ჩრდილოეთი ილოკოსი
ჩრდილოეთი ილოკოსი (ოფიციალურად ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინცია; ტაგალ. Lalawigan ng Ilocos Norte) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს ილოკოსის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ლაოაგი. მდებარეობს კუნძულ ლუსონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. აღმოსავლეთიდან კაგაიანი და აპაიაო ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― აბრის პროვინცია, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან ― სამხრეთი ილოკოსი. პროვინციის დასავლეთით დასავლეთ ფილიპინების ზღვა ესაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთით ლუსონის სრუტე მდებარეობს.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩრდილოეთი ილოკოსი | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | ლაოაგი | ||||
შიდა დაყოფა | ადამსი (ჩრდილოეთი ილოკოსი), ბაკარა, ბადოკი, ბანგი (ჩრდილოეთი ილოკოსი), ბანა (ჩრდილოეთი ილოკოსი), ბატაკი, ბურგოსი (ჩრდილოეთი ილოკოსი), კარასი (ფილიპინები), კურიმაო, დინგრასი, დუმალნეგი, ლაოაგი, მარკოსი (ჩრდილოეთი ილოკოსი), ნუევა-ერა (ჩრდილოეთი ილოკოსი), პაგუდპუდი, პაოაი, პასუკინი, პიდიგი, პინილი, სან-ნიკოლასი (ჩრდილოეთი ილოკოსი), სარატი, სოლსონა (ჩრდილოეთი ილოკოსი) და Vintar | ||||
კოორდინატები | 18°10′00″ ჩ. გ. 120°45′00″ ა. გ. / 18.16667° ჩ. გ. 120.75000° ა. გ. | ||||
მმართველი | Matthew Manotoc | ||||
დაარსდა | 1818 | ||||
ფართობი | 3467.89 კმ² | ||||
მოსახლეობა | 609 588 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||||
სატელეფონო კოდი | 77 | ||||
საფოსტო ინდექსი | 2900–2922 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.ilocosnorte.gov.ph | ||||
| |||||
გეოგრაფიარედაქტირება
ჩრდილოეთ ილოკოსის ფართობი 3 467.89 კმ²-ია. პროვინცია ლუსონზე, ილოკოსის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კაგაიანი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან − აპაიაო, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან − აბრის პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთიდან − სამხრეთი ილოკოსი, დასავლეთიდან − სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ხოლო ჩრდილოეთიდან − ლუსონის სრუტე.
ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება
ჩრდილოეთი ილოკოსი 21 მუნიციპალიტეტსა და 2 შემადგენელ ქალაქს მოიცავს. შედეგბა 559 ბარანგაისგან. პროვინციაში ორი საკანონმდებლო რაიონია.