ბეწენწურები
ბეწენწურები — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულში, ზღვის დონიდან 1060 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 34 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
ბეწენწურები | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ნაქალაქარი |
კოორდინატები | 41°57′10″ ჩ. გ. 45°01′40″ ა. გ. / 41.95278° ჩ. გ. 45.02778° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1060 მ |
მოსახლეობა | 9[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასაისტორიო წერილობით წყაროებში ბეწენწურები XVl საუკუნიდან მოიხსენიება. XVll საუკუნეში კახთა მეფე თეიმურაზ l-მა ყორჩიბაშ თამაზ აშტაკაშვილს სოფელში ადრე ნაწყალობევი ასლამაზიშვილისეული მამული დაუმტკიცა. სოფელი ბეწენწურები გვიანდელ შუა საუკუნეებში ძირითადად სახასო საკუთრებად განიხილებოდა. ამავე პერიოდის სამხრეთ ტერიტორიის დაყოფით ომიანობის დროს სოფლიდან გამოყვანილი ლაშქარი რუსთველი ეპისკოპისის დროშის ქვეშ უნდა მდგარიყო. მოგვიანებით ბეწენწურები თიანეთის მაზრაში შედიოდა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 9 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 15 | 7 | 8 |
2014[1] | 9 | 4 | 5 |
ლიტერატურა
რედაქტირება- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 369.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 348.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II