ბონგბონგ მარკოსი
ფერდინანდ „ბონგბონგ“ რომუალდეს მარკოსი (დ. 13 სექტემბერი, 1957) — ფილიპინელი პოლიტიკოსი, ფილიპინების მე-17 და ამჟამინდელი პრეზიდენტი.[6][7][8] იგი ქვეყნის მე-10 პრეზიდენტის, კლეპტოკრატი და დიქტატორი ფერდინანდ მარკოსისა და ყოფილი პირველი ლედის იმელდა მარკოსის მეორე შვილი და ერთადერთი ვაჟია.[9][10]
ბონგბონგ მარკოსი | |
---|---|
ინგლ. Bongbong Marcos | |
დაბადების თარიღი | 13 სექტემბერი, 1957 (67 წლის) |
დაბადების ადგილი | სან-ხუანი[1] |
მოქალაქეობა | ფილიპინები |
განათლება | Worth School, La Salle Green Hills, St Edmund Hall, უორტონის სკოლა და ოქსფორდის უნივერსიტეტი |
ეროვნება | Ilocano[2] |
მამა | ფერდინანდ მარკოსი |
დედა | იმელდა მარკოსი |
მეუღლე/ები | Louise Araneta Marcos[3] |
შვილ(ებ)ი | Sandro Marcos[4] |
ჯილდოები | Asia's Most Influential Philippines[5] |
bongbongmarcos.com | |
1980 წელს მარკოსი გახდა ჩრდილოეთი ილოკოსის ვიცე-გუბერნატორი, რომელიც დაუპირისპირდა მამამისის პარტიას, რომელიც იმ დროს მართავდა ფილიპინებს საომარ მდგომარეობაში.[11] 1983 წელს იგი გახდა ჩრდილოეთი ილოკოსის გუბერნატორი და ეს თანამდებობა ეკავა მანამ, სანამ მისი ოჯახი ძალაუფლებას არ ჩამოაშორს სახალხო რევოლუციის დროს. ამის შემდეგ, 1986 წლის თებერვალში გაიქცა ჰავაიში.[12] მამის გარდაცვალების შემდეგ 1989 წელს, პრეზიდენტმა კორასონ აკინომ საბოლოოდ მისცა უფლება მის ოჯახს დაბრუნებულიყო ფილიპინებში.[13] მარკოსს და დედამისს, იმელდას, ამჟამად ემუქრებათ დაპატიმრება შეერთებულ შტატებში, სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფის გამო. სასამართლომ მათ დაავალა გადაეხადათ 353 მილიონი აშშ დოლარი მარკოსის დიქტატურის დროს ადამიანის უფლებების დარღვევისათვის.[14]
მარკოსი ჩრდილოეთ ილოკოსის მე-2 ოლქიდან აირჩიეს ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში და მისი წევრი იყო 1992 წლიდან 1995 წლამდე. 1998 წელს იგი კვლავ აირჩიეს ჩრდილოეთ ილოკოსის გუბერნატორად. ცხრა წლის შემდეგ იგი კვლავ ჩრდილოეთ ილოკოსის მე-2 ოლქის წარმომადგენელია 2007 წლიდან 2010 წლამდე, 2010 წლიდან 2016 წლამდე იყო ნაციონალისტური პარტიის სენატორი.[15] მარკოსმა წარუმატებლად იყარა კენჭი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე 2016 წლის არჩევნებში, დამარცხდა სამხრეთ კამარინესის წარმომადგენელთან ლენი რობრედოსთან 263 473 ხმის სხვაობით;[16] პასუხად მარკოსმა საპროტესტო სარჩელი შეიტანა საარჩევნო ტრიბუნალში, მაგრამ მისი პეტიცია ერთხმად უარყვეს. ხელახალი დათვლის შედეგად რობრედოს უპირატესობა 15 093 ხმით გაიზარდა.[17][18]
2022 წლის არჩევნებში მარკოსმა კენჭი იყარა ფილიპინების პრეზიდენტად და იყო ფილიპინების ფედერალური პარტიის კანდიდატი.[19] არჩევნები მოიგო დიდი უპირატესობით[6] და მიიღო ხმების თითქმის 59 %,[20][21] რაც იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც 1981 წელს, მამამისმა მოიპოვა ხმების 88 % ოპოზიციის ბოიკოტის გამო.[22][23][24]
მარკოსის საპრეზიდენტო კამპანია გააკრიტიკა ფაქტების შემმოწმებლებმა (Fact-checking) და დეზინფორმაციის მკვლევარებმა, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ მისი კამპანია განპირობებული იყო ისტორიის ფალსიფიკაციით, რომელიც მიზნად ისახავდა მარკოსის კულტის განახლებას და მისი კონკურენტების ღიირსების შელახვას.[25] მისი კამპანია ასევე დაადანაშაულეს ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძარცვაში, რომელიც შეფასებულია 5-დან 13 მილიარდ დოლარამდე, რაც მოხდა მისი მამის პრეზიდენტობის დროს.[25] The Washington Post-მა აღნიშნა, თუ როგორ მიმდინარეობდა მარკოსის ისტორიული დამახინჯება 2000-იანი წლებიდან, ხოლო The New York Times მოჰყავდა მისი ნასამართლობა საგადასახადო თაღლითობაში, მათ შორის მისი ოჯახის ქონების გადასახადების გადახდაზე უარის თქმისა და მისი განათლების შესახებ არასწორ წარმოდგენაზე, თითქოს მას დამთავრებული ჰქონდა ოქსფორდის უნივერსიტეტი.[26][27][28][29] 2024 წელს, ჟურნალმა Time-მა იგი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.[30][31]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამარკოსი დაქორწინებულია ადვოკატ ლუიზა „ლიზა“ კაჩო არანეტაზე, ცნობილი არანეტების ოჯახის წევრზე. მარკოსმა და არანეტამ 1993 წლის 17 აპრილს იქორწინეს ფიესოლეში, იტალია. მათ ჰყავთ სამი ვაჟი: ფერდინანდ ალექსანდრე III „სანდრო“ (დ. 1994 წ.), ჯოზეფ სიმონი (დ. 1995 წ.) და უილიამ ვინსენტი „ვინნი“ (დ. 1997 წ.).[32][33][34] მიუხედავად იმისა, რომ ის არის ეთნიკური წარმომავლობით ილოკანო, ის გაიზარდა მანილიოს ოჯახში და არ საუბრობს ილოკანოს ენაზე.[35][36]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.youtube.com/watch?v=1EwMAiqLUhM
- ↑ https://www.youtube.com/watch?v=q_tJlBf6KQA
- ↑ https://sovereignph.com/2021/10/06/bongbong-marcos-files-coc-to-run-for-president-in-2022/
- ↑ Lamentillo A. M. Who is Sandro Marcos? — Manila Bulletin, 2022.
- ↑ https://www.tatlerasia.com/people/ferdinand-bongbong-marcos-jnr
- ↑ 6.0 6.1 „The son of late dictator Marcos has won the Philippines' presidential election“. Associated Press. Manila. NPR. May 10, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 12, 2022. ციტირების თარიღი: May 12, 2022.
- ↑ Cabato, Regine; Westfall, Sammy (May 10, 2022). „Marcos family once ousted by uprising wins Philippines vote in landslide“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 10, 2022. ციტირების თარიღი: May 12, 2022.
- ↑ Lalu, Gabriel Pabico (June 30, 2022). „It's official: Bongbong Marcos sworn in as PH's 17th President“. Philippine Daily Inquirer. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 30, 2022. ციტირების თარიღი: June 30, 2022.
- ↑ „A dynasty on steroids“. The Sydney Morning Herald (ინგლისური). November 24, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 6, 2022. ციტირების თარიღი: February 5, 2022.
- ↑ „Dictator's son Ferdinand Marcos Jr. takes oath as Philippine president“. NPR (ინგლისური). Associated Press. June 30, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 30, 2022. ციტირების თარიღი: July 1, 2022.
- ↑ Ellison, Katherine W. (2005). Imelda, steel butterfly of the Philippines. Lincoln, Nebraska.
- ↑ Holley, David (February 28, 1986). „Speculation Grows: Marcos May Stay at Luxurious Hawaii Estate“. Los Angeles Times. ISSN 0458-3035. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 21, 2015. ციტირების თარიღი: August 16, 2018.
- ↑ Mydans, Seth (November 4, 1991). „Imelda Marcos Returns to Philippines“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 12, 2009. ციტირების თარიღი: August 16, 2018.
- ↑ Robles, Alan (May 2, 2022). „Philippine election: Who is Bongbong Marcos, what's his platform and China views, and why can't he visit the US?“. South China Morning Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 12, 2022. ციტირების თარიღი: May 2, 2022.
- ↑ List of Committees. Senate of the Philippines (February 5, 2014). ციტირების თარიღი: March 14, 2014
- ↑ „Bongbong Marcos running for vice president in 2016“. CNN. October 5, 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 8, 2015. ციტირების თარიღი: October 5, 2015.
- ↑ „Marcos heir loses bid to overturn Philippine VP election loss“. The South China Morning Post (ინგლისური). Agence France-Presse. February 16, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 16, 2021. ციტირების თარიღი: February 16, 2021.
- ↑ „Supreme Court unanimously junks Marcos' VP poll protest vs Robredo“. CNN Philippines (ინგლისური). February 16, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 16, 2021. ციტირების თარიღი: February 16, 2021.
- ↑ Dictator's son Bongbong Marcos files candidacy for president en-US. Rappler (October 6, 2021). ციტირების თარიღი: January 13, 2022
- ↑ Verizon, Cliff (May 25, 2022). „Marcos officially declared Philippines' next president“. Nikkei Asia. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2022. ციტირების თარიღი: May 26, 2022.
- ↑ Morales, Neil Jerome (May 25, 2022). „hilippines Congress proclaims Marcos as next president“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 20, 2022. ციტირების თარიღი: May 26, 2022.
- ↑ Martial Law Museum en. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 23, 2022. ციტირების თარიღი: June 5, 2022
- ↑ Kamm, Henry (February 6, 1981). „Philippine Opposition to Boycott Presidential Election“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 24, 2015. ციტირების თარიღი: June 5, 2022.
- ↑ Kamm, Henry (June 17, 1981). „Marcos Is Victor By a Huge Majority“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 5, 2022. ციტირების თარიღი: June 5, 2022.
- ↑ 25.0 25.1 „Filipinos fall for fake history“. The Standard (Hong Kong). Agence France-Presse. March 30, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 15, 2022. ციტირების თარიღი: April 11, 2022.
- ↑ Cabato, Regine; Mahtani, Shibani (April 12, 2022). „How the Philippines' brutal history is being whitewashed for voters“. The Washington Post (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 12, 2022. ციტირების თარიღი: April 23, 2022.
- ↑ Wee, Sui-Lee (May 1, 2022). „'We Want Change': In the Philippines, Young People Aim to Upend an Election“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 2, 2022. ციტირების თარიღი: May 2, 2022.
- ↑ Protestas en Filipinas en rechazo a la victoria no oficial de Ferdinand Marcos Jr. (May 11, 2022). ციტირების თარიღი: May 17, 2022
- ↑ Filipino Community Protests Philippine Presidential Election Results en-US (May 13, 2022). ციტირების თარიღი: May 17, 2022
- ↑ Mangaluz, Jean (April 18, 2024). „Bongbong Marcos is in Time's 100 Most Influential People for 2024“. Philippine Daily Inquirer. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 18, 2024. ციტირების თარიღი: April 18, 2024.
- ↑ „Ferdinand "Bongbong" Marcos: The 100 Most Influential People of 2024“. TIME (ინგლისური). April 17, 2024. ციტირების თარიღი: April 18, 2024.
- ↑ Bongbong Marcos marks silver anniversary with wife Liza en. ABS-CBN News (April 22, 2018). ციტირების თარიღი: April 6, 2020
- ↑ Son of Bongbong Marcos earns master's degree from London university en (December 12, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 3, 2020. ციტირების თარიღი: April 6, 2020
- ↑ Basco, Karl Cedrick. (March 9, 2022) Vinny Marcos describes childhood in Ilocos — 'Never influenced by money' en. ABS-CBN News. ციტირების თარიღი: March 9, 2022
- ↑ „WASAK EP 028 BONG BONG MARCOS“. News5. August 3, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 20, 2022. ციტირების თარიღი: May 16, 2022.
- ↑ Buan, Lian (November 8, 2021). „Solid North still a rock for Bongbong Marcos, but some students speaking up“. Rappler. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 29, 2022. ციტირების თარიღი: May 16, 2022.