ბართქორთი

ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში

ბართქორთიქედი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მყინვარწვერის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ყოფს დევდარაკისა და ჩათის მყინვარებს. სიგრძე 3 კმ-მდე, ეშვება ზღვის დონიდან 4000-დან 3000 მ-მდე. წარმოადგენს ანდეზიტის ვულკანურ ნაკადს. თხემი დაფარულია თოვლ-ყინულით და უმთავრესად ნივალურ ზონაშია. ადგილ-ადგილ დამახასიათებელი წვეტიანსვეტებიანი გაშიშვლებული კლდეებია.[2]

ბართქორთი
კოორდინატები: 42°43′49″ ჩ. გ. 44°32′59″ ა. გ. / 42.73028° ჩ. გ. 44.54972° ა. გ. / 42.73028; 44.54972
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4000 
სიგრძე კმ
ბართქორთი — საქართველო
ბართქორთი
ბართქორთი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ბართქორთი

სქოლიო რედაქტირება

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 32.
  2. მელიტონ სანებლიძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 358.