ბენადირის რეგიონი
ბენადირი (სომალ. Banādir, არაბ. بنادر) — სომალის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი (gobolka). მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში.[1] ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი მოგადიშო.
რეგიონი | |
---|---|
ბენადირი სომალ. Banādir არაბ. بنادر | |
ქვეყანა | სომალი |
ადმ. ცენტრი | მოგადიშო |
კოორდინატები | 2°02′59″ ჩ. გ. 45°15′44″ ა. გ. / 2.04972° ჩ. გ. 45.26222° ა. გ. |
ფართობი | 370 კმ² |
მოსახლეობა | 1 650 227 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 4460,07 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | +252 |
გეოგრაფიული ადგილმდებარეობა
რედაქტირებაბენადირის რეგიონი ესაზღვრება სომალის რეგიონებს — შუა შაბელეს (Shabeellaha Dhexe) და ქვემო შაბელეს (Shabeellaha Hoose), ასევე ინდოეთის ოკეანეს.
"ბენადირი" წარმოშობილია სპარსული სიტყვიდან — ბენდერი, რაც ნიშნავს "პორტს" და დაკავშირებულია სანაპირო ქალაქებთან — მოგადიშო და ბარავა. სახელწოდება ასახავს საშუალო საუკუნეებში რეგიონის ადგილს, როგორც საკვანძო სავაჭრო ცენტრს სპარსეთთან და არაბეთის ნახევარკუნძულთან. ბენადირი ასევე ცნობილია თავისი თხების ადგილობრივი ჯიშებით.[2]
რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია მოგადიშო, თუმცა თვითონ ბენადირის რეგიონი გამოხატავს მხოლოდ დედაქალაქს. ბენადირის რეგიონი საკმაოდ მცირეა ისტორიულ ბენადირის რეგიონზე, რომელიც მოიცავს ქვეყნის დიდ ნაწილს, ინდოეთის ოკეანის სანაპიროს ცენტრალური და სამხრეთი ნაწილებიდან მდინარე ჯუბამდე, მოგადიშოს ჩათვლით.
ბენადირის რეგიონის ტერიტორია ყველაზე პატარაა სომალის 18 ადმინისტრაციული რეგიონებიდან (gobolka).
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაბენადირის რეგიონი დაყოფილია 17 რაიონად.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Somalia. The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 23 March 2015.
- ↑ Njoku, Raphael Chijioke (2013) The History of Somalia. ABC-CLIO, გვ. 69. ISBN 0313378576. ციტირების თარიღი: 14 September 2014.
- ↑ Districts of Somalia