ბობნევი
სოფელი საქართველოში
ბობნევი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ბოშურის თემი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ტანის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას, მდინარე ჯოჯოხეთისხევის შესართავთან. ზღვის დონიდან 960 მეტრი, გორიდან 20 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ბობნევი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბოშური |
კოორდინატები | 41°53′14″ ჩ. გ. 44°00′10″ ა. გ. / 41.88722° ჩ. გ. 44.00278° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 960 მ |
მოსახლეობა | 156[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 96,8 % ოსები 3,2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირება1862 წელს, მებატონე ერისთავმა სოფლის გლეხებს ფულადი გადასახადები გაუდიდა და 2000 მანეთი და 45 კაპიკი შეაწერა. გლეხებმა გადასახადების გადახდაზე უარი განაცხადეს და 1863 წლის მაისში აუჯანყდნენ მებატონეს. მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ბრძანებით, სოფელში ეგზეკუცია ჩააყენეს, დაარბიეს გლეხების სახლ-კარი და აიძულეს ისინი დამორჩილებოდნენ მებატონეს.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 156 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 217 | 112 | 105 |
2014[1] | 156 | 81 | 75 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჩიმაკაძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 49.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 435.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II