ბზიფთა

სოფელი აფხაზეთში, საქართველოში

ბზიფთა[2][3] (აფხ. Бзыԥҭа[4] [ბზჷფთა], ყოფილი ბზიფისხევი[5], ბზიბტა, ყოფილი ბზისხევი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გაგრის მუნიციპალიტეტში (ბზიფის თემი), მდინარე ბზიფის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 190 მ, შავი ზღვიდან 8 კმ, გაგრიდან 20 კმ.

სოფელი
ბზიფთა
აფხ. Бзыԥҭа
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი ბზიფი
კოორდინატები 43°14′41″ ჩ. გ. 40°21′51″ ა. გ. / 43.24472° ჩ. გ. 40.364194° ა. გ. / 43.24472; 40.364194
მოსახლეობა 351[1] კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბზიფთა — საქართველო
ბზიფთა
ბზიფთა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ბზიფთა
ბზიფთა — გაგრის მუნიციპალიტეტი
ბზიფთა

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია რედაქტირება

აფხაზური ბზიფთა ქართულად ითარგმნება, როგორც ბზის ხევი. XX საუკუნის 40-იან წლებში ქართული სახელი ბზისხევი ერქვა. 1930 წელს კოლდახვარის ს/საბჭოში შედიოდა ბზიბის-ხევის, ხოლო 1949 წელს ბზიფის სასოფლო საბჭოში — ბზიფისხევის სახელწოდებით. 1955 წელს ბზიბტა ეწოდა.

დემოგრაფია რედაქტირება

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 351 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 351 -- --

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 422.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1989 წლის აფხაზეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 25.
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 35.
  4. В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002
  5. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949