ბაქტი
ბაქტი ან ბაკტი — ქრისტიანულ მაკურიასა და მუსლიმანურ ეგვიპტეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ბაქტი ძალაში 700 წლის განმავლობაში იყო, რითიც ის ისტორიის მანძილზე ყველაზე ხანგრძლივად მოქმები საერთაშორისო ხელშეკრულებაა. ხელშეკრულების დასახელება მომდინარეობს ან ბარტერის ეგვიპტური სახელიდან, ან ბერძნული ტერმინიდან – პაქტი.
მიუხედავად მისი ხანგრძლივი არსებობისა მის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს და ყველა მათგანი მოდის ისლამური წყაროებიდან. 641 წელს არაბებმა ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ სამხრეთით ილაშქრეს, თუმცა წააწყდნენ ძლიერ წინააღმდებობას და იძულებული გახდნენ გაეფორმებინათ სამშვიდობო ხელშეკრულება.
ხელშეკრულების ზუსტი ასლი არა შემორჩენილი. უძველესი ასლები გაფორმებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაა შექმნილი და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. თავდაპირველ შეთანხმება შეიძლება არც ყოფილიყო წერილობითი და მას მხოლოდ სიტყვიერი ფორმა ქონოდა. ცნობილია შეთანხმების რამდენიმე პუნქტი:
- არაბები არ დაესხმებიან თავს ნუბიას, ხოლო ნუბიელები ეგვიპტეს.
- ორივე ქვეყნის მოსახლეობას მეორე სახელმწიფოში თავისუფლად ვაჭრობის და გადაადგილების უფლება ექნებათ.
- მეორე ქვეყანაში იმიგრაცია და დასახლება აკრძალულია.
- ქვეყნიდან გაქცეულები და მონები უნდა დაუბრუნონ თავის ქვეყანას.
- ნუბიელებმა უნდა უზრუნველყონ მეჩეთის არსებობა მუსლიმებისთვის.
- ეგვიპტეს არ აქვს ვალდებულება ნუბია დაიცვას მესამე მხრის თავდასხმისაგან.
ასევე ნუბია ვალდებული იყო ეგვიპტისთვიას წელიწადში 360 მონა გაეგზავნა. ეს უნდა ყოფილიყო საუკეთესო ხარისხის მონები, ბავშვებისა და მოხუცების გარეშე. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით ეგვიპტეს სანაცვლოდ ნუბიისთვის უნდა მიეწოდებინა ხორბალი და ოსპი.
ეს შეთანხმება მუსლიმანური სამყაროსთვის უპრეცედენტო იყო, ის უფრო ახლოს იდგა ბიზანტიურ ტრადიციასთან. ამ შეთანხმებამ გარკვეული ხნით შეაკავა სუდანის რეგიონის ისლამიზაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Shinnie, P.L. "Christian Nubia." The Cambridge History of Africa: Volume 2, c. 500 B.C.—A.D. 1050 edited by J.D. Fage. Cambridge: Cambridge University Press, 1978, pp. 556–88. ISBN 978-0-521-21592-3
- Jakobielski, S. 1992. Chapter 8: "Christian Nubia at the Height of its Civilization." UNESCO General History of Africa, Volume III. University of California Press. ISBN 978-0-520-06698-4