სამხრეთი ილოკოსი

ფილიპინების პროვინცია

სამხრეთი ილოკოსი (ოფიცილუარად სამხრეთ ილოკოსის პროვინცია; ილოკ. Probinsia ti Ilocos Sur; ტაგალ. Lalawigan ng Ilocos Sur) ― ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს ილოკოსის რეგიონში, ლუსონში. პროვინციის დედაქალაქია ვიგანი, რომელიც მდინარე მესტისოს შესართავთანაა გაშენებული. სამხრეთ ილოკოსს ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთი ილოკოსი და აბრის პროვინცია ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― მთის პროვინცია, სამხრეთიდან ― ლა-უნიონი და ბენგეტი, ხოლო დასავლეთიდან ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა.

ადმინისტრაციული ერთეული
სამხრეთი ილოკოსი
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ვიგანი
შიდა დაყოფა ვიგანი, კანდონი, ალილემი, ბანაიოიო, Bantay, ბურგოსი, Cabugao, კაოაიანი, სერვანტესი (სამხრეთი ილოკოსი), გალიმუიოდი, გრეგორიო-დელ-პილარი (სამხრეთი ილოკოსი), ლიდლიდა, მაგსინგალი, ნაგბუკელი, ნარვაკანი, კირინო (სამხრეთი ილოკოსი), სალსედო (სამხრეთი ილოკოსი), სან-ემილიო, სან-ესტებანი (სამხრეთი ილოკოსი), სან-ილდეფონსო (სამხრეთი ილოკოსი), სან-ხუანი (სამხრეთი ილოკოსი), სან-ვისენტე (სამხრეთი ილოკოსი), Santa, სანტა-კატალინა (სამხრეთი ილოკოსი), სანტა-კრუსი (სამხრეთი ილოკოსი), სანტა-ლუსია (სამხრეთი ილოკოსი), სანტა-მარია (სამხრეთი ილოკოსი), სანტიაგო (სამხრეთი ილოკოსი), სანტო-დომინგო (სამხრეთი ილოკოსი), სიგაი, სინაიტი, სუგპონი, სუიო (სამხრეთი ილოკოსი) და ტაგუდინი
კოორდინატები 17°20′00″ ჩ. გ. 120°35′00″ ა. გ. / 17.33333° ჩ. გ. 120.58333° ა. გ. / 17.33333; 120.58333
მმართველი Jerry Singson
დაარსდა 1818
ფართობი 2596.00 კმ²
მოსახლეობა 706 009 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 77
ოფიციალური საიტი https://mis.ilocossur.gov.ph/
სამხრეთი ილოკოსი — ფილიპინები
სამხრეთი ილოკოსი

სამხრეთი ილოკოსი 1572 წელს ესპანელმა კონკისტადორმა ხან დე სალსედომ დააარსა. პროვინცია ილოკოსის ჩრდილოეთ (ამჟამად ჩრდილოეთი ილოკოსი) და სამხრეთ ნაწილად გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის ის აბრის პროვინციის ნაწილსა და დღევანდელი ლა-უნიონის ზემო ნახევარსაც მოიცავდა. დღევანდელი საზღვარი 1917 წლის მარტში მიღებული კანონის მიხედვითაა გავლებული.

პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ორი ძეგლი: კულტურული მემკვიდრეობის ქალაქი ვიგანი და სანტა მარიას ტაძარი.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
სამხრეთ ილოკოსის პოლიტიკური რუკა

სამხრეთი ილოკოსი ილოკოსის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში, ლუსონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთი ილოკოსი ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― აბრის პროვინცია, აღმოსავლეთიდან ― მთის პროვინცია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― ბენგეტი, სამხრეთიდან ― ლა-უნიონი, ხოლო დასავლეთიდან ― სამხრეთ ჩინეთის ზღვა. პროვინციის ფართობი 2 596 კმ²-ია, რაც პირველი რეგიონის 20%-ს წარმოადგენს. ილოკოსის ტოპოგრაფია ზღვის დონიდან 10-1 700 მეტრის სიმაღლემდე მერყეობს.

ერნანდესის კლიმატის კლასიფიკაციით, სამხრეთ ილოკოსის კლიმატი ძირითადად მშრალია. მშრალი თვეები ოქტომბრიდან მაისამდეა. სერვანტესის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი ნალექიანია და მთელი წლის მანძილზე თანაბრადაა განაწილებული, ხოლო სუგპონის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი შედარებით ნაკლებ ნალექს იღებს. წვიმის სეზონი აგვისტოში იწყება, ხოლო ყველაზე მცირე ნალექი იანვარ-თებერვალში მოდის. საშუალო ტემპერატურა 27 °C-ია (81 °F).

