ბორმჟავა
ბორმჟავა, ორთობორმჟავა — სუსტი სამფუძიანი არაორგანული მჟავა ქიმიური ფორმულით . უფერო, ქერცლის მსგავსი კრისტალებია, იხსნება ცხელ წყალში, სპირტში და სხვა ორგანულ ნივთიერებებში. გახურებისას კარგავს წყალს და მიიღება ჯერ მეტაბორმჟავა , შემდეგ კი ბორის ანჰიდრიდი — . ბორმჟავას ურთიერთქმედებით სპირტებთან კონცენტრირებული გოგირდმჟავას თანაობისას მიიღება ბორის ეთერები.
ბორმჟავა | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 61.83 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 1.435 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 170.9 °C |
დუღილის ტემპერატურა | 300 °C |
კლასიფიკაცია | |
CAS | 10043-35-3 |
PubChem | 7628 |
გამოყენება
რედაქტირებაბორმჟავას ეთერები მწვანე ალით იწვის, რასაც ბორის თვისებით რეაქციად იყენებენ. ბორმჟავას იყენებენ აგრეთვე სამინანქრო ნაკეთობათა წარმოებაში. ლაბორატორიულ პრაქტიკაში მისგან ამზადებენ ბუფერულ სისტემებს. მედიცინაში ბორმჟავას ანტისეპტიკურ საშუალებად ხმარობენ. მის წყალხსნარს იყენებენ პირის ღრუსა და ხახაში გამოსავლებად, თვალების ამოსაბანად; ბორმჟავას შემცველ მალამოებს, პასტებს, მოსაფრქვევ ფხვნილს და ბორის სპირტს — კანის ზოგიერთი დაავადების დროს, ყურში ჩასაწვეთებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 473.
- Jolly, W. L. (1991). Modern Inorganic Chemistry, 2nd, New York: McGraw-Hill. ISBN 0-07-112651-1. (ინგლისური)
- (2006) Goodman & Gilman's The Pharmacological Basis of Therapeutics. New York: McGraw Hill. (ინგლისური)
- Cordia JA, Bal EA, Mak WA and Wils ERJ (2003), Determination of some physico-chemical properties of Optibor EP. Rijswijk, The Netherlands: TNO Prins Maurits Laboratory, report PML 2002-C42rr, GLP, Unpublished, confidential data provided by Bor ax Europe Limited (ინგლისური)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბორმჟავა“ ვიკისაწყობში.
- Boric Acid Technical Fact Sheet - National Pesticide Information Center (ინგლისური)
- Boric Acid General Fact Sheet - National Pesticide Information Center (ინგლისური)
- International Chemical Safety Card 0991 (ინგლისური)
- US EPA Pesticide Reregistration Eligibility Decision (ინგლისური)
- National Pollutant Inventory - Boron and compounds (ინგლისური)
- European Chemicals Agency (ECHA)"New Public Consultation on Eight Potential Substances of Very High Concern" - includes Boric Acid. Closes 22 April 2010 (ინგლისური)
- ChemSub Online: Boric acid (ინგლისური)