ბია (ხობის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში
ბია — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბია-საშონიო, ზემო ბია).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 40 მეტრზე, ხობიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ბია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხობის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბია |
კოორდინატები | 42°20′48″ ჩ. გ. 41°55′29″ ა. გ. / 42.34667° ჩ. გ. 41.92472° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 40 მ |
მოსახლეობა | 380[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელში არის გოგირდოვანი წყარო.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 380 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 613 | 297 | 316 |
2014[1] | 380 | 195 | 185 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 353.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II