ადმინისტრაციული დანაყოფები

რედაქტირება

სამხრეთი ილოკოსი 32 მუნიციპალიტეტსა და 2 შემადგენელ ქალაქს მოიცავს, რომლებიც 2 საკანონმდებლო რაიონშია დაჯგუფებული.[2] პროვინციაში სულ 768 ბარანგაია. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე პუროა (მაგსინგალში), ხოლო ბოლოზე ― მონტერო (ბანაიოიო).[3]

დემოგრაფია

რედაქტირება
 
ვიგანის სანაპირო

2020 წლის აღწერის მიხედვით, სამხრეთ ილოკოსის მოსახლეობა 706 009 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 270 ადამიანი 1 კვ. კილომეტრზე.

ეკონომიკა

რედაქტირება

სამხრეთ ილოკოსის მოსახლეობა ფერმერობაშია ჩართული. აწარმოებენ მარცვლეულის, მეტწილად ბრინჯს, სიმინდს, ბოსტნეულსა და ხილს. არამარცვლეულებს შორის მოჰყავთ თამბაქო, ბაბა და შაქრის ლერწამი. განვითარებულია შინამრეწველობაც, მათ შორის, ზეწრების ქსოვა, ავეჯის კეთება, საიუველირო საქმე, კერამიკა, მჭედლობა და საკვების წარმოება.

სოფლის მეურნეობა

რედაქტირება
 
ბრინჯის გამშრალი მარცვლები გზაზე, სან-ესტებანში

სამხრეთ ილოკოსის ეკონომიკა აგრარულია, მაგრამ 2 647 კმ² ფართობის უნაყოფო მიწა არ არის საკმარისი 338 579 ადამიანისთვის.[4][5]

სოფლის მეურნეობის პროდუქტებს შორის წამყვანია: ბრინჯი, სიმინდი, თამბაქო და ხილი. პროვინციაში ასევე მოჰყავთ კამოტე და მანიოკი, შაქრის ლერწამი და ხახვი.

მოსახლეობის სწრაფი ზრდის, ნაყოფიერი ნიადაგის შემცირებისა და მოსავლის დარგვისა და აღების სეზონებს შორის ხანგრძლივი პერიოდის გამო მოსახლეობა იძულებულია მრეწველობასა და ვაჭრობაზე გადაერთოს. მოსახლეობის ნაწილი ილოკანური ნაქსოვი ტანსაცმლის გასაყიდად კაგაიანის ხეობაში, ცენტრალურ ვაკეებსა და მინდანაოში დადის.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები

რედაქტირება

სამხრეთ ილოკოსში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ორი ძეგლი მდებარეობს. კულტურული მემკვიდრეობის ქალაქი ვიგანი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1999 წელს შეიტანეს. იუნესკო ძეგლს შემდეგნაირად აღწერს: „XVI საუკუნეში დაარსებული ვიგანი აზიაში დაგეგმარებული ესპანური კოლონიური ქალაქის საუკეთესოდ შემონახული მაგალითია. მისი არქიტექტურა ფილიპინების, ჩინეთისა და ევროპის კულტურული ელემენტების ნაზავს ირეკლავს, რის შედეგადაც ქალაქის კულტურასა და იერსახეს აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ანალოგი არ აქვს“.

1993 წელს იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ფილიპინების ბაროკოს სტილის ეკლესიები შეიტანა, რომელიც 4 ტაძარს მოიცავს. მათგან ერთ-ერთია სანტა-მარიას ტაძარი სამხრეთ ილოკოსში. იუნესკო ძეგლს შემდეგნაირად აღწერს: „[ტაძრების] უნიკალური არქიტექტურული სტილი ევროპული ჩინელი და ფილიპინელი ხელოსნების მიერ ევროპული ბაროკოს ახლებური წარმოდგენაა“.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Province: Ilocos Sur". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved January 8, 2016.
  3. Census of Population (2020). "Region I (Ilocos Region)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. Philippine Statistics Authority. Retrieved July 8, 2021.
  4. A Review of the Agriculture Sector in Ilocos Region | Philippine Statistics Authority | Republic of the Philippines. ციტირების თარიღი: 2023-09-04
  5. Statistical Tables | Philippine Statistics Authority | Republic of the Philippines. ციტირების თარიღი: 2023-09-04
  6. Centre, UNESCO World Heritage. Baroque Churches of the Philippines.