სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბორენა.

ბორენასაქართველოს დედოფალი XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის მეუღლე, ოსთა მეფის ასული, პოეტი. ბაგრატმა იგი შეირთო ელენე დედოფლის გარდაცვალების შემდეგ.

დედოფალი ბორენა

სვანეთში მაცხოვრის ეკლესიის ღვთისმშობლის ოქროჭედილ ხატს წარწერილი აქვს ერთი იამბიკო, რომლის ავტორადაც მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს ბორენა დედოფალს, თუმცა პავლე ინგოროყვას თვალსაზრისით, იამბიკოს ავტორი უნდა იყოს ცოტნე დადიანის მეუღლე ბორენა.

რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი,

ჰრქვი რაჲ გაბრიელს: „ვარ უფლისა მხევალი,
მე, შენი სამსტუვრე, ქვეყნად მავალი“, –
დაემხო ძალი, პირველ სისხლითა მთრვალი,

ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირმრავალი.

იამბიკო საყურადღებოა თავისი მხატვრული ფორმით. თუ ადრეული ხანის იამბიკოებში რითმა მხოლოდ ჩანასახის ფორმით გვხვდება, ბორენას ლექსში მას უკვე დასრულებული სახე აქვს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 469.
  • ქართული მწერლობა : ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. I, „განათლება“, 1984. — გვ. 54.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება