ბატაკი (ოფიციალურად ქალაქი ბატაკი) — მეხუთე კლასის ქალაქი ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 55 201 ადამიანს შეადგენს.

ბატაკი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 18°03′19″ ჩ. გ. 120°33′53″ ა. გ. / 18.0554000° ჩ. გ. 120.5648889° ა. გ. / 18.0554000; 120.5648889
ფართობი 161.06 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 65 მეტრი
მოსახლეობა 55 484 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 77
საფოსტო ინდექსი 2906
ოფიციალური საიტი https://batac.gov.ph/
ბატაკი — ფილიპინები
ბატაკი

ბატაკი ავგუსტინელებმა 1587 წელს დააარსეს. იგი ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინციაში ავგუსტინელების მიერ დაარსებული მეორე უძველესი ქალაქია. ხალხური თქმულებით, თავდაპირველად ბატაკი ორი სოფლისგან შედგებოდა. ერთ-ერთი იტნეგებით იყო დასახლებული, ხოლო მეორე - ქრისტიანებით.

9047-ე რესპუბლიკური აქტის მიხედვით, ბატაკის მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინციის შემადგენელ ქალაქად გამოცხადდა და ქალაქი ბატაკი ეწოდა. 2007 წლის 23 ივნისს გამართულ პლებისციტზე მოსახლეობამ დადგენილების რატიფიცირება მოახდინა.

გეოგრაფია

რედაქტირება

ბატაკი კუნძულ ლუსონიდან ჩრდილო-დასავლეთით, სამხრეთ-ჩინეთის ზღვიდან 11 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქი ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან 470 კმ-ით, ხოლო პროვინციული დედაქალაქიდან, ლაოაგიდან 17 კმ-თაა დაშორებული. ქალაქს ბანის, კურმაოს, პაოაოს, პინილის, სარატის, მარკოსისა და სან-ნიკოლასის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება.

ბარანგაები

რედაქტირება

ბატაკი პოლიტიკურად 43 ბარანგაიდ იყოფა, რომელთაგან 14 პობლაკიონია.

ქალაქის ცენტრში მარკოსის მუზეუმი და მავზოლეუმი მდებარეობს. მავზოლეუმში ყოფილი პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოსის ცხედარია დასვენებული. ქალაქში ორი ფესტივალი იმართება: ფერმერთა და ემპანადის ფესტივალი. ფერმერთა ფესტივალი ყოველწლიურად მასისი პირველ კვირაში იმართება და უხვ მოსავალსა და ფერმერებს ეძღვნება. ემპანადის ფესტივალი ყოველწლიურად ქალაქის დაარსების დღეს, 23 ივნისს იმართება.

ცნობილი ადამიანები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: