შუა შაბელეს რეგიონი

შუა შაბელე (სომალ. Shabeellaha Dhexe, არაბ. شبيلي الوسطى) — რეგიონი (gobolka) სომალის სამხრეთ ნაწილში[1] ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ჯოუჰარი.

რეგიონი
შუა შაბელე
სომალ. Shabeellaha Dhexe
არაბ. شبيلي الوسطى
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
ადმ. ცენტრი Jowhar
კოორდინატები 2°49′00″ ჩ. გ. 46°06′00″ ა. გ. / 2.81667° ჩ. გ. 46.10000° ა. გ. / 2.81667; 46.10000
ფართობი 22 663 კმ²
მოსახლეობა 516 036 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 22,77 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +252

მდებარეობა

რედაქტირება

რეგიონი ესაზღვრება სომალის რეგიონებს: ბენადირს, ქვემო შაბელეს, ჰირანს, გალგუდუდს და აქვს გასასვლელი ინდოეთის ოკეანესთან. რეგიონში მიედინება მდინარე უები-შაბელე.

1984 წლამდე რეგიონი იყო ბენადირის რეგიონის ნაწილი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი იყო მოგადიშო.

შუა შაბელეს რეგიონში ჭარბობს კლან მუდულოდის სხვადასხვა ტომები, რომელთა შორის გამოირჩევა აბგალის ტომი.[2] რეგიონში ასევე ცხოვრობს არასომალური ტომი კაბოლე ბანტუს ხალხის ჯგუფიდან.

რეგიონში ჭარბობს ბუნებრივი და სარწყავი მიწადმოქმედება, ასევე თევზჭერა. წელიწადში მოდის 150 მმ-დან 500 მმ-მდე ნალექი 60 000 კმ² ფართობზე. ინდოეთის ოკეანის გასწვრივ სანაპირო ზოლის სიგრძე შეადგენს 400 კმ-ს.[3]

პოლიტიკური სიტუაცია

რედაქტირება

სომალის სამოქალაქო ომის დროს შუა შაბელეს რეგიონი, რომელიც იმყოფებოდა ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოსთან უშუალო სიახლოვეს და მდებარეობდა ინდოეთის ოკეანის გასწვრივ, მუდმივად წარმოადგენდა საბრძოლო მოქმედებების არენას და მრავალჯერ გადადიოდა ხელიდან ხელში. რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფებოდა რადიკალური ისლამური დაჯგუფების ჰარაკატ აშ-შაბააბის ხელში, რომლის წინააღმდეგაც იბრძვიან სამთავრობო ჯარები და მასთან მოკავშირე ფორმირებები.

2014 წლის აგვისტოში დაიწყო ოპერაცია «ინდოეთის ოკეანე», რომელიც დაიგეგმა სომალის სამთავრობო ჯარების მიერ.[4] 31 აგვისტოს დაიწყო მასირებული შეტევა შუა შაბელეს რეგიონში. გაერთიანებული ჯარები გაემართნენ მაჰადაისკენ და წმენდნენ კორიდორს ჰირანის რეგიონისკენ.[5] დაკავებული იქნა რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრ ჯოუჰარიდან 60 კმ მანძილზე მდებარე ქალაქი ფიდოვი.[6]

1 სექტემბერს ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დრონმა დაბომბა ისლამისტების ტერიტორია, რის შედეგადაც გარდაიცვალა აშ-შაბააბის ლიდერი აჰმედ აბდი გოდანე.[7] ეს მოვლენა აღქმული იყო, როგორც დიდი გამარჯვება და მტრის ძირითადი ძალების დაქსასვისა და მათ შორის განხეთქილების მოლოდინში, სომალის მთავრობამ გამოაცხადა 45-დღიანი ამნისტია აშ-შაბააბის ზომიერი ბოევიკებისათვის. [8] ამის მოვლენების შემდეგ დაიწყო მასიური შეტევა აშ-შაბააბის ძალებზე შუა შაბელეს რეგიონის თანდათანობით განთავისუფლებასთან ერთად.

30 სექტემბერს სამთავრობო ჯარებმა დაიკავეს საკვანძო პუნქტები მოგადიშოდან 100 კმ-ის მანძილზე, ქალაქ ვარშეიჰის ჩათვლით[9], ხოლო 1 ოქტომბერს ქალაქი ადალე. მთლიანად ოქტომბრის შუისთვის მთელი რეგიონი პრაქტიკულად განთავისუფლებული იყო, მაგრამ დეკემბრის ბოლომდე მაინც ხდებოდა შეტაკებები და სამთავრობო ძალების წინსვლა[10]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

შუა შაბელეს რეგიონი შედგება 4 რაიონისაგან:[11]

  1. Somalia. The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 6 December 2013.
  2. http://siteresources.worldbank.org/INTLAWJUSTINST/Resources/GundelTheroleoftraditionalstructures_1.doc
  3. Somalia: Assessment report on the mechanisms and needs of the population living in Jowhar, Adale, and Adal Yabal, Warsheikh districts of Middle Shabelle region - Somalia|Rel...
  4. „SOMALIA: President says Godane is dead, now is the chance for the members of al-Shabaab to embrace peace“. Raxanreeb. 5 September 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 6 September 2014.
  5. „SOMALIA: Military operation starts in Middle Shabelle region“. Raxanreeb. 31 August 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 31 August 2014.
  6. „SOMALIA: Joint forces capture Fidow, Middle Shabelle region“. Raxanreeb. 31 August 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 1 September 2014.
  7. „Pentagon Confirms Death of Somalia Terror Leader“. Associated Press. 5 September 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 6 September 2014.
  8. „US confirms death of Somalia terror group leader“. Associated Press. 5 September 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 6 September 2014.
  9. „SOMALIA: Joint forces take over Raage Ceelle district of Middle Shabelle region“. Raxanreeb. 30 September 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 1 October 2014.
  10. „Somalia: Federal Govt, AU forces liberate new areas in Hiran“. Garowe Online. 29 December 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 29 December 2014.
  11. Middle Shebelle Region. ციტირების თარიღი: 30 January 2014.[მკვდარი ბმული]