავლეთ საქართველოში

ბორჯომ-ბაკურიანის კურორტების ჯგუფი — მთის კლიმატური და კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტები აღმოსავლეთ საქართველოშიახალდაბა, ბაკურიანი, ბორჯომი (ლიკანით), პატარა ცემი, წაღვერი, ცემი, ციხისჯვარი, ჩითახევი, ქვიშხეთი, სურამი, აგრეთვე საკურორტო ადგილები — ვარდევანი, დაბა, დვირი, მზეთამზე, სადგერი, ტიმოთესუბანი და სხვ.

კურორტები ამფითეატრად არის განლაგებული ბორჯომის, მდ. მტკვრისა და მისი შენაკადების — ბორჯომულისა და გუჯარეთისწყლის (შავი მდინარე) ხეობებში, აგრეთვე მესხეთისა და თრიალეთის ქედების ფერდობებზე, ზღვის დონიდან 800–1800 მეტრის სიმაღლეზე.

ცალკეული კურორტებისა და საკურორტო ადგილების კლიმატური პირობები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც აიხსნება რელიეფის სხვადასხვაგვარობით (კურორტების განლაგება სხვადასხვა სიმაღლეზე), ტყის მასივების სიხშირით, ჰაერის მასების ცირკულაციის თავისებურებებით და სხვა ფაქტორებით. ტერიტორია მდიდარია მინერალური წყაროებით (უმეტესად აზოტური ნახშირმჟავა). საკურორტო რესურსების სიმდიდრემ და მრავალფეროვნებამ განაპირობა აქ სხვადასხვა პროფილის კურორტების შექმნა.

ლიტერატურა რედაქტირება