ტიმოთესუბანი

სოფელი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტიმოთესუბანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი[4]) — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის თემში). მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ისტორიული თორის ცენტრში, გვირგვინას ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრი, კურორტ წაღვერიდან 2 კილომეტრი. სოფელში არის დაწყებითი სკოლა, კლუბი.

სოფელი
ტიმოთესუბანი

სოფელი ტიმოთესუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი წაღვერი
კოორდინატები 41°48′12″ ჩ. გ. 43°30′51″ ა. გ. / 41.80333° ჩ. გ. 43.51417° ა. გ. / 41.80333; 43.51417
ადრეული სახელები კიმოთესუბანი
ცენტრის სიმაღლე 1100
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 235[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი 367[2]
საფოსტო ინდექსი 1212[3]
ტიმოთესუბანი — საქართველო
ტიმოთესუბანი
borjomi.png
borjomi.png
ტიმოთესუბანი — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ტიმოთესუბანი

ვახუშტი ბატონიშვილი ამ სოფლის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„თორისწყლის (ახლანდელი გუჯარეთისწყალი) აღმოსავლეთით არს კიმოთისმანს მონასტერი, გუმბათიანი, კეთილშენი, მშვენიერს ადგილს...“

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 235 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 254[5]
2014 235  

ტიმოთესუბნის მონასტერი

რედაქტირება

სოფელში დგას XII-XIII საუკუნეებში, სავარაუდოდ, შალვა ახალციხელის ხელშეწყობით აშენებული ეკლესია. სავარაუდოდ, ეკლესიის ტერიტორიაზე უნდა იყოს დაკრძალული თავად შალვა ახალციხელიც. აქვე არის მიუვალ კლდეში ნაკვეთი სახლები, რომლებიც სავარაუდოდ შუა საუკუნეებშია აგებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. http://silknet.com/?module=popup_content&language=ge&product_id=8&type_id=20&attr=city_indexes
  3. http://www.gpost.ge
  4. ს. მაკალათია, ბორჯომის ხეობა, თბ. 1957 წ. გვ. 22
  5. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.