ადამსი (ჩრდილოეთი ილოკოსი)

ადამსი (ოფიციალურად ადამსის მუნიციპალიტეტი; ტაგ: Bayan ng Adams) ― მეხუთე კლასის მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთ ილოკოსის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 1 792 ადამიანს შეადგენს.

ადამსი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 18°27′41″ ჩ. გ. 120°54′07″ ა. გ. / 18.4614194° ჩ. გ. 120.9021028° ა. გ. / 18.4614194; 120.9021028
დაარსდა 16 მაისი, 1983
ფართობი 159.31 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 559 მეტრი
მოსახლეობა 2 189 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 77
საფოსტო ინდექსი 2922
ოფიციალური საიტი http://www.adams.gov.ph/
ადამსი (ჩრდილოეთი ილოკოსი) — ფილიპინები
ადამსი (ჩრდილოეთი ილოკოსი)

გეოგრაფია

რედაქტირება

ადამსი პროვინციის ჩრდილოერთ სანაპიროზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან პაგუდპუდი ესაზღვრება, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ― სანტა-პრახედესი, აღმოსავლეთიდან ― კალანასანი, დასავლეთით ― დუმალნეგი, ხოლო სამხრეთით ― ვინტარი.

ბარანგაები

რედაქტირება

ადამსი მხოლოდ ერთი ბარანგაისგან შედგება. მუნიციპალიტეტი-ბარანგაი ქვეყნის მასშტაბით უდიდესი ბარანგაია ფართობის მიხედვით. სამომავლოდ ქალაქის ხუთ ბარანგაიდ დაყოფა იგეგმება: ბუგნაის, მალასინის, პობლაკიონის, საპლიდისა და ბუკაროტის.

ბუკაროტის სიტიო ადამსისა და კალანასანის მუნიციპალიტეტის სადავო ტერიტორიაა, რის გამოც სიტიოში ორი სამთავრობო შენობა მდებარეობს.[2]

ჰავის მონაცემები — ადამსი (ჩრდილოეთი ილოკოსი)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 25 26 28 31 30 29 29 28 28 28 27 25 28
საშუალო დაბალი °C 18 19 20 22 23 24 24 23 23 22 21 20 22
საშუალო ნალექი (მმ) 55 41 37 41 184 215 261 256 245 216 142 129 1 822
წვიმიანი დღეები საშუალოდ 14.1 11.1 11.8 12.5 21.8 25.2 25.5 24.9 23.8 18.2 16.4 17.0 222.3
წყარო: Meteoblue [3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება