იმელდა მარკოსი
იმელდა მარკოსი, დაბადებით იმელდა რემედიოს ვიზიტასიონ რომუალდესი (ესპ. Imelda Remedios Visitación Romuáldez დ. 2 ივლისი, 1929, მანილა, ფილიპინები) — ფილიპინების პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. ფილიპინების პირველი ლედი (1975-1986 წწ.) ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის ფერდინანდ მარკოსის ქვრივი. მისი მმართველობის დროს იყო მანილის გუბერნატორი, მინისტრი, აირჩიეს პარლამენტის წევრად, ჰქონდა მნიშვნელოვანი დიპლომატიური წოდებები: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი. მისი ქმრის დამხობის შემდეგ იგი კვლავ სამჯერ აირჩიეს წარმომადგენელთა პალატის წევრად (უკანასკნელად — 2013 წელს). ძალასა და მტკიცე ხასიათთან ერთად მას ჰქონდა სილამაზე და ელეგანტურობა. იმელდა მარკოსს ზოგჯერ მოიხსენიებდნენ „ფოლადის პეპლის“ (Steel Butterfly) ან „რკინის პეპლის“ (Iron Butterfly) სახელწოდებით.
იმელდა მარკოსი | |
ფილიპინების პირველი ლედი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 დეკემბერი, 1965 – 25 თებერვალი, 1986 | |
პრეზიდენტი | ფერდინანდ მარკოსი |
წინამორბედი | ევა მაკაპაგალი |
მემკვიდრე | ამელიტა რამოსი |
დედაქალაქის რეგიონის გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
27 თებერვალი, 1975 – 25 თებერვალი, 1986 | |
პრეზიდენტი | ფერდინანდ მარკოსი |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 2 ივლისი, 1929 მანილა, ფილიპინები |
მეუღლე | ფერდინანდ მარკოსი |
შვილები | ფერდინანდი, იმელდა, ირენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიმელდა მარკოსი დაიბადა 1929 წლის 2 ივლისს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში. მას შემდეგ რაც იმელდას დედა დაიღუპა ოჯახი ნათესავებთან გადასახლდა ტაკლობანში, სადაც დაასრულა წმინდა პავლეს კოლეჯი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი. 18 წლის ასაკში იმელდა გახდა ტაკლობანის სილამაზის დედოფალი, საბოლოოდ იგი „მის ფილიპინები“ გახდა.
1950 წელს იგი დაბრუნდა მანილაში, სადა ცხოვრობდა თავის ნათესავებთან. მისი ნათესავების სახლი დედაქალაქში ფაქტობრივად იყო ნაციონალისტური პარტიის შტაბი. 1954 წელს სწორედ აქ შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს და მომავალ პრეზიდენტს ფერდინანდ მარკოსს — მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, იმჟაამად ფილიპინების წარმომადგენელთა პალატის წევრს. გაცნობიდან 11 დღის შემდეგ იმელდას ფერდინანდმა ხელი სთხოვა.
1965 წელს ფერდინანდ მარკოსი პრეზიდენტად აირჩიეს და გახდა ქვეყნის მე-10 ხელმძღვანელი. 1969 წელს იგი ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტის თაამდებობაზე. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 1972 წლიდან პრეზიდენტის დამხობამდე, 1986 წლის 25 თებერვლამდე, იმელდა რეალურად მონნაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეკავა სხვადასხვა თანამდებობები და ასრულებდა მნიშვნელოვან დიპლომატიურ მისიებს.
ცივი ომის პიკის დროს, ფილიპინების პირველი ლედი, აშშ-ის მოკავშირე, თავისი ქმრის სპეციალური წარმომადგენლის ხარისხში ესტუმრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, სსრკ-ს, აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტურ ქვეყნებს — რუმინეთს, უნგრეთს, ჩეხოსლოვაკიას, გდრ-ს, იუგოსლავიას, ასევე კუბას, ერაყსა და ჩრდილოეთ კორეას. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა არა მარტო რიჩარდ ნიქსონთან და რონალდ რეიგანთან, არამედ მაო ძედუნთან, ლეონიდ ბრეჟნევთან, კიმ ირ სენთან და სადამ ჰუსეინთან.
1986-1991 წლამდე იმელდა მარკოსი ემიგრაციაშია. 1991 წელს ფილიპინების მთავრობამ იმელდას ნება დართო ქვეყანაში დაბრუნებულიყო. 1992 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში. მიიღო ხმების 10.32% და დაიკავა მეხუთე ადგილი. 1995 წელს გახდა წარმომადგენელტა პალატის წევრი კუნძულ ლეიტედან. 1998წელს ფილიპინების ანტიკორუფციულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო ხელისუფლებისათვის არახელსაყრელი ხელშეკრულების დადების გამო, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ მოგვიანებით გააუქმა ეს გადაწყვეტილება. 2010 და 2013 წელს კვლავ აირჩიეს წარმომადგენელთა პალატაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ellison, Katherine (April 2005). Imelda: Steel Butterfly of the Philippines. iUniverse. ISBN 978-0-595-34922-7. ციტირების თარიღი: 13 June 2016.
- Garcia, Myles (31 March 2016). Thirty Years Later . . . Catching Up with the Marcos-Era Crimes. eBookIt.com. ISBN 978-1-4566-2650-1. ციტირების თარიღი: 13 June 2016.
- Mijares, Primitivo (17 January 2016). The Conjugal Dictatorship of Ferdinand and Imelda Marcos. CreateSpace Independent Publishing Platform. ISBN 978-1-5232-9219-6. ციტირების თარიღი: 13 June 2016.
- Pedrosa, Carmen Navarro (16 June 2013). The Untold Story of Imelda Marcos. Flipside Publishing Services, Inc.. ISBN 978-971-9951-85-8. ციტირების თარიღი: 13 June 2016.
- Pedrosa, Carmen Navarro (10 May 2013). Imelda Marcos: The Rise and Fall of One of the World’s Most Powerful Women. Flipside Publishing Services, Inc.. ISBN 978-971-9951-82-7. ციტირების თარიღი: 13 June 2016.
- Powers, Phoenix (2012). The Great Gold Swindle: Yamashita's Gold. Lulu.com. ISBN 978-1-105-58311-7. ციტირების თარიღი: 13 June 2016.
- Quah, Jon S. T. (2011). Curbing Corruption in Asian Countries: an Impossible Dream?. Emerald Group Publishing. ISBN 978-0-85724-819-0.
- Senauth, Frank (March 2012). The Making of the Philippines. AuthorHouse. ISBN 978-1-4685-5232-4. ციტირების თარიღი: 13 June 2016.
- Tarling, Nicholas (1999). The Cambridge History of Southeast Asia: Volume 2, Part 2, From World War II to the Present. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-66372-4. ციტირების თარიღი: 13 June 2016.