დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
დაბა — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის ადმინისტრაციული ერთეული).
სოფელი | |
---|---|
დაბა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
თემი | წაღვერი |
კოორდინატები | 41°48′41″ ჩ. გ. 43°26′56″ ა. გ. / 41.81139° ჩ. გ. 43.44889° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1025 მ |
მოსახლეობა | 194[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის მარჯვენა მხარეს, გვირგვინას ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, ბორჯომი–ბაკურიანის საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე, ზღვის დონიდან 1025 მ-ზე. ბორჯომიდან დაშორებულია 11 კმ-ით, წაღვერიდან — 3 კმ-ით. სოფელში არის რკინიგზის სადგური.
ისტორია
რედაქტირება1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ოსმალთაგან დაპყრობილ სამხრეთ საქართველოში სოფელი დაბა შედიოდა პეტრეს ნაჰიეში, რომელიც პეტრეს ლივაში აღირიცხებოდა. იქ მაშინ მხოლოდ ორი კომლი ქართველი ცხოვრობდა: ბადრია და ალექსა, ძმა მისი, რომლებიც 4 500 ახჩას იხდიდნენ წლიურად. დაბაში ამჟამად XIX საუკუნეში იმერეთიდან და ქართლიდან გადმოსახლებული ქართველები ცხოვრობენ. მათი გვარებია: ჯაფიაშვილი, თედიაშვილი, დათუნაშვილი, შატბერაშვილი, წიქარიშვილი, მესხიძე, ლომიძე, ხაჩიძე და სხვ.
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ორი ძეგლი: მარიამწმინდა და წმინდა გიორგის ეკლესია.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 194 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 238[2] |
2014 | 194 |
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 324-325.
- დოლიძე ვ., ქუჩუკაშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.