ქვემო შაბელეს რეგიონი

ქვემო შაბელე (სომალ. Shabeellaha Hoose, არაბ. شبيلي السفلى) — რეგიონი (gobolka) სომალის სამხრეთ ნაწილში[1] ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მარკა.

რეგიონი
ქვემო შაბელე
სომალ. Shabeellaha Hoose
არაბ. شبيلي السفلى
ქვეყანა სომალის დროშა სომალი
ადმ. ცენტრი მარკა
შიდა დაყოფა Afgooye District და Baraawe District
კოორდინატები 1°46′06″ ჩ. გ. 44°23′24″ ა. გ. / 1.76833° ჩ. გ. 44.39000° ა. გ. / 1.76833; 44.39000
ფართობი 25 285 კმ²
მოსახლეობა 1 202 219 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 47,55 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +252

ადგილმდებარეობა

რედაქტირება

რეგიონი ესაზღვრება სომალის რეგიონებს: ბენადირს, შუა შაბელეს (Shabeellaha Dhexe), ჰირანს, ბეის, ქვემო ჯუბას (Jubbada Dhexe) და აქვს გასასვლელი ინდოეთის ოკეანესთან. რეგიონში მიედინება მდინარე უები-შაბელე.

1984 წლამდე რეგიონი იყო ბენადირის რეგიონის ნაწილი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი იყო მოგადიშო. 2014 წლიდან შედის სამხრეთ-დასავლეთი სომალის ავტონომიურ სახელმწიფოში, რომელსაც აღიარებს ფედერალური მთავრობა.

პოლიტიკური სიტუაცია

რედაქტირება

სომალის სამოქალაქო ომის დროს ქვემო შაბელეს რეგიონი, რომელიც იმყოფებოდა ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოსთან უშუალო სიახლოვეს და მდებარეობდა ინდოეთის ოკეანის გასწვრივ, მუდმივად წარმოადგენდა საბრძოლო მოქმედებების არენას და მრავალჯერ გადადიოდა ხელიდან ხელში. რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფებოდა რადიკალური ისლამური დაჯგუფების ჰარაკატ აშ-შაბააბის ხელში, რომლის წინააღმდეგაც იბრძვიან სამთავრობო ჯარები და მასთან მოკავშირე ფორმირებები.

2014 წლის აგვისტოში დაიწყო ოპერაცია «ინდოეთის ოკეანე», რომელიც დაიგეგმა სომალის სამთავრობო ჯარების მიერ.[2] 1 სექტემბერს ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დრონმა დაბომბა ისლამისტების ტერიტორია, რის შედეგადაც გარდაიცვალა აშ-შაბააბის ლიდერი აჰმედ აბდი გოდანე.[3] ეს მოვლენა აღქმული იყო, როგორც დიდი გამარჯვება და მტრის ძირითადი ძალების დაქსასვისა და მათ შორის განხეთქილების მოლოდინში, სომალის მთავრობამ გამოაცხადა 45-დღიანი ამნისტია აშ-შაბააბის ზომიერი ბოევიკებისათვის.[4] ამის მოვლენების შემდეგ დაიწყო მასიური შეტევა აშ-შაბააბის ძალებზე ქვემო შაბელეს რეგიონის თანდათანობით განთავისუფლებასთან ერთად.

2014 წლის 3 ოქტომბერს აშ-შაბააბის ძალებმა დატოვეს ქალაქი ბარავა, სადაც იმყოფებოდა ყველაზე დიდი გამაგრებული ცენტრი. 2014 წლის ოქტომბრის შუისათვის მთელი რეგიონი პრაქტიკულად სამთავრობო ძალების და მისი მოკავშირეების კონტროლ ქვეშ იყო.[5]

2014 წლის 7 ნოემბერს ოფიციალურად გამოცხადდა სამხრეთ-დასავლეთი სომალის ავტონომიური ფედერალური სახელმწიფო, დედაქალაქით ქალაქი ბარავა.[6] ასევე დამტკიცდა რეგიონის კონსტიტუცია.[7], რომლის შემადგენლობაშიც შედის ქვემო შაბელეს რეგიონი და კიდევ ორი რეგიონი.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

ქვემო შაბელეს რეგიონი შედგება 7 რაიონისგან:[8]

  1. Somalia. The World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 6 December 2013.
  2. „SOMALIA: President says Godane is dead, now is the chance for the members of al-Shabaab to embrace peace“. Raxanreeb. 5 September 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 6 September 2014.
  3. „Pentagon Confirms Death of Somalia Terror Leader“. Associated Press. 5 September 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 6 September 2014.
  4. „US confirms death of Somalia terror group leader“. Associated Press. 5 September 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 სექტემბერი 2014. ციტირების თარიღი: 6 September 2014.
  5. „SOMALIA: Al Shabab fighters flee from Barawe town, the latest stronghold in Lower Shabelle region“. Raxanreeb. 3 October 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 3 October 2014.
  6. „Somalia Establishes New State“. Haberler. 7 November 2014. ციტირების თარიღი: 8 November 2014.
  7. „SOMALIA: South-west state endorses a new constitution“. Raxanreeb. 8 November 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 9 November 2014.
  8. Districts of Somalia. Statoids. ციტირების თარიღი: 6 December 2013